ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2012


თათოს

არავინ იდაოს სიყვარულზე
და ჩუმ ამბორზე.
ხო, ჩვენ მოვხვიოთ ეს მკლავები
მოურიდებლად.

მოდი დატოვე შენ ქაოსი
და პესიმიზმი.
დღეს გავცოცხლდები და წაგიყვან
აქედან ზევით.

მოდი იცხოვრე, როგორც გინდა,
როგორც ამბობდი,
მე კი ვერასდროს ვეღარ გეტყვი,
რომ არ მიყვარხარ.

ამასში კიდევ, კიდევ ერთხელ
დღეს მე დავრწმუნდი.
და გავიხარე შენზე ფიქრით:
მე შენ მიყვარხარ.

დღეს მე გავგიჟდი
და უკვე ვგრძნობ
ჩემში შენს სუნთქვას
და ეს სულიერ განცდებსაც რომ გადაეჯაჭვა.

მოდი იცინი და იხარე
შენი ნიკოზით,
მე კი ვიხარებ მეტი რწმენით,
ლექსების წერით.

ჩემს სულში ზიხარ
გულით მე უფრო, კიდევ და კიდევ,
ვგრძნობ შენს ტკივილებს, განცდებს და
მინდა ეხლა ვიყვირო
ბრალი ვისია?
ვინ მოუტანა მას ეს სევდა
და ეს წუხილი.

მე კი მდუმარედ დავდივარ და მხოლოდ ერთსა ვგრძნობ,
რომ შევერთდებით ერთ სულ, ერთ ხორც,
არავინ იტირებს.
მე კი გავგიჟდი და კვლავ და კვლავ ათასჯერ ვიტყვი:
გთხოვთ ანგელოზნო, თათოს სულში,
თქვენ დაუშვით სასწაულები.

მერე გამრიყოს თუნდ მთელმა მასამ,
როგორც წარსულში,
მე კი ვიცინებ სიყვარულით, რად უნდათ ბრაზი?
ბრბოს აგრესიით მე ვიცინებ და მერე ვიტყვი:
მე ყველა მიყვარს,
სასაცილოა,
მე ყველა მიყვარს.

მოდის იმედი ღმერთისგან და სასწაულებრივ.
მე გავოცდები. რომ ტაძარი
საოცარია.
მას არ აქვს სიტყვა, როგრ აღვწერო?
მე ვერ აღვწერ მის სიდიადეს, იდუმალებას.

გულში სიცოცხლე რომ შემოდის
სული ხარობს და არ დაგავიწყდეს
რომ მთავარია არის რომ იყო,
მერე ადგე და ჭაობისგან შორს, შორს წახვიდე.

შენ ბედნიერო,
ლექსებით ხარ დღეს ბედნიერი,
მე სიყვარულით თათო, თბილო,
რაც შენამდე მაქვს.

რასაც მე მგონი ბევრი მართლა რომ ვერ გაიგებს,
ვეღარ მიგებენ მე მეგობრები.
და ვცდილობ ვწერო, რაღაცა ვწერო და გულში, სულში
ჩაგაკვრევინო.

მითხარი სად ხარ?
ოღონდ არასდროს გადაწურო ყველა იმედი.
იმედი მე მაქვს,  შენ რომ არც გქონდეს,
მე მაქვს იმედი აუწონარი, გამოუთქმელი და უხილავი.

მე  ყველგან მოვალ და სულ ყველგან ვარდებს მოგიტან,
წითელ ვარდებს და დაჩოქილი
ფრთხილად გემთხვევი.

შენ თბილო გოგო, ანგელოზო, იყავი მშვიდად.
და ეს იმედი  შენთანაც რომ გააღებს კარებს
და შენ შეკრთები,
მიხვდები რომ: ,,მე შევიყვარე''.
იქნება ადრე, და არასდროს იქნება
გვიან.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები