ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2012


სათამაშო

როცა სულში სანთელი
იწვება და ქრება,
პოეზია არ კვდება -
ლექსის წერა წყდება.
ბნელში ეძებ ასოებს
ვერ პოულობ თვალით,
პოეზია არ კვდება,
სიტყვითა ხარ მთვრალი.
სინჯავ ხელის ცეცებით
საგნებს როგორც მანძილს
და იქამდე შორია
დააფასო რაც ღირს,
და იქამდე შორია,
თუმცა არის ახლოს
პოეზია არ კვდება,
სიკვდილშიდაც სახლობს.

პოეზიის დუმილი
მრავალ ხმაურს წაშლის.
რჩება თეთრი ფურცელი
სათამაშოდ ბავშვის.





























კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს