ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: GAVROSHA
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2012


დაკარგული წერილი III

მეგობარო,
ახლა როცა ამას ვწერ ღამის 2 საათია,
არც წვიმს,
არც ქარია,
არც თოვს,
უბრალოდ ბევრი ვიხეტიალე და დავიკარგე,
უბრალოდ სული გამეყინა.
ახლა ვდგავარ გზაზე, რომელსაც სახლამდე ვერ მივყავარ,
ახლა დრო არის ვიმოქმედო,
დრო არის ბრძოლის მოგების.
იმედი მაქვს წინა 2 წერილი მიიღე,
იმედი მაქვს გულით წაიკითხე
და გამიგე.
ვეცადე დამენახა შენთვის სიმართლე,
ის რეალობა თუ რა ხდება ქვეყანაში.
ყოველთვის ვწერდი რაც მაწუხებდა,
რაც მტკიოდა
და რასაც განვიცდიდი.
მეგობარო ეს ბოლო წერილია,
ბოლო წერილი ბრძოლის დაწყებამდე,
ხოდა მეც ავდგები და ვიბრძოლებ მომავლისთვის,
თავისუფლებისთვის,
სიმართლეს დავუდგები გვერდში
სისხლის ბოლო წვეთამდე.
იმედი მაქვს
ამ წერილსაც გამიგებ,
ადრესატი შენ ხარ მეგობარო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები