 | ავტორი: აპარმიჟ- ჟანრი: თარგმანი 7 სექტემბერი, 2012 |
Nina Simone - Feelin' Good
ირაოს კრავენ ჩიტები მაღლა – იცი, რასაც ვგრძნობ... ზეცაში ახლა მზე აჩირაღდნდა – იცი, რასაც ვგრძნობ... ქარი დაცურავს მსუბუქად, ლაღად – იცი, რასაც ვგრძნობ: ამ ახალ აისს, ამ ახალ დღეს და ახალ სიცოცხლეს – ჩემს სანავარდოს! და მიხარია, როგორც არასდროს!
თევზთა დუმილმა შეავსო ზღვა და იცი რასაც ვგრძნობ... ქრის უბორკილო მდინარის ტალღა – იცი, რასაც ვგრძნობ... ბაღი ყვავილთა მოისხამს ხალათს – იცი, რასაც ვგრძნობ: ამ ახალ აისს, ამ ახალ დღეს და ახალ სიცოცხლეს – ჩემს სანავარდოს! და მიხარია, როგორც არასდროს!
ბზუის კრაზანა, ასე მზისფერი – მიმიხვდი ალბათ... დაფარფატებენ პეპლები ლხენით – მიმიხვდი ალბათ... – დაისვენებენ დღის ბოლოს მფრენნი – მიმიხვდი ალბათ: რომ ეს სამყარო – ასე ძირძველი – მომელის ახალ მერიდიანად. მომელის უფრო ახალ სამყაროდ.
ვარსკვლავად ჩანხარ, ასე რომ ბრწყინავ – იცი, რასაც ვგრძნობ: დანაშაულს და მის გამოსყიდვას – იცი, რასაც ვგრძნობ... დღეს შენი თავის(მე მაქვს)უფლება! – იცი რასაც ვგრძნობ: ამ ახალ აისს, ამ ახალ დღეს და ახალ სიცოცხლეს – ჩემს სანავარდოს! და მიხარია, როგორც არასდროს!
Birds flying high you know how I feel Sun in the sky you know how I feel Breeze driftin' on by you know how I feel
It's a new dawn It's a new day It's a new life For me And I'm feeling good
Fish in the sea you know how I feel River running free you know how I feel Blossom on the tree you know how I feel
It's a new dawn It's a new day It's a new life For me And I'm feeling good
Dragonfly out in the sun you know what I mean, don't you know Butterflies all havin' fun you know what I mean Sleep in peace when day is done That's what I mean And this old world is a new world And a bold world For me
Stars when you shine you know how I feel Scent of the pine you know how I feel Oh freedom is mine And I know how I feel
It's a new dawn It's a new day It's a new life For me And I'm feeling good
I'm feeling good
===============================================================
Louis Armstrong - Summertime
ზაფხულის დროა და ყველაფერი გვეიოლება; მხტუნავ თევზს ვგავართ, - ბაბუაწვერას - ცად მოფარფატეს... შენ გაამდიდრე მამიკო, გაალამაზე დედა. ჰოდა ნუ ტირი ჩვენო პატარავ, ნუ ტირი ამდენს.
ყოველდღე ველით შენს პირველ ნაბიჯს და სიტყვას: "დედა"; ველით, როცა შენ გაინავარდებ გაშლილი ფრთებით. შენ კი მანამდე ვერრა სიავე ვერ შეგეხება, რადგან დედ-მამა გეყოლება სულ მუდმივად გვერდით.
Summertime and the livin' is easy Fish are jumpin' and the cotton is high Oh, your daddy's rich and your ma is good-lookin' So hush, little baby; don't you cry
One of these mornings you're gonna rise up singing And you'll spread your wings and you'll take to the sky But till that morning, there ain't nothin' can harm you With daddy and mammy standin' by
One of these mornings you're gonna rise up singing And you'll spread your wings and you'll take to the sky But till that morning, there ain't nothin' can harm you With daddy and mammy standin' by
==========================================================
Autumn Leaves - Eva Cassidy
ფანჯარას წყდება სიცოცხლეები - ცურავს მინაზე, სიცოცხლეები წითელ-ოქროსფრად მიწას ქარგავენ. ვხედავ შენს ტუჩებს, - ზაფხულის კოცნებს - ვგრძნობ მათ სინაზეს: როგორც დაკარგულ - მზით დამწვარ ხელში - ნაცნობ ქარავნებს.
შენ რაც წახვედი დღეები მექცა უდაბნოებად, – შემომესმება ზამთრის სიმღერა, ალბათ სულ მალე... მაგრამ გნატრულობ ჩემო ძვირფასო - უსაზღვრო ვნებას, როს შემოდგომა სიცოცხლეს დაყრის ჩემს სასთუმალზე.
The falling leaves drift by my window The falling leaves of red and gold I see your lips the summer kisses The sunburned hands I used to hold
Since you went away the days grow long And soon I'll hear old winter's song But I miss you most of all my darling When autumn leaves start to fall
Since you went away the days grow long And soon I'll hear old winter's song But I miss you most of all my darling When autumn leaves start to fall
I miss you most of all my darling When autumn leaves start to fall
=========================================================
(მიშელ ვოკერი) edith piaf - Non, je ne regrette rien
არა, საერთოდ არაფერს... არა, არაფერს ვნანობ სრულიად განვლილს; ყველა მოძღვნილი სიკეთე მკმარა, ყველა სიავეც სულერთი არის!
არა, საერთოდ არაფერს... არა, არაფერს ვნანობ - მათგან ზრდასრული; ვალი დავფარე, დრომაც შებღალა... მე არ მაღელვებს უკვე წარსული!
და მასთან ერთად ჩემს მოგონებებს ცეცხლში ვყრი ყველას, რომ არ დამჩრდილოს; ჩემს ყველა სევდას, ყველა სილაღეს, მე აღარა ვთვლი უკვე საჭიროდ!
სიყვარულები მექცა უდაბნოდ, მათ გამო ძრწოლვაც - გულს რომ უვლიდა - მის დიუნებში ვფლავ სამუდამოდ, ყველაფერს ვიწყებ ისევ ნულიდან.
არა, საერთოდ არაფერს... არა, არაფერს ვნანობ სრულიად განვლილს; ყველა მოძღვნილი სიკეთე მკმარა, ყველა სიავეც სულერთი არის!
არა, საერთოდ არაფერს... მე არ, არ ვნანობ განვლილს, დღეს რადგან ვნებით ცხოვრება ჩემი, – ხალისი კველა, – უკვე იწყება, ნახლდება შენით!
No, nothing of nothing No, I don't feel sorry About nothing Not the good things people have done to me Not the bad things, it's all the same to me
No, nothing of nothing No, I don't feel sorry About nothing It's paid for, removed, forgotten I'm happy of the past
With my memories I lit up the fire My troubles, my pleasures I don't need them anymore
Broomed away my love stories And all their tremble Broomed away for always I start again from zero
No, nothing of nothing No, I don't feel sorry About nothing Not the good things people have done to me Not the bad things, it's all the same to me
No, nothing of nothing No, I don't feel sorry About nothing Because my life, my joys Today, they begin with you
=============================================================
Louise Armstrong - what a wonderful world
სიმწვანეს ვხედავ ხეთა რიგების, ვარდებიც წითლად ჩვენთვის აქ ხარობს. და გუნებაში ჩემთვის ვფიქრდები: მშვენიერია მთელი სამყარო.
ვხედავ ლურჯ ცას და ღრუბლებს – ქათქათას, კურთხეულ დღეს და ბნელ – წმინდა ღამეს. ჩემს გუნებაში ფიქრი არ გაქრა: რამდენ მშვენებას სამყარო ჰბადებს...
ვხედავ ფერებსაც ცისარყკელების - ცის მკერდზე ლამაზ - ბრწყინავ სამკაულს. ხალხზე ღიმილებს, ნაცვლად ცრემლების და ყოველ დღეში დიდ დღესასწაულს.
ვხედავ მეგობრებს - ხელ-ჩამორთმევას და მათ სალამში სიყვარულს გულრწფელს. ვხედავ ახდენილს ყველა ოცნებას, ხალხში სიყვარულს - ლამაზს და უხრწნელს.
ვხედავ ჩვილ ბავშვთა უმანკო ცრემლებს, შეძენილ ცოდნას მათ ზრდასთან ერთად. და იმ საზღვრების იოლად მძლევლებს, უძლეველს ვარქმევთ, რომლებსაც ერთხმად.
სიმწვანეს ვხედავ ხეთა რიგების, ვარდებიც წითლად ჩვენთვის აქ ხარობს. და გუნებაში ჩემთვის ვფიქრდები: რა ლამაზია ჩვენი სამყარო.
I see trees of green, red roses too I see them bloom, for me and you And I think to myself What a wonderful world
I see skies of blue, and clouds of white The bright blessed day, dark sacred night And I think to myself What a wonderful world
The colors of the rainbow, so pretty in the sky Are also on the faces, of people going by I see friends shaking hands, sayin', "How do you do?" They're really sayin', "I love you"
I hear babies cryin', I watch them grow They'll learn much more, than I'll ever know And I think to myself What a wonderful world
Yes, I think to myself What a wonderful world Oh yeah
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|