ავტორი: ვატერპოლოო ჟანრი: პოეზია 9 სექტემბერი, 2012
....
ცაზე თეთრსისხლა მთვარე მიყვარს, წვიმის მოსვლისას მიწის სუნი, ალიონზე ოქროს ბურთი ,წითელი ჰორიზონტი და სევდისფერი ,თბილი ზღვა. თოვლსაც თავისი მუღამი აქვს. ზამთარს თეთრი ზოდები აქვს, ფანჯრებზე იცის ჩამოკიდება , გახედავ გული აგიჩქარდება თითქოს ცრემლია ,უთქმელ ფიქრთა. ყოველი დღე კი გულს ისე მირთავს, როგორც ნაძვის ხე იანვრის დილას.