ჩუმი დღეები კვეთენ ჰორიზონტს და სულს აძლევენ მარიხუანას, ადიდებული ზღვის ტალღებს ერწყმის ჩემი სხეული,ჩემი გული.მეამაყება ეს ნაბიჯი,ახლა დავცურავ თევზების ზღვაში და მოგონებებს ვუზიარებ ექონიჟარებს. კოჭლი ჩემი სახელი ბევრს გაახსენებს ჰუმორს გაუთლელს და გლეხურს. ღვთიური ცა კი ლამაზია როგორც ყოველთვის, ირგვლივ თეთრი ხეები სირინოზებად არის გაშლილი,მე ხარბად ვეწაფები თოვლს და ვჭამ.,ამასთანავე ვიხსენებ უბედურ დღეებს ეს უფრო მიყვანს ჭკუიდან და ვუმატებ დოზას.მერე ხველებას ვიწყებ დაუსრულებლად და ბოლოს მეწამული სითხე ეცემა მოყინულ ასფალტზე,რომელსაც სისხლი შედარებით თბილი გრადუსით ალღობს და სააშკარაოზე გამოჰყავს უსწორმასწორო გზა.. გადავდივარ შედარებით რბილ მასაზე, ვიღებ ბრილიანტის მასას და ხელში ვიდნობ,მერე კი სახლისკენ გავწევ. როგორც ყოველთვის უსიცოცხლო ფანჯრები მოწყენილობით შემოცქერილნი,ჩემგან ელიან გულის გადაშლას და მამაოსთან არ თქმულ აღსარების მოსმენას. მე ვიწყებ ისე უბრალოებით ,როგორც მჩვევია,კალამი და ფურცელი,ამას + წარსული თავისი კარგი და ცუდი მოვლენებით ,ჯამში კი შამპანურის ჭიქას პირამდე ვავსებ და ერთჯერადი სალფეთქებზე გადავდივარ,მიწურულისას. სულ ორი ოთახი მაქვს, წიგნების და საძინებელი,,როცა მოვრჩები უფალთან წუწუნს, გადავინაცვლებ საწოლში ,რომელიც ისეთი ცივია ,როგორც დიდი ხნის დამარხული ცხედრის სხეული,მერე გადვხედავ ვის რა ვარგე იმ დღით და ამას მანამ არ შევწყვეტ,სანამ სიწმინდის 1\3 მაინც არ მივაღწევ,...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ჰო, ცოტა აბსურდული კი იყო =)
ეცადე ოდნავ გარკვევით. მითუფრო რომ სულ არ არის ცუდი ჰო, ცოტა აბსურდული კი იყო =)
ეცადე ოდნავ გარკვევით. მითუფრო რომ სულ არ არის ცუდი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|