| ავტორი: ონისე_ოკ ჟანრი: პროზა 13 სექტემბერი, 2012 |
პირველი დღე სკოლაში შედიხარ, შესასვლელში გამოფენინია ხალხი, ზევით იშვიათად თუ ადიან, სასტავებად არიან დაყოფილი და მხრებზე ურტყავენ ხელებს ერთმანეთს ისეთი კითხვებით როგორებიცაა: "სხვა რას შვრები? როგორ გაზრდილხარ?" და ა.შ. რამდენიმე ნივიჟუს ჩაგირტყავს, რამდენიმეს შენ ჩაურტყავ. მიმოიხედები და არჩევ რომელთან მისვლა სჯობს, მაგრამ ამ დროს ვიღაც მასწავლებელი გამოივლის, გადაგკოცნის, "მოგიკითხავს" მაგრამ ისე უნიათოდ რომ გაგრძნობინებს რა მაგრად ჰკიდიხარ... მერე, თვალს მოკრავ კარგ მეგობარს (ან მეგობრებს) და იმათთან მიხვალ. აქაც იგივე ბაზარი წავა, როგორ ხარ, მხარზე ხელის მორტყმები დარამე. მერე გაჩეჩილი სასწავლო ნაწილი გამოვარდება ფურცლებით ხელში და არაადამიანურად საქმიანი სახითა და ხმით (რომ დაანახოს ყველას როგორი შრომისმოყვარე და საქმიანია) დაიწყებს : "დირექტორი მოდის, დირექტორი მოდის, ჩუმად იყავით, უნდა ილაპარაკოს. შვილოო! გამოდი მანდედან. ვაიმეე ეს კარი რომ ჩაკეტოტ არ შეიძლება? FუუF!.." დირექტორი გამოდის, იწყებს ლაპარაკს. გვილოცავს სასწავლო წლის დაწყებას და იმედოვნებს რომ კარგად დავისვენეთ. ბლა ბლა ბლა. ბლა ბლა ბლა... ამ სამარისებული სიჩუმით სარგებლობ და ვიღაცის თვალებით ძებნას იწყებ, გაიხედები, გამოიხედები და იპოვნი. არ იყურება უკან. რამდენიმე ხნის შემდეგ კიდევ შეხედავ, არც ახლა იყურება, და ასე გრძელდება. ბოლოს ისე მორჩება დირექტორი ლაპარაკს რომ იმის მზერას მაინც ვერ დაიჭერ :დ მერე ავალთ საკლასო ოთახებში და დაიწყება გადაკოცნა ფართი. ზოგი შორიდანვე ჩამოგართმევს ხელს და კითხვაზე, კარგად შენ–ო? უპასუხოდ დაგტოვებს და თვალს აგარიდებს. assholes... შემოვა მერე სასწავლო ნაწილი, კლასიდან ვინმე მაღალს გამოარჩევს, პატარა მწვანე ფურცელს მისცემს და ორშაბათის ცხრილს ჩამოაწერინებს, თან გასვლისას გვაფრთხილებს რომ წიგნების სიასაც მოგვცემს. გასვლისას სანამ ბოლომდე შეატრიალებსს თავს და თავის საყვარელ საქმეს მიუბრუნდება, დაინახავს რომ უკანა რიგში მჯდომი ბიჭი ფეხზე არ იდგა. შემობრუნდება, 5–10 წამი თვალებში ჩააშტერდება და ეს ბიჭი ადგილიდან რომ არ დაიძვრება და არც თვალს მოწყვეტს, სასწავლო ნაწილი ხელს ჩაიქნევს და იტყვის: დიდი მადლობა. კლასის ნაწილი ბიჭს შეხედავს, სულ ორიოდ წამი, ისე რომ არც შეიმჩნევა. უმასწავლებლო კლასი ძველ რიტმს უბრუნდება. შემდეგ, შემოდის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ზოგი გოგო მივა, ჩაეხუტება და გადაკოცნის, ზოგი მხოლოდ და მხოლოდ ფეხზე ადგება. ზოგი არ ადგება. გააჩნია მასწავლებელს. გააჩნია ბავშვს. მასწავლებელიდაჯდება და დაიწყებს ისეთი უაზრო შეკითხვების დასმას როგორებიცაა: სად და როგორ დაისვენეთ? რა წაიკითხეთ? ჩემი აზრი მაგასთან დაკავშირებით იცით, ვინც არ იცით > http://urakparaki.com/?m=4&ID=62420 <... შუა მარიაჟობის დროს შემოდის იგივე სასწავლო ნაწილი წიგნების სიით, ბოდიშს უხდის მასწავლებელს გაკვეთილის შეფერხებისთვის (მაგრამ ამასაც იმ პირველი მასწავლებელივით აკეთებს. აგრძნობინებს ლიტერატურის მასწავლებელს რომ ეს ბოდიში უბრალოდ ფორმალობაა. რომ უბრძანოს ახლავე დაატოვინებს კლასს. რომ უბრძანოს ახლავე შეაჩერებინებს გაკვეთილს. ის მასზე დიდია. ის მასზე მაღალია. მაგრამ მაინც უხდის ბოდიშს, უხდის იმიტომ რომ სწორედ ეს გააგებინოს). წიგნების სიას ჩამოწერს და იმის ნახვით, რომ წეღან ის "უზრდელად შერაცხული" ბიჭი ახლა ფეხზე იდგა, გამარჯვებულის სახით გავიდა ოთახიდან. მარიაჟობა ჩაცხრა. გამოიკვეთნენ კლასის ინტელექტუალები და ნაკლებად ინტელექტუალები. ზარიც დაირეკა. ბავშვების ნაწილი გარეთ გავიდა. მეორე ნაწილი დარჩა. ეს მეორე ნაწილი კიდევ სამ ჯგუფად დაიყო. 3 წიგნებზე ლაპარაკობს, სხვა 3დან ერთერთი ხუმრობით, ოდნავ წელში მოხრილი მუშტებს ურტყავს მეგობარს, მესამე მეგობარი კი ამაზე იცინის (ძალით, რა თქმა უნდა). მესამე ჯგუფი კი რაღაცაზე იცინის, გულიანად და გულწრფელად. უცებ ბრახუნის ხმა ისმის და კარი ინგრევა, შიგნით ხტომითა და ბედნიერი სახით შემოდის ბიჭი და ბოლო ხმაზე ღრიალებს: "გვიშვეეეებეეეეეეეეეეეეეენ". პირველი და მესამე ჯგუფი ბედნიერი ყვირის: "რაააააააააა? უკვეე? იეეეეს". მეორე ჯგუფის წევრები ერთმანეთს ღიმილით გადახედავენ, წყნარად წამოდგებიან და ნელი ნაბიჯით გაუდგებიან სახლისკენ მიმავალ გზებს, რომლებიც სხვა კლასელებმა სირბილითა და ბედნიერების ხტომით უკვე დიდი ხანია დაფარეს.
the end...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. რა თქმა უნდა, არის =)
ვგონებ, ადეკვატურად გამოვხატე =) რა თქმა უნდა, არის =)
ვგონებ, ადეკვატურად გამოვხატე =)
8. რადგან ეგ სათაური აწერია ესეიგი იქაც დევს. რამე შეზღუდვა ხომ არ არის ურაკპარაკზე ფეისბუქის პოსტებზე? :D
თუ არ მოგეწონათ სხვანაირად გამოგეხატათ...
რადგან ეგ სათაური აწერია ესეიგი იქაც დევს. რამე შეზღუდვა ხომ არ არის ურაკპარაკზე ფეისბუქის პოსტებზე? :D
თუ არ მოგეწონათ სხვანაირად გამოგეხატათ...
7. სწორია სმიტი სწორია სმიტი
6. შენი facebook-ის პოსტები უნდა იდებოდეს შენი facebook-ის გვერდზე =) შენი facebook-ის პოსტები უნდა იდებოდეს შენი facebook-ის გვერდზე =)
5. მე და ჩემს 3 კლასელს გვაქვს ფბ-ზე სეკრეტ გვერდი სადაც ვწერთ ჩვენი სამომავლო სკოლის იდეებს ^^ ანაბრის გახსნასაც ვაპირებთ რომ მოვაგროვოთ იქამდე კატიე )) მე და ჩემს 3 კლასელს გვაქვს ფბ-ზე სეკრეტ გვერდი სადაც ვწერთ ჩვენი სამომავლო სკოლის იდეებს ^^ ანაბრის გახსნასაც ვაპირებთ რომ მოვაგროვოთ იქამდე კატიე ))
4. ეჰჰჰჰჰჰჰ... კიდევ ერთხელ მივხვდი, როგორ მჭირდება ბეეეეეეეეევრი ფული, რომ მქონდეს ჩემი სკოლა! ეჰჰჰჰჰჰჰ... კიდევ ერთხელ მივხვდი, როგორ მჭირდება ბეეეეეეეეევრი ფული, რომ მქონდეს ჩემი სკოლა!
3. რა თქმა უნდა იგივე იქნება :D 7 სკოლა მაქვს გამოცვლილი და ვაკვირდები ამ ყველაფერს :D რა თქმა უნდა იგივე იქნება :D 7 სკოლა მაქვს გამოცვლილი და ვაკვირდები ამ ყველაფერს :D
2. ჯერ სკოლა არ დაწყებულა...ეს შარშანდელი ემოციაა?თუ წელსაც იგივე იქნება და რა აზრი აქვს....:) ჯერ სკოლა არ დაწყებულა...ეს შარშანდელი ემოციაა?თუ წელსაც იგივე იქნება და რა აზრი აქვს....:)
1. შეგიძლიათ ჩამქოლოთ და გამომლანძღოთ :D შეგიძლიათ ჩამქოლოთ და გამომლანძღოთ :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|