ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2012


სიყვარული

რომ დავფიქრდები რა არის არსი,
ადამიანთა ძირი მოდგმისა,
მე მიპყრობს, რაღაც ღრმა შინაარსი,
წუთისოფელის არსებობისა.


ეს არსებობა უფლისგან მოდის,
ეს შინაარსი სიყვარულია,
შარავანდედი ციდან გადმოდის,
რაც საუკუნოდ დანერგულია.



და რადგან გრძობა ასე მიტაცებს,
რადგან ოცნებაც სიყვარულს ითხოვს,
ამ სიყვარულით უფალი მავსებს,
და სიყვარული ბოლომდე მიპყრობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები