მესიზმრებოდა, რომ სიტყვაზე ლამაზი ვინმე, მელოდებოდა იმ მეჩხერი წლების გადაღმა. გიორგი კეკელიძე
შენ მომიწყვიტე მეტი ყვავილი, მეტი იყო ალბათ სიტყვები, იყო და არის, არის და იყო, იქნება აწი. ეს ღამე მოიტანს ყვავილებს ბევრს, ათასფერს, ნაირფერს. უიმედოობა აქ არ არის, ის მოკვდა გუშინ, მგონი სადღაც ეზოში ჩემთან, როდესაც მომკლეს სიცრუის შვილებმა ცოდვილ კაცში ჩაბუდებული გულით. გულები ცოცხლდებიან, მე ველი ზეცას და ამ ღამეს მსურს ავიცდინო ყველა წყალობა, ღმერთს შეევედრეთ რომ გაიძლოთ ტკივილებს და ებრძოლეთ ზღაპარს, ტყუილს, გესმოდეთ ღმერთის.
ჩემთან სიცხეა გაშავებული ხომალდები ისევ მელიან. ეშვება ღამე და მოვა დილა, გაიძრობს ზეწარს და მე ჩაცმული დაველოდები ცისფერ განთიადს. რუკებით ხელში, გლობუსით ხელში ის მარტო იყო, ესე წავიდა, წავიდა მარტო. მამშვიდებს ზეცა და შენ ემსგავსები ლურჯ ცას და გელი ფურცლებით ხელში. სიცოცხლე ერთი-ორი კაცის, ორი ადამის, ადამისშვილის ერთდება ზევით და მე მტკვარივით ასე ჩუმი ველი ერთობას, ორი კაცის, ორი ადამის, ადამისშვილთა ღვთიურ ერთობას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კი.. ყველა ნაშრომს თავის ღირებულება აქვს, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები. კი.. ყველა ნაშრომს თავის ღირებულება აქვს, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|