 | ავტორი: პალიაჩი ჟანრი: პოეზია 18 სექტემბერი, 2012 |
კანონმორჩილი აზრისგან გათეთრებულან ვარდები, მტვერმოდებული ქარიზმა, ჩამოაფარეთ ფარდები.
მკრთალი ფერებით შემოსილ, დემოკრატიულ სიმართლეს, ვერ შეედრება ამქვეყნად, ვერავითარი სიყალბე.
რა შეიძლება რომ იყოს, იმაზე რომანტიული, თავისუფლებას რომ ითხოვს, რევოლუცია ხილული.
საუკუნეთა მიჯნაზე, ხელი-ხელ ჩაკიდებული, შენს წინ გადაშლილ მომავალს, შეჰყურებ განცვიფრებული.
გაშიშვლებული ხელებით, გადავარჩინოთ მონები, და მოვახდინოთ პირველი, რევოლუცია გონების.
არა ეკლების, არა ვარდების, და არც ცოცხების...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ავტორი: პალიაჩი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4 ავტორი: პალიაჩი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|