ჩემი გული,
სიყვარულის მომღერალი გახდა,
რაც შენ გაგიცანი... და
ჩემი სული,
მოფარფატე სიოდ გადაიქცა,
რაც შენი სუნთქვის ნეტარება შეიგრძნო.
ჩემი ფიქრი, იდუმალი სამყაროს
მოუსვენარ მუზას დაემსგავსა,
რომელიც ასე ძლიერ მაწამებს.
ჩემი ყოველდღიურობა,
მხოლოდ შენია და,
შენი სიცოცხლის
ყოველ წამს ეძღვნება.
როგორც შორეული ზმანება, ანდა,
როგორც შორეული მირაჟი,
ასეთი მეგონა ეს ქვეყანა,
სანამ შენ გაგიცნობდი.
ახლა კი, შენ ეს ყველაფერი,
ნათლად და ცხადად მაგრძნობინე,
თითქოს ზეცას ფრთებით ვეხები,
საოცარია ეს ყველაფერი,
მართლა მშვენიერია ცხოვრება ახლა.
შენ ჩემი ცხოვრების,
ყველზე ნათელი წერტილი ხარ,
და უკვდავება ხარ,
ჩემი არსებობის...
ამ ქვეყნად ყველაზე მეტად
შენ მაგრძნობინე სიცოცხლის ძალა სოფიო,
რაც ყველაზე წმინდაა და მარადიული...
აი ასეთია:
ჩემი სიყვარულის რექვიემი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ჩემი სიყვარულის რექვიემი! ჩემი სიყვარულის რექვიემი!
6. პროზად წავიკითხე... :)) + პროზად წავიკითხე... :)) +
5. მადლობაა ყველას უღრმესი...
უფალი გფარვიდეთ... მადლობაა ყველას უღრმესი...
უფალი გფარვიდეთ...
4. ლექსი გულიდნ ამოდის... გულამდე მიდის... ლექსი გულიდნ ამოდის... გულამდე მიდის...
3. :* :* საყვარელი ხარ! :* :* საყვარელი ხარ!
2. გიგრძვნია... :) გიგრძვნია... :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|