21.12.12. ყველაფერი დღეს დილით დაიწყო. დარწმუნებული ვარ მთელმა მსოფლიომ დაიმახსოვრა ეს დრო: 9:02 და გადარჩენილებს ახლაც ახსოვთ. მეც არ დამავიწყდება ის წუთები და ის ყოველივე, რაც მოხდა. თუმცა არცერთი მათგანი ჯერჯერობით თვალით არ მინახავს. ახლა ღამის 2 საათია. ისიც არ ვიცი სად გავიქეცი და სად შევაფარე თავი. სინათლის ანთება არ მინდა, ყურადღებას მიიქცევს. მარტო ვარ. ჩემს ერთადერთ პისტოლეტს დავყურებ, რომელიც ქუჩაში მკვდარს ამოვაცალე ჯიბიდან. 12 ტყვია მაქვს და ვინ იცის იქნებ აქედან ერთი ჩემთვისაცაა განკუთვნილი, მაგრამ აბოიმის ბოლოშია და მის გასასროლად ჯერ დანარჩენი 11 ტყვიის გასროლა მომიწევს. სამიზნე მათთვის კი ჯერ არ ამომირჩევია. არ ვიცი, რა იქნება ხვალ. ვიქნები ისევ ცოცხალ და დავწერ თუ არა რაიმეს ამ დღიურში 22.12.12 რიცხვით, ამიტომაც ყოველღამე დაგემშვიდობებით და ძილინებისას გისურვებთ. არც მე მაწყენდა ძილი, თუმცა ასეთ დროს რომელი სულელი დაიძინებს. ჰეჰ, მაგრამ მე ხომ პისტოლეტი მაქვს, რომლის ხმარებაც მხოლოდ თეორიულად ვიცი. ძილინებისა.
22.12.12
ნუთუ გათენდა. სამწუხაროცაა. ისევ ცოცხალი ვარ. მეგონა ამ ღამესვე ბოლო მომეღებოდა. დანარჩენ გვერდს დღის ბოლოს შევავსებ თუ რა თქმა უნდა, ცოცხალი ვიქნები. მშვიდობით. =]
გათენდა და გავერკვიე კიდეც იმაში, თუ სად ვარ. ტანსაცმლის მაღაზია. ჰმმ, ნეტა ახალი კოლექცია ხომ არ მიუღიათ. ასეთი დაძონძილი და ნაომარი ტანსაცმლით სირცხვილია გარეთ გასვლა. იქნებ არც არაფერი მომხდარა და უბრალოდ ასეთი ცუდი ძილი ვიცი. ............................. 1 საათის შემდეგ
ოჰოო, ერთი სათვალეც და ტერმინატორობამდე აღარაფერი მიკლია. თითქოს თავი უშიშრად მიჭირავს, მაგრამ მაინც მეშინია. თავს მაინც დავიმშვიდებ. რაც არ უნდა დამხვდეს გარეთ 11+1 ტყვია მაქვს. კარებთან ვარ. 3 წამიც და გარეთ გავალ. უეცრად საშინელი ხმა ისმის და ვხედავ, როგორ მოქრის ყვითელი ავტობუსი. ნეტავ რა ნომერია. ერთი ციფრი მოტეხილივით აქვს, თუმცა მაინც გაირჩევა 51. გაჩერებაზე დავდგები, იქნებ გამიჩეროს. მართლაც აჩერებს. მძღოლი, რომელიც ავტობუსის რეალურ მძღოლს არ ჰგავს, მიყვირის, რომ სწრაფად ამოვიდე. მეც ავდივარ. ყველა ადგილი დაკავებულია. ყველას ისეთივე ნაომარი ტანსაცმელი აცვია, როგორიც მე გადავაგდე ცოტა ხნის წინად. ავედი და თან დავიძახე. ბილეთები ვისაც არ გვაქვს შევიძინოთ. ხალხი ისეთი თვალებით მიყურებს, მგონია, რომ რომელიმე მაინც გამიმეტებს სასიკდილოდ ისე, რომ ხელიც არ აუკანკალდება. ამ დროს მძღოლი მომიბრუნდა და მეუბნება: „ახლა ხუმრობის დრო არაა ყმაწვილო. ხომ ხედავ რა დღეში ვართ. ყველამ ოჯახი დავკარგეთ. შენ კი..“, - და აღარ გააგრძელა. სიმართლე რომ ვთქვა, გულში გამეცინა. ოჰ, ეს რა მაღალფარდოვნად მოსაუბრე მამაკაცი გამოდგა. „ყმაწვილო“ ჰაჰაა, მეტი ვერაფერი მოიფიქრაა?! ისე, სიმართლე რომ მეთქვა, სულ ფეხებზე მეკიდა მათი ოჯახებიც და თავად ის ხალხიც იმიტომ, რომ ყველა უცნაური სახით იჯდა და იყურებოდა. ახლა არც ვიცი, როგორ ავხსნა, თუ რას გამოხატავდა მათი სახე, მაგრამ იქნებ სხვა დროს მივხვდე. ავტობუსს თითქოს რაღაც დაეჯახა. უეცარი ყვირილი და რამდენიმე წამით ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ რამდენიმე წამით, რადგან შემდეგ ავტობუსის უკანა მინა შემოიმტვრა. სისხლი დავინახე. მეტი ვეღარაფერი. ავტობუსის წინა კარი გავაღე. გადასახტომად და რბილად დასაცემად კარგი მომენტი შევარჩიე და გადავხტი. ტროტუარსა და გზას შორის დარგული დიდი ბუჩქი შევნიშნე. შიგნით შევძვერი. მთელი დღე იქ გავატარე. დაბნელდა. ჩემი დღიური გამახსენდა და ვიფიქრე ჩავწერდი დღევანდელ დღეს.
....
არ მეგონა ასეთი მშიშარა თუ აღმოვჩნდებოდი. ავტობუსში სწორედ ის შემოძვრა, რასთანაც შეიძლებოდა ბრძოლა. მე კი ისე გავიქეცი არც კი შევხედე ეს რა იყო. აქამდე ვფიქრობდი სამყაროს აღსასრული როდესაც დაიწყებოდა მე იარაღასხმული უშიშრად გამოვიდოდი ქუჩებში და როგორც კინოებში ხდება, გმირობებს ჩავიდენდი. ახლა კი ბუჩქში ვზივარ პირდაპირი მნიშვნელობით და გარეთ ცხვირის გაყოფისაც კი მეშინია. არა, თავს მაინც გავიმართლებ. იარაღასხმული არ ვარ და ამიტომაც ვზივარ ბუჩქებში, თორემ!!!
................ აი ცხვირი მაინც გავყავი. ოჰოო, მაღაზია. ნეტავ საჭმელი თუ ექნებათ შემორჩენილი, ან როგორ შევალ. მინა რომ ჩავტეხო? ჰმმ, არა, ხმაური იქნება. ეს მაღაზია ხომ ვიცი. შესასვლელი მეორე მხარესაცაა. გადაწყვეტილება მივიღე და კმაყოფილი სახით გამოვხოხდი ბუჩქებიდან. თუმცა წინ ისე ნელა მივიწევდი, ვინმეს რომც დავენახე იფიქრებდა ხის ფესვი იზრდება და მერე რაო. როგორც იქნა მივუახლოვდი მეორე შესასვლელს. სადარბაზოა ჩვეულებრივი კორპუსის. ნეტა ქვემოთ რა ხდება? გავიფიქრე, მაგრამ იქით გახედვისაც კი შემეშინდა. რკინის მოზრდილი მილი ვიპოვე და უკვე ბოქლომისათვის უნდა ჩამერტყა როდესაც ქვემოდან ადამიანის გმინვა მომესმა, რომელიც თანდათან წყდებოდა. რაც მის სიკვდილს მოასწავებდა. სამაგიეროდ, უცნაურმა ღრენამ იმატა, ვერავინ მიხვდება იმ დროს რას ვგრძნობდი, ცივმა ოფლმა დამასხა და მივხვდი, რომ ყველაფერი გამეყინა. არ ვიცოდი, დამერტყა ბოქლომისთვის თუ არა, იქნებ ვერც გამეტეხა და ვინ იცის, რა მელოდა წინ. იარაღი მოსახერხებელ ადგილას შევინახე. ცოტა ხანი დავიცადე. ამ დროს მთავარ ქუჩაზე მანქანის ხმა მომესმა და ჩემმა მეტად გამჭრიახმა გონებამ ისეთი გეგმა მომაწოდა, რომელიც მხოლოდ კინოში გაამართლებდა.
გეგმა
დავარტყავ ბოქლომს მთელი ძალით და თუ არ გატყდება ჯანდაბას მისი თავიც. ერთ ტყვიას გავიმეტებ მისთვის და შიგნით შევვარდები. თუ შიგნიდან კარს საკეტი არ აღმოაჩნდება, მაშინ გავიქცევი მთელი ძალით ავიღებ ყველაფერს, რასაც სირბილში მოვკიდებ ხელს. შემდეგ მთავარი კარისაკენ გავალ, იქ კი შუშას გავამტვრევ და მანქანა რომ მოდის, მის მძღოლს გავყვები.
იდეალურია! ამას სხვა რაღა ბე და ცე გეგმა სჭირდება?! უეცრად შევნიშნე რომ ბოქლომი არცაა დაკეტილი. კარი მშვიდად გავაღე. შემდეგ შიგნიდან შესანიშნავად დავკეთე სამივე საკეტით, რომელიც კარს აღმოაჩნდა. მაგრამ ვაი ამ შესვლას და ჩაკეტვას. ნეტავ, რატომ ვფიქრობ ამდენს და საერთოდ, რატომ ვიფიქრე ახლა იმაზე, რომ შეიძლება აქ დამხვდეს რაიმე უფრო საშიში. იარაღი მოვიმარჯვე და ვთქვი, რაც არის არის სხვა გზა აღარც მაქვს-მეთქი. შუქი ავანთე. არც ღრენა მომესმა და ჩამიჩუმიც არ ისმოდა არსაიდან. დავწყნარდი. საჭმელიც ვიპოვე. თუმცა ის ღამე მაინც თეთრად გავათენე, რადგან ახლა უკვე ნათლად შევიგრძენი საფრთხე და ჩემი უსუსურობაც დავინახე.
23.12.12.
ახალი დღეც გათენდა. ახლა უკვე მივხვდი, რომ მინდა გადავრჩე. გავუძლო ამ ყოველივეს. გასაკვირია ახლაღა შევნიშნე, რომ ეს დღეებია მზე მუდამ იმ ადგილზეა გაშეშებული სადაც ზაფხულობით იმყოფება დილის 9 საათზე. თუმცა გასაკვირი უკვე არაფერი იყო და მეც დიდად არ დავინტერესებულვარ ამ ფაქტით.
.............
მაღაზიაში ცეცხლმაქრი და პატარა წითელი ნაჯახი ვიპოვე, ზუსტად ისეთივე ფილმებში რომ აქვთ. არ ვიცოდი რად მინდოდა, არც შეშის მხეჩავი ვყოფილვარ არასოდეს და არც ცულით ბრძოლის ხელოვნების ოსტატი, მაგრამ მაინც ავიკიდე ეს ზედმეტი ჯართი. გადავწყვიტე ჩემი თავშესაფარი მომეწყო.
გეგმა
მაღაზიის მთავარ მხარეს ამოვქოლავ რითიც შემეძლება. დავტოვებ მხოლოდ პატარა შესაძრომს ჩემთვის. მის ქვეშ მდებარე საწყობს კი კარგად მოვაწყობ განსაკუთრებული შემთხვევებისათვის. რაც მთავარია 2 შესასვლელ-გასასვლელი ყველგან და ყოველთვის მექნება. (ეს შეგიძლიათ კარგად დაიმახსოვროთ. თუკი ასეთივე რამ კვლავ მოხდება ჩენს პლანეტაზე მუდამ დაიტოვეთ გასაქცევი გზა) არ მგონია, ვინმე კიდევ იყოს შემორჩენილი დიდგორის ბრძოლიდან, რომ უკან დასახევი გზა თავად მოიჭრას. ქუჩაში საჭირო მასალის შესაგროვებლად გავედი. რატომღაც შიშის გრძნობა დამეკარგა. ნეტავ, ამჯერად რისი იმედი მქონდა? ჩემი წითელი ნაჯახის? ჰაჰაა სასაცილოა. უბრალოდ მივეჩვიე, ალბათ. პირველი გასვლა წარმატებით დამთავრდა. მეორეც, მესამეც და მეოთხეც. ნეტავ, რატომ გავედი მეხუთედ? ვითომ, ის არ მეყოფოდა, რაც უკვე მოვიმარაგე?! =| ერთ-ერთ ქუჩაზე რომ უნდა გადამეხვია, რაღაც საეჭვო ხმაური მომესმა. ჩუმად გავიხედე. 2 ტანკი T-55, T-80 და ერთიც БТР-80 შევნიშნე. კიდევ რაღაც სამხედრო მანქანები იდგა და 30-40 შეიარაღებული ჯარისკაცი. მიწაზე რაღაც უზარმაზარი იდო, თან თითქოს მოძრაობდა, მაგრამ ზემოდან სისხლიანი ნაჭერი ჰქონდა გადაფარებული ასე რომ ვერაფერი დავინახე. ჩუმად თვალთვალს ვაგრძელებდი, სანამ ისინი რაღაცას საქმიანობდნენ, მაგრამ უეცრად ყველა იარაღის გადატენის ხმა ერთდროულად გავიგე. ცოტა შემრცხვა, რომ თურმე რაღაც საშიშროება იყო ახლოს და მე ვერ მივხვდი. ყველაზე გასაკვირი კი შავი ფერის ნათება იყო რომელმაც ორივე ტანკი წამში გაანადგურა. აბა რომელი თქვენგანი წარმოიდგენს ახლა შავი ფერის ნათებას? თუ არ გინახავს წარმოდგენაც შეუძლებელია. ყველამ სროლა ატეხა. ტყვიები რას ხვდებოდა ვერ ვიგებდი თუმცა რაღაცას ნამდვილად ხვდებოდა, მაგრამ მას ვერ აჩერებდა. ალბათ, ერთი წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ გარშემო ყველა მკვდარი იყო. მე კი შეშინებული ყოველ წუთას უკან ვიყურებოდა. გასაქცევ გზას ვათვალიერებდი. მეთაური მიწაზე ეგდო უძრავად თუმცა ცოცხალს ჰგავდა. უეცრად ის უჩინარი არსებაც გამოჩნდა. (აღწერა შეუძლებელია. ჯერჯერობით მაინც) ძირს დავარდნილ მეთაურს თვალი თვალში გაუყარა. შემდეგ ხელი წაავლო და მოისროლა. ის სწორად იმ ჩემთვის უცნობ სისხლიან ნაჭერთან დავარდა, რომლის ქვეშაც რაღაც იყო. მან ბოლო ენერგიაც მოიკრიბა. ნაჭერი გადახადა. და იქვე გაისროლა. იქაც სწორად ისეთივე არსება იყო, მაგრამ თითქოს უფრო გამხეცებული სახე ჰქონდა. რაზმის მეთაურმა თურმე მის ჯაჭვს ესროლა, რომ გაეთავისუფლებინა. ეს რაღაც ამაზრზენი ცხოველი წამიერად წამოხტა. თავის გადამრჩენელს კბილები თავისქალაში ჩაასო ხელებიდან გამოზრდილი ბრჭყალები ნეკნებს შორის გაუყარა და წამიერად 3 ნაწილად გახია. შემდეგ საზარელი ყვირილი, წივილი თუ რა დავარქვა, არ ვიცი. ასეთი ხმა ჩემი წარმოდგენით მხოლოდ დინოზავრს ამოუვიდოდა. ამ ხმაზე პირველი თავდამსხმელიც მობრუნდა. როგორც დავადგინე, ეს ორიც ერთმანეთის მტრად მიიჩნევდა თავს, თუმცა კი ერთნაირები იყვნენ, მაგრამ რას გაიგებ. ადამიანებიც ერთნაირები ვართ გარეგნულად მაგრამ ერთ საუკუნეში 2 მსოფლიო ომი გამოვიარეთ. ამ სანახაობას თავი ავარიდე. თუმცა გული მიმიწევდა უპატრონოდ დატოვებულ იარაღზე და ველოდი როდის მიწყნარდებოდა იქაურობა. საზარელი ხმების შემდეგ მივხვდი, რომ ყველაფერი დასრულდა. მეთაურის მიერ გათავისუფლებული არსება მიწაზე ეგდო. მკვდარს ჰგავდა, მაგრამ არ ვიცი, მართლა მოკვდა თუ არა. მივიხედ-მოვიხედე და როდესაც დავრწმუნდი რომ იქაურობა უკვე უსაფრთხო იყო, ნაჯახი მოვიმარჯვე, გავიქეცი და მთელი ძალით მოვუქნიე, როგორც ჩანს უკვე მკვდარ მონსტრს. კიდევ ოთხჯერ მომიწია მთელი გზის გავლა სანამ მთელ იარაღს ჩემს სამალავში მივიტანდი. თუმცა ასეთი ნადავლი მახარებდა კიდეც. ჩემი ნადავლი კარგად შევისწავლე და როდესაც მივხვდი რომ უკვე სროლაც შემეძლო, მშვიდადაც დამეძინებოდა.
.............. რა მასწავლა დღევანდელმა დღემ? ალბათ არც არაფერი. ეს ჯერჯერობით ნაადრევად დასმული კითხვაა. სხვა დროს მივუბრუნდები. ის რომ გმირობანა არ უნდა ვითამაშო ისედაც ვიცოდი და ისიც, რომ რასაც საჭიროდ ჩავთვლი ყველაფერი ჩემს ბუნაგში წამოვათრიო. აი, ახლა უკვე გამიჩნდა ბრძოლის სურვილი. როგორც ჩანს, ისეთი მშიშარა არ ვარ, როგორიც მეგონა ჩემი თავი. აი მაშინ ხომ გახსოვთ?! ბუჩქებში ჯდომა მთელი ერთი დღე.
ღამემშვიდობის.
24.12.12.
კვლავ ახალი დღე. 24 დეკემბერი. კარგი ამინდია. ასეთ ზამთარზე ბრაზილიაშიც კი ვერ იოცნებებდნენ. მზე კვლავ ერთ ადგილზეა გაშეშებული. ახალგამოღვიძებულმა ისეთი სახით დავამთქნარე ჩემივე თავის შემეშინდა. ეს რაღაც ჩემთვის რეალურად უცხო, ისე კი საოცნებო ბრძოლამოწყურებული ადამიანის სახე იყო. ახლა ხომ უკვე ყველაფერი მქონდა. გავსულიყავი გარეთ და ხალხის გადარჩენაზე მეზრუნა? ბოლოს გადავიწყვიტე მაინც მეცადა გმირობანას თამაში. თუმცა ვიცოდი, რომ ეს მეკრძალებოდა, მაგრამ მომბეზრდა, როდემდე უნდა ვმჯდარიყავი სამალავში უმოქმედოდ. ეს ჩემს ხასიათში არ ჯდებოდა.
ასე კბილებამდე შეიარაღებული გავედი გარეთ. მივდიოდი და თან სამიზნეს ველოდი. ყოველი ფოთლის გაშრიალებაზე იარაღი მქონდა დამიზნებული თითქოს დიდი და გამოცდილი ჯარისკაცი ვყოფილიყავი. არც ისე დიდი მანძილის გავლის შემდეგ, ის ავტობუსი შემომხვდა რომელშიც მეც ვიჯექი სხვებთან ერთად. ამოტრიალებული იყო. შიგნით კი მხოლოდ გვამები. იქაურობას ვათვალიერებდი, როდესაც სროლის ხმა მომესმა. სასწრაფოდ ამ ხმას გავყევი. და დავინახე შეშინებული ხალხის ჯგუფი თუმცა არც ისეთი შეშინებულები ჩანდნენ. ყველა თავდაუზოგავად ებრძოდა საზარელ არსებას. ზოგი ნაჯახით ზოგი ნიჩბით ზოგიც უბრალოდ რკინის საგნებს ურტყავდა, თუმცა ის მხოლოდ მათი იარაღიანი მეთაურისაკენ იწევდა. მას კი ამ დროს ტყვიები გაუთავდა. მივხვდი ახლა სწორედ ჩემი გამოჩენის დრო იყო. ჩემი M16 მოვიმარჯვე და ათიოდე ტყვია ადვილად მოვარტყი ამ ამოუცნობ ურჩხულს თავში, რადგან უკვე ახლოს ვიყავი მისული. ყველასდა გასაკვირად და მათ შორის ყველაზე მეტად ჩემდა გასაკვირად გამიმართლა და უსულოდ დაეცა მიწაზე. ყველა მიხვდა, რომ მე მანამდე მათთან ერთად არ ვიყავი. მე კი ისეთი სახე დავიჭირე თითქოს ასეთებს ყოველდღე ასზე ნაკლებს ავ ვხოცავდი. მივედი და ხალხის მეტად დასამშვიდებლად ნაჯახით თავიც მოვაჭერი. რათქმაუნდა ამდროს ყველა მე მიყურებდა და ერთი სასიამოვნო მზერაც შევნიშნე. მე არავისთვის არაფერი მიკითხავს. სიმართლე რომ გითხრათ არც მაინტერესებდა მათი ისტორიები, თუ საიდან მოხვდნენ აქ ან ერთად როგორ შეიკრიბნენ, ან თუნდაც ვის რა უჭირდა. მათ კი ათასი კითხვა დამაყარეს, თუმცა ყველა უპასუხოდ დავტოვე. თითქოსდა რაღაც საიდუმლო ქვედანაყოფის მებრძოლი ვყოფილიყავი.
............... ჯობია, ამ ხალხმა არაფერი იცოდეს, ვინ ვარ და საიდან მოვედი. ასე უფრო დიდი გავლენა მექნება მათზე. ..............
მიუხედავად იმისა, რომ მათ არცერთ კითხვაზე არ მიპასუხია, მაინც გულთბილად მიმიღეს თავიანთ თავშესაფარში. მათმა ეგრედწოდებულმა მეთაურმა ცალკე წამიყვანა თავისთან. ბუხარი ენთო, რადგან ღამით საკმაოდ აცივდა. სისულელეებზე მელაპარაკა. თავისთვის რაღაც ბრძნულ აზრებს ამბობდა. მე კი ვითომ ვუსმენდი და ხანდახან დავეთანხმებოდი ხოლმე - დიახ რასაკვირველია, ასეა ყველაფერი ასე. შემდეგ ოთახი საკმაოდ აღელვებული ის „სასიამოვნო მზერა“ შემოვიდა. რაღაც თქვა და გავიდა, როგორც შემდეგ გავიგე. იქ მყოფთაგან ერთ-ერთს შვილი გაუხდა ცუდად. თურმე იქ ექიმიც გვყოლია, მაგრამ საჭირო მედიკამენტები არ გვქონდა. „უცნაურმა მზერამ“ თქვა რომ, მოსატანად წავიდოდა. მხოლოდ ერთი იარაღი ითხოვა. თუმცა, არავინ გაიმეტა. ახლაც მივხვდი, რომ ჩემი დრო დადგა. სიჩუმე M16-ის გადატენით დავარღვიე და ექიმს წამლების სია გამოვართვი. ხმა არავის ამოუღია ისე გავედით გარეთ. ახლა შიშისგან მუხლებიც რომ ამკანკალებოდა სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი და ვერც ბუჩქებში დავიმალებოდი.
- შენ სახელსაც არ გვეუბნები? - რა საჭიროა ნეტავ სახელები ახლა. - როგორც გინდა მაშინ შეგიძლია მე უბრალოდ ფენიქსი დამიძახო. - ზედმეტსახელი?! სასაცილოა. - დიდი ხანია ამ საშინელებებს ებრძვი? - სწორედ იმდენი ხანი, რამდენიც თქვენ. - აი, აფთიაქი იქითაა. - ძალიან დიდი და განათებული გადასასვლელია, ასე პირდაპირ ვერ გადავჭრით. - მე არ მეშინია. - მე მითუმეტეს.
თითქმის მივედით, როდესაც შენობის სახურავიდან ჩვენ წინ ნამდვილი დემონი ჩამოხტა. ისეთი ხმით დაიღრიალა. გული კოჭებში ჩამივარდა. ფენიქსი ხელში აიყვანა ჩემგან ზურგით დადგა და ის იყო შორს უნდა მოესროლა რომ ხელი ჩემ წითელ ნაჯახს ვტაცე და წელში ჩავარტყი, თუმცა უკან ამოღება ვეღარ შევძელი. ის კი მომიტრიალდა ხელი მკრა და თითქმის მეორე ქუჩაზე დამაგდო. ჩემკენ გამოექანა მთელი სიჩქარით. იარაღი დავუმიზნე. ვესროლე მთელი აბოიმა თუმცა ის მაინც მორბოდა. შემეშინდა. სხვა იარაღი სად მედო სულ გადამავიწყდა, ძებნა დავიწყე. ჩემი პირველი პისტოლეტი ვოპოვე და რამდენიმეჯერ ვესროლე. ის კი უკვე ახლოს იყო. დამწვდა და ხელში ამიყვანა. ცალი ხელით მაღლა ამწია მეორედან კი თავისი საშჳნელი ბრჭყალები გამოაჩინა. რაღაც უნდა მეღონა სასწრაფოდ. მისი ცერა თითი სახესთან ახლოს მქონდა. მეც აღარ დავაყოვნე. და მთელი ხორცი თუ რაც ჰქონდა, რაღაც უცნობი ქსოვილი ამოვაჭამე. დაიღრიალა ძირს დამაგდო. სანამ ჩემკენ გამოიხედა მე უკვე მის უკან ვიდექი. დანით ადამიანებისთვის საკმაოდ უხერხული ადგილიდან გავფატრე. თუმცა მისთვის რამდენად უხერხული იყო არ ვიცი ვერაფერს გეტყვით. ფენიქსი უკვე წამომდგარიყო და ჩემკენ მორბოდა. აფთიაქში მშვიდობით შევედით. ყველაფერი წამოვიღეთ რაც არ იყო საჭირო მგონი ისიც. როდესაც ვბრუნდებოდით. არც ისე შორს დავინახეთ. ისეთივე არსება როგორიც ჩვენ შეგვხვდა, უბრალოდ ახლა ისინი ძალიან ბევრი იყვნენ და შენობებზე ხტუნვა ტუნვით გადაადგილდებოდნენ. ყველა ერთი მიზნისაკენ მიიწევდა ეს აშკარა იყო, მაგრამ სად? თავშესაფარში, რომ დავბრუნდით ყველაფერი ვუამბეთ.
დალურჯებული და ძალაგამოცლილი ვიყავი. დღევანდელი დღიურს ცოტაოდენი რამ მივამატე და მკვდარივით დავიძინე.
.................... ფენიქსს ვუთხარი მე საერთოდ არ მეშინია-მეთქი, მაგრამ კინაღამ შიშისაგან კანკალი დამაწყებინა იცით ჩემი პისტოლეტიდან 3 ტყვია გავისროლე ესეიგი რა დარჩა. 8+1 როგორც ჩანს ვუახლოვდები იმ ბოლო ტყვიას, რომელიც ჩემთვისაა განკუთვნილი. ღამემშვიდობის
25.12.12.
ისევ ახალი დღე. ახალი საფრთხე. ახალი თავგადასავალი. უკეთესი რა უნდა ინატრო ადამიანმა. ვინ წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა ისეთი დღე, როდესაც ყველასაგან მიტოვებულ ბანკს არავინ გაძარცვავდა. ფული მეც მაქვს თან, მაგრამ რისთვის. ამ უაზრო ფიქრებში ვიყავი როდესაც ჩემი მობილური აწკრიალდა. ნეტავ, რა უნდა რომ მანიშნოს? ხვალ.... ხვალ მისი .... ხვალ მისი დაბადების დღეა. მე კი საჩუქარიც არ მიყიდია. არადა, როგორ მიყვარს მისი ოდნავ დამორცხვებული თვალები. როდესაც საჩუქარს ვჩუქნი. წავალ და რამეს ვიყიდი. ჩემ გარდა ყველას ეძინა. ჩუმად გავიპარე თავშესაფრიდან. თუმცა ვიღაცას მაინც გამოღვიძებია. მაშინვე დავაფიქსირე ფენიქსი რომ მომყვებოდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. უამრავი მაღაზია მოვიარე. არ ვიცოდი, რა მეყიდა. ბოლოს არჩევანი. ოდნავ უცნაურ, მაგრამ ძალიან მიმზიდველ ყელსაბამზე შევაჩერე, რომელიც თითქოს მაღაზიის ფანჯრიდან მეძახდა. ყელსაბამის საფასური სალაროსთან დავდე, ჩეკი და ხურდა ჩემით ავიღე, საჩუქარი ლამაზად შევფუთე. გულის ჯიბეში საიმედოდ შევინახე, წამოვედი. ფენიქსმა დამალვა ვეღარ მოასწრო და უკვე პირდაპირ შევეჩეხე.
- რას აკეთებ? - საჩუქარი ვიყიდე. - საჩუქარი? - ხო! რა არის გასაკვირი, ხვალ მას დაბადების დღე აქვს. - აჰაა! - განა დაბადების დღეზე უსაჩუქროდ მისვლა შეიძლება? - და ის სად არის? - არ ვიცი, მაგრამ რა პრობლემაა, ხვალ დავურეკავ და ვკითხავ.
ფენიქსმა უღიმღამოდ გამიღიმა და ჩვენს თავშესაფარში დავბრუნდით. იქ მყოფები სადღაც წასასვლელად ემზადებოდნენ. როგორც შემდეგ ფენიქსმა მითხრა დასავლეთით დააპირეს წასვლა, მაგრამ გუშინ ღამით ის არსებებიც ხომ სწორედ იქით მიდიოდნენ. ხალხის ამ უცნაური ჯგუფის ასევე უცნაურ მეთაურს არაფრის გაგონება არ უნდოდა. როგორც ჩანს მკაცრად გადაეწყვიტა დასავლეთით წასვლა.
მეც მათ გავყევი. ცოტა გავმხიარულდი კიდეც. ხვალინდელი დღე მახარებდა. ფენიქსი წინ მიდიოდა და რამდენჯერაც დაწევა დავაპირე ფეხს უფრო და უფრო აუჩქარა. გამიკვირდა, თუმცა არაფერი მითქვამს. ნახევარმა დღემ მშვიდობით ჩაიარა. გზად არავინ და არაფერი შეგვხვედრია. თუმცა მალე დაბნელდებოდა და ღამით სიარული საშიში იყო. ღამის გასათევი უნდა გვეპოვა. რაღაც ჯურღმულს შევაფარეთ თავი. ღამით ძალიან აცივდა. ფენიქსმა თავისი თბილი ტანსაცმელი პატარა გოგონას მისცა. ვითომ თვითონ არ სციოდა? ყველამ დაიძინა. მას არ დაეძინა. იქნებ სიცივისგანაც. გარეთ გავედი. და თუ სადმე რაღაც თბილ ნაჭერს წავაწყდი ყველაფერი მოვიტანე. უჩუმრად მივედი და ხმაამოუღებლად წინ დავუდე. შემდეგ გავტრიალდი. დამიძახა.
- დარჩი! იქით ქარი მეტად უბერავს და უფრო ცივა. - კარგი. - შენც მოიხურე რამე, თორემ გაცივდები. - კარგი. - ხვალ ჩვენთან ერთად აღარ იქნები? - იციი. მე უბრალოდ... - აღარ იქნები. ცუდია. - ხო, ცუდია. - დაგვაკლდები. - არ ინერვიულო, დაგიტოვებთ ჩემს იარაღს. - იარაღი არ არის მთავარი. - ხო, რა ვიცი. 5 წუთით სიჩუმე ჩამოვარდა და გვერდით რომ გავიხედე ჩასძინებოდა. თავი ნელა გადმოუქანდა და მხარზე დამადო.
............................ ვიგრძენი რომ არ ვიყავი მარტო. მხოლოდ ჩემ თავზე აღარ უნდა მეზრუნა თითქოს, მაგრამ რას მოიტანდა ხვალინდელი განსაკუთრებული დღე?! არ ვიცოდი, მეშინოდა ყველაზე მეტად ახლა მეშინოდა. ..............................
26.12.12. დილით ხალხის ხმაურმა გამომაღვიძა. ფენიქსი სადღაც გამქრალიყო. უცებ ჩემ წინ დავინახე. ჩემი დღიური მომაწოდა და მითხრა - ამასთან ერთად ჩაგძინებია. ნუ გეშინია არ წამიკითხავს. მართლა.
გავიღიმე და დღიური გამოვართვი. შემდეგ ყველანი გარეთ გავედით. ფენიქსი მოვიდა ჩემთან გადამეხვია და დანარჩენებს გაჰყვა. რაღაც ძალიან მძიმედ ვგრძნობდი თავს. ჩემს გზას გავუყევი. შემდეგ მობილური ტელეფონი ამოვიღე და დარეკვა ვცადე. თან მიკვირდა და თან არც. ზარი გადიოდა, ტელეფონს კი არავინ პასუხობდა. ბოლოს შევეშვი რეკვას და ხმამაღლა დავიძახე მისი სახელი. არავინ გამომეხმაურა. იქაურობა შემოვიარე. თან მთელი ხმით ვიძახდი. ბოლოს თითქოს ძალიან დაღლილი მიწაზე ჩამოვჯექი. არ ვიცოდი, რა მეფიქრა. იქნებ გავგიჟდი. მე გაფიქრებაც კი არ მინდოდა იმის რომ ის.. ის.... არა ამას არც გავიფიქრებ. არა მე მას ვიპოვი. დღეს ხომ მისი დაბადების დღეა და საჩუქარი უნდა ვაჩუქო. აუცილებლად ვიპოვი. რამოდენიმე საათი ვიჯექი ასე. და ბოლოს მაინც ვეღარ დავუმალე ჩემ თავს სიმართლე. ის ყოველივე გავიფიქრე რაც რეალური იყო. თავისდაუნებურად ჩამომვარდა ერთი ცრემლი, შემდეგ მეორე და დანარჩენიც. თავჩარგული ვიჯექი მიწაზე და გარშემო რა ხდებოდა არ მაინტერესებდა. ჩემ გულისცემას უკვე სხეულის ნებისმიერ ადგილში ვგრძნობდი. გულზე კი უზარმაზარი სიმძიმე დამაწვა. ყელში თითქოს უზარმაზარი ბურთი გამეჩხირა, რომელიც თანდათან უფრო და უფრო იბერებოდა. ჩემი ტანჯვა არ შეწყდებოდა, რომ არა საშინელი ღრიალი ჩემ წინ. სულ რამოდენიმე სანტიმეტრის მოშორებით ზემოდან ეს საზიზღარი არსება დამყურებდა და საშინლად ღრიალებდა. მთელმა ბოღმამ ერთდროულად ამომასხა. ფეხზე წამოვდექი. იარაღი გადავაგდე. ქამრიდან დანა მოვიხსენი და ჩემთვისვე გასაკვირი მაღალი ნახტომით კისერზე შევახტი. დანა გავუყარე და საშინელი ხმით ვაყვირე. ძირს დაეცა თითქოს წამებით კვდებოდა, მე კი არ მეცოდებოდა. ბოლოს ნაჯახით თავი მოვაჭერი. მის ტანჯვას ვეღარ გავუძელი. ამ დროს უკნიდან ისეთივე ხმა მომესმა და მეორე ასეთმა ცხოველმა ხელში ამიყვანა. წამიერი შიში და ყველაფერი დამთავრდა გასროლის ხმა და მთლიანად ურჩხულის თავიდან გადმოდენილ სითხეში ვიყავი ამოსვრილი. ფენიქსი დავინახე იარაღით ხელში. მოვიდა და წამომაყენა.
- იპოვე? - ის.. ის, ალბათ. - ვიცი. დამშვიდდი. - მე ყველას დავხოცავ, ეს ყველაფერი მათი ბრალია. ამ უცხო პლანეტიდან მოსულ არსებებს არ შევარჩენ. - ვიცი. ვიცი. მე მჯერა.
ეს მითხრა და ჩამეხუტა. მე ისევ ტირილი მინდოდა, მაგრამ აღარ შემეძლო. ახლა იწყებოდა შურისძიება.
- შენ მათთან ერთად არ წახვედი? - არა, ვიცოდი რომ მარტო დარჩებოდი. - მე... მე ჩემ თავს როგორმე მოვუვლიდი. თავი საფრთხეში არ უნდა ჩაგეგდო. - ასეთ მომენტში რთულია წესიერად აზროვნება. ახლა მე დაგეხმარები. - წამოდი დანარჩენებს დავეწიოთ. - კარგი.
სწრაფად მივდიოდით თუმცა სხვების კვალი არ ჩანდა, როგორც ჩანს, უკვე შორს წასულიყვნენ. ბნელდებოდა, თუმცა მაინც ვაგრძელებდით გზას. ღამის გასათევი არ გვიძებნია ისევ მივდიოდით. იმ იმედით, რომ დანარჩენებს დავეწეოდით. ღამის 2 საათი იქნებოდა როდესაც უცნაურ ადგილს მივაგენით. შორიდან დავათვალიერეთ. ოცამდე უცხო არსება და ჯაჭვით ერთმანეთზე გადაბმული ჩვენიანები. ყველა დაეჭირათ. თითქმის ყველა. მეთაური ვერ შევნიშნეთ ვერსად. თუმცა რამდენიმე წუთში. ის ერთ-ერთი შენობიდან გამოვიდა უცხო არსებასთან ერთად. შემდეგ მათ შორის უცნაური დიალოგი გაიმართა. ჩვენ ყური დავუგდეთ.
- ხომ მოვიყვანე ხალხი! ახლა ჩემი ცოლი და შვილი დამიბრუნეთ! - აქ მხოლოდ ცხრამეტი ადამიანია. ჩვენ 20 მოვითხოვეთ. იქნებ მეოცე თავად შენ იყო. - კი მაგრამ ცხრამეტი? ოხ ის გაიძვერა გოგო გაპარულა. როგორ ვერ შევნიშნე. შორს ვერ წავიდოდა. მოვძებნი და მოვიყვან. - შენთვისაც ასე აჯობებს. 1 საათი გაქვს. თორემ ამ ხალხსაც დაემშვიდობები და შენს ცოლ-შვილსაც.
ფენიქსს გავხედე აღელვებული იყო.
- ნუ გეშინია ვერ დაგიჭერს. მანამდე ჩვენ დავიჭერთ. - მე არც მეშინია. ის ხალხი მეცოდება. - ის ძებნას რომ დაგიწყებს არ დავენახოთ და ............ - არა, მე გამოვჩნდები და გავყვები. ვითომ არაფერი ვიცი. - კი, მაგრამ! ... - ნუ გეშინია არაფერი მომივა.
ფენიქსი თავის მოღალატე მეთაურს გაჰყვა. მე ჩუმად ვუთვალთვალებდი. მანამდე შევნიშნე რომ ფენიქსმა ჩანთიდან რაღაც ამოიღო. ქამარს ჰგავდა თუმცა რატომღაც მაიკის შიგნიდან გაიკეთა. დანიშნულების ადგილს მიაღწიეს.
- აი მოვიყვანე! - ძალიანაც კარგი!
ფენიქსიც დანარჩენებთან ერთად მიაბეს. შორიდან ვუყურებდი და ვხედავდი. თითქოს ჯაჭვს ჭრიდა. მათ ახლა ყურადღებას არავინ აქცევდა. თითქოს კიდევ რაღაცას გეგმავდნენ. მე ვცდილობდი მათი გეგმები გამეგო, მაგრამ არაფერი მესმოდა. ამასობაში ფენიქსმა ყველა გააპარა. ახლა თავისი ჯაჭვებიღა ჰქონდა გასახსნელი, რადგან ცალკე იყო მიბმული. ის-ის იყო უნდა გაქცეულიყო რომ შენიშნეს და მიზანში ამოიღეს. ფენიქსი გაჩერდა. მაკა მაღლა აიწია. და ქამარზე მიბმულ დინამიტი დაანახა ყველას. აი ეს უკვე არ მომეწონა. იარაღი მოვამზადე. მას თავის აფეთქებას არ დავაცდიდი. არც ახლა და არც სხვადროს. ვისროდი თითქოს უაზროდ, მაგრამ ყველა ტყვია მიზანს ხვდებოდა. ჩემდა გასაკვირად იმაზე მეტი მოვკალი ვიდრე ვფიქრობდი, მაგრამ უეცრად შავი სხივი, შავი ნათება და იარაღი ხელიდან გამივარდა. ფენიქსის დინამიტიანი ქამარიც სადღაც შორს გადავარდა. იმ არსებამ სხვა ყველა დანარჩენს ხელით რაღაც ანიშნა. ყველანი შეჩერდნენ. შემდეგ კი ჩვენ გვიხმო. ახლოს მივედით. უცნაური და საშიში ხმა ამოუშვა. შემდეგ რუკაზე მიგვითითა. თითქოს რაღაცას გვიხსნიდა. როგორც ბოლოს გაირკვა ჩვენ პლანეტაზე სხვადასხვა რასის არსებას მოეყარა თავი.
- თქვენ ამ დილითაც მოკარით თვალი, როდესაც ორი „დარჩენილი გაანადგურეთ. - ჩვეენ? - ჩვენ? ააჰ, რა თქმა უნდა. - თქვენს სუნს ვერ იგრძნობენ. მხოლოდ თქვენ შეძლებთ მათ ბაზაში შეღწევას. ჩვენ იქ ვერ ჩავალთ. - ჩახვალთ? ესეიგი ისინი დედამიწის სიღრმიდან ამოდიან? - თქვენ არაფერი იცით. 4 000 წლის წინათ, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი პირველი თაობა ამ პლანეტაზე ჩამოვიდა. თქვენ, ადამიანებმა ჩვენი რაზმის ორად გაყოფა შეძელით მიუხედავად იმისა, თუ რა გასწავლეს, თუნდაც ჩვენმა მეცნიერებმა, თქვენ მაინც მოინდომეთ ჩვენი თავიდან მოშორება. თავად ჩვენ მმართველთან წააჩხუბეთ ჩვენივე არმიის ერთ-ერთი მეთაური. ჩვენ მაშინ გავიმარჯვეთ, მაგრამ. დამარცხებულები აქ დავტოვეთ. ამის შემდეგ ისინი. დედამიწის სიღრმეში ცხოვრობდნენ და განვითარებას ცდილობდნენ. ახლა კი სწორედ ის კვირაა როდესაც მათ შეუძლიათ კავშირი შეკრან მთელ გალაქტიკაში უსასტიკეს და ჯერაც კიდევ ამოუცნობ არსებებთან. ჩვენ ჩამოვედით, რათა მათ ეს ვერ მოახდინონ. თუმცა თქვენ, ადამიანები ისე მტრულად დაგვხვდით, რომ არცკი გვაცალეთ კავშირზე გამოსვლა. ახლა ყველანი ერთმანეთის მტრები გავხდით, თუმცა თქვენ ორი, იმედია არ იტყვით უარს, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ.
ამ არსებისათვის სახელი სწორად შემირქმევია. თურმე მართლაც შავ ნათებას ეძახიან. ის მართლაც ერთადერთია სამყაროში ვინც შავი სინათლით ანათებს. თავიანთ ხომალდში შეგვიყვანეს და მოქმედების გეგმა გაგვაცნეს, მაგრამ ამის დღიურში ჩაწერა ამიკრძალეს. ცოტა ხანში დაგვემშვიდობნენ და გვითხრეს, რომ დაგვესვენა.
- ნეტავ, ეს ყველაფერი როდის მორჩება?! - იმედია, ძალიან მალე. თორემ 5 დღეში ახალი წელი მოდის. ხომ უნდა აღვნიშნოთ? - ხუმრობ? - ნუუ, რადგან არ გინდა. - მინდა. - მაშინ აღვნიშნოთ.
..................... რამდენჯერაც გეგმაზე გავიფიქრე და მოვინდომე დღიურში ჩაწერა, იმდენჯერ მოსტყდა წვერი ფანქარს. ეტყობა, მართლა არ უნდა დავწერო, რა გაეწყობა. ღამემშვიდობის. ……………
27.12.12.
გამეღვიძა. ოთახში არავინ იყო. უეცრად წინ ნახევრად უჩინარი არსების მოძრაობა შევნიშნე. ვერაფერი მოვახერხე სწრაფად მომიახლოვდა და დამიჭირა. უეცრად ჩემ წინ ფენიქსი დავინახე.
- ხომ შეგეშინდა? - შენ? ეს... ეს როგორ შეძელი. - გარეთ გადი შენთვისაც აქვთ ერთი ასეთი. გამოგყვები. - კარგი.
გარეთ გავედი.
- აჰ, სწორედ რომ შენ გელოდებოდით, მაგრამ არ გვინდოდა გაგვეღვიძებინე. აბა აქეთ მოდი. - ეს რა არის? - მიდი, ჩაიცვი, ნუ გეშინია.
ჩავიცვი და თავი იმაზე მსუბუქად ვიგრძენი ვიდრე აქამდე.
- და მაინც ეს რა არის? - არც მიკვირს თქვენ ჯერ ამდენი რომ არ იცით. თუმცა მალე მიაღწევდით აქამდეც. ეს ადამიანები ისე სწრაფად ვითარდებით რომ.... ეს ენერგოაბჯარია. ელექტრო ენერგიას მოიახმარს. მისი ენერგიისაგან დაცლის ნუ შეგეშინდებათ. თავისით პოულობს 25 მეტრის რადიუსში ელექტრო ენერგიას და ისრუტავს. მისი საშუალებით შესაძლებელია: ნახევრად უჩინარი გახდე, ასევე ზედმეტი იარაღის ტარება არ მოგიწევთ. აბჯარი ტვინს უკავშირდება. და დამიზნებისთანავე სხეულის ნებისმიერი ნაწილიდან გაისვრის. სროლის მიმართულებასა და ძალას თქვენვე განსაზღვრავთ. ასევე აქვს თვითგანადგურების რეჟიმი, საკმარისია ეს გაიფიქროთ, დაადასტუროთ და სამიზნე დაუსახელოთ. მას თავისით შეუძლია ასიოდე მეტრის გავლა. ახლა კი დროა წავიდეთ. ფეხით მოგვიწევს სიარული.
მივდიოდით. ჩემი აბჯარი გზადაგზა ზომაზე მეტადაც დაიტენა ენერგიით. სხვა გალაქტიკიდან მოსული არსებების აბჯარი მეცვა და დედამიწის გადასარჩენად მივდიოდი. სხვა რაღაზე უნდა მეფიქრა. ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ ამ არსებების ლაპარაკი რომელიც ღრენას ჰგავდა, მეც და ფენიქსსაც გონებაში გვესმოდა ჩვენს ენაზე. ასეთ დროს ალბათ ყველა იფიქრებს, რომ სულ 1 წამიც და ახლა გამოეღვიძება, მაგრამ ამჯერად ეს რეალობა იყო.
................ გარშემო შენობები თითქმის სულ ნანგრევებად იყო ქცეული. გზაზე აფეთქებული და დამწვარი მანქანები ეყარა. ბოლის სუნი იდგა გარშემო გამუდმებით. ნებისმიერ ქუჩაზე გავლა, ფერფლში ცურვას უფრო ჰგავდა. და თუ ქარიც ამოვარდებოდა, ნაცრისფრად თოვა იწყებოდა. თანდათანობით ეს სურათი უფრო საშინელი ხდებოდა. ჩვენთან ერთად მოსიარულენი კი გზად შემხვედრ გარდაცვლილთა გვამებს, ერთხელ შეახებდნენ ხელს და ისინიც ფერფლად იქცეოდნენ. ეს პირველად დავინახე. აქამდე კი ძალიან მიკვირდა, რომ არც ხალხი იყო არსად და არც გვამები. ................. საღამოს 6 საათი იქნებოდა, როდესაც დანიშნულების ადგილს მივაღწიეთ.
- ახლა თქვენი ჯერია. თქვენზეა დამოკიდებული თქვენი ხალხის და ჩვენი ბედი.
შავმა ნათებამ ამ სიტყვებით გაგვაცილა. გავუჩინარდით და ნახევრად მიძინებულ მონსტრებს შორის გავძვერით. გზა განვაგრძეთ. ახლა უკვე მიწაში მივდიოდით. აქ არავინ იყო, ამიტომ აბჯრის ენერგიის ტყუილად დახარჯვას მოვერიდეთ და გამოვჩნდით. არ ვიცი, რამდენი ხანი მივდიოდით, თუმცა როგორც შემდეგ გავიგე ახლა უკვე 28.12.12 დან მომიწევს გაგრძელება.
28.12.12 მგონი, ისე ღრმად ჩავედით, რომ თვით ეშმაკს უნდა ვეწვიოთ ჩვენივე ფეხით, რომ ჩვენს წასაყვანად ტაქსისთვის ზედმეტი ფული არ დახარჯოს. ამაზე ფენიქსმა გაიცნია. უკვე ძალიან ცხელოდა და სუნთქვა მიჭირდა. ამდენხნიანი ძრომიალის შემდეგ, ვიწრო ხვრელებში, როგორც იქნა, მივადექით ფართო გამოქვაბულს. ქვემოთ ლავა მოჩანდა რომელიც გარშემო ყველაფერს ანათებდა. აქ ისევ გავუჩინარდით. რამოდენიმე ასეთი გამოქვაბული გავიარეთ, რომლების მისაღებ ოთახებს ჰგავდა. ბოლოს უკვე ბოლო ასეთ ოთახ-გამოქვაბულს მივადექით. ერთ მხარეს. ქვისაგან გამოთლილ სკამზე ერთ-ერთი მონსტრი იჯდა. მის წინ კი სამ ასეთივეს მოეხარა ქედი და თითქოს რაღაცას ბუტბუტებდნენ. ჩვენ ჩუმად მივეპარეთ. უეცრად ის კედელი ოდნავ ჩამოიშალა, რომელსაც ფენიქსი მიეყრდნო. სამივემ იქით გაიხედა. ერთ-ერთი შესამოწმებლად წავიდა. ფენიქსს მიუახლოვდა. მე მეგონა რომ ვერ შეამჩნევდა თუმცა ხელი მოუქნია და შორს გადააგდო. მე გონება დავძაბე და ძლიერი მუხტი ვესროლე. ოდნავ წაბარბაცდა, თუმცა არც კი წაქცეულა. ახლა ჩემკენ გამოექანა კიდევ ერთი. მას დაბალი სიძლიერის უამრავი მუხტი ვესროლე და როგორც იქნა წაიქცა. შემდეგ ახლოს მივედი ხელი მოვკიდე და ამ დროს ჩემმა აბჯარმა უცნაური თვისება გამოავლინა. ჩემი მოწინააღმდეგე აკანკალდა და რამდენიმე წამში მისგან ძვლები დარჩა მხოლოდ. მეორე მონსტრს ფენიქსი უკვე გასწორებოდა. ახლა თამამად მივედით წინ. სკამზე მჯდომი წამოდგა და მის წინ დაჩოქილს რაღაც უთხრა. შემდეგ არც ისე კარგად, მაგრამ საშინელ ღრენაში მაინც გავარჩიე ასეთი სიტყვები. „დიახ დედოფალო“, ეს იყო და მესამე მებრძოლიც ჩვენკენ მოტრიალდა. ორივეს ძლიერად დაგვეჯახა. ფენიქსი წინ მოისროლა. თითქმის დედოფლის სკამთან დავარდა. მე კი ხელი მაგრად მომიჭირა, მაღლა ამწია და დედოფლისკენ წამიყვანა. ამ დროს ფენიქსიც წამოდგა. ხელი წინ გამოწია. მაჯაზე უკვე ძალიან დიდი მუხტი ჰქონდა დაგროვებული. თუმცა სროლის ეშინოდა. მაშინ ასე მეგონა. თუმცა გაისროლა.... როდესაც გამოვიღვიძე. ჯაჭვით ვიყავი მიბმული კედელზე. ახლა უკვე ფენიქსი ელაპარაკებოდა დედოფალს მათ ენაზე. წამიერად გამიკვირდა, თუმცა ყველაფერი ნათელი იყო. ახლა გამოსავალი უნდა მომეძებნა. უეცრად ჩემი აბჯრის განსაკუთრებული თვისება გამახსენდა. ჯაჭვი უჩუმრად დადნა. შემდეგ სხეულიდან მომეხსნა და ოთახის ერთი კუთხისაკენ წავიდა. მე კი გასასვლელს მივაშურე სასწრაფოდ. ჩემი აბჯარი შენიშნეს და მას გაეკიდნენ. თუმცა ის ჰაერში მაღლა აფრინდა და პირდაპირ დედოფალს ჩაეხუტა. მე ეს ყველაფერი არ ვიცი, უბრალოდ ჩემი ვარაუდია. გავრბოდი და საშინელმა აფეთქებამ წინ გადამაგდო. შუა გზაზე შავი ნათება შემომხვდა და მაღლა ამიყვანა, სადაც მას და მის არმიას ბოლო მოეღოთ მტრისათვის. არ ვიცი საიდან მაგრამ მას უკვე შეეტყო ფენიქსის ამბავი და სწორედ ამიტომ, ჩემ დასახმარებლად ჩამოვიდა მიწისქვეშ.
- როგორც ჩანს კავშირი ყველაზე სასტიკ რასასთან, დორსითებთან, უკვე დიდი ხანია დამყარებული აქვთ. ფენიქსი კი ვერ ამოვიცანით, კარგად ყოფილა შენიღბული. ის მათი დედოფალია, ასე რომ ალბათ უკვე მთელი არმია მოემართება დედამიწისაკენ. ჩვენი პლანეტა მათ უკვე გაანადგურეს. ის ფაქტიურად აღარც არსებობს. ძალიან შორს არიან ახლა დედამიწისაგან, მაგრამ ადრე თუ გვიან მოვლენ. მზად უნდა იყო. - თქვენ რას აპირებთ? - ჩვენ ვინც ცოცხლები დავრჩით, თქვენთან ერთად დაველოდებით და ვიბრძოლებთ. ეს ფირფიტა გამომართვი. ჩემი სიკვდილის შემდეგ მიიღებ შეტყობინებას ჩემგან. მე ვერცერთი დორსითი ვერ მომეკარება ახლოს. ეს მხოლოდ ფენიქსს შეუძლია. - ის ხომ მკვდარია! - ერთ აფეთქებას არამგონია რაიმე დაეკლო. უნდა დავუცადოთ. ის თვითონ გვიპოვის.
29.12.12.
.............. მიმოვიხედავ ირგვლივ და ვეღარაფერს ვცნობ, ოდესმე თუ დაბრუნდება ის ძველი ცხოვრება დედამიწაზე?! ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. თუ გადავრჩებით დიდი ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს, რომ იგივე დროსა და ცხოვრებას დავუბრუნდეთ და თუ ვერ გადავრჩით...... იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სხვა რაღა დაგვრჩენია. ...............
30.12.12.
როგორც შავმა ნათებამ მითხრა ის ხვალ გამოჩნდება. ღელვა მის თვალებში პირველად შევნიშნე. თუმცა აქამდე არც ისე ხშირად ჩამიხედავს სამყაროს ერთ-ერთი უმაღლესი არსებისათვის თვალებში. ................
- ის ხვალ მოვა! გული მიგრძნობს. - ღელავ? - როდესაც ასეთ არსებას უნდა დაუპირისპირდე..... ალბათ, ყველა ინერვიულებდა! - მესმის შენი. - ნუ იქნები დარწმუნებული შენს სიტყვებში. ის ნამდვილი სახით მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და მხოლოდ მე. - როგორია? - თვითონ ნახავ! ახლა ხვალინდელი ღამისათვის უნდა მოვემზადო.
.................... ის სადღაც გაუჩინარდა მხოლოდ მეორე დღეს ვიპოვე დიდ და უცნაურ ყუთში, რომელიც სეიფს ჰგავდა. ....................
31.12.12 ............... ჯერჯერობით დილაა. მე კი სულ დამავიწყდა. ახალი წელი მოდის და უნდა აღვნიშნო. გარეთ გავედი. სიმშვიდე იყო. არც ერთი შემაწუხებელი არსება ირგვლივ. სიჩუმე, სიწყნარე. ძალიან უცნაური. მზე კვლავ იმავე ადგილას, მაგრამ..... რატომ ასეთი წითელი?! წითელი თუმცა საშინლად მუქი. საშინლად ამაზრზენი ფერის. შეხედვა აღარ მსურდა. საშინლად ამაღელვა ამ სანახაობამ. გზა გავაგრძელე და ახალი წლის აღსანიშნად ყველაფერი მოვიმარაგე. ............
- დღევანდელი დღის აღნიშვნას აპირებ? - ....... - კარგი იდეაა. მე არ დამპატიჟებ? - რა თქმა უნდა.
მიკვირდა. შავი ნათება განსხვავებულად ლაპარაკობდა. ასეთი არ მინახავს.
31.12.12. 11:54
მე და შავი ნათება მაგიდასთან ვისხედით ჩუმად. უეცრად თეფშის პატარა ლაქა მოიმიზეზა, რომ ეთხოვა იქნებ სხვა მომიტანოო. მეც გავედი, რომ ვბრუნდებოდი ხმაური შემომესმა. ოთახში არ შევედი გარედან დავიწყე თვალთვალი. ფენიქსი მოსულიყო. როგორც ჩანს ეგონა რომ იქ მე დავხვდებოდი. სიბნელე იყო და შავი ნათება რომელიც მეორე სკამზე იჯდა არ შეუმჩნევია. თავისთვის ლაპარაკობდა. რამდენიმე წამში შავი ნათება სკამიდან ადგა. მისმა ძალამ მთელი ოთახი გაანათა. ფენიქსი შეშფოთდა. - შენ? - სწორედ რომ მე! - შენ ახლა აქ არ უნდა ყოფილიყავი, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. ახლა მოკვდები თუ შემდეგ. - აქ თუ მე მომიწევს სიკვდილი, მხოლოდ ჩემს სხეულს არ იპოვიან. - ვნახოთ, ვნახოთ. იქნებ ახლა გაგიმართლოს. - ......... - ჩემი სახის ისევ ხომ არ გეშინია? - შენი სახის შენვე უნდა გეშინოდეს.
საშინელი კივილი გაისმა რომელიც დიდხანს გაგრძელდა. ირგვლივ ყველა მინა ჩაიმსხვა. კედლებიცკი დაიბზარა და ახლა კარგად დავინახე ეს... ეს.... - გაზრდილხარ. სამწუხაროა, რომ ჩემი აღარ გეშინია. მომიწევს შენი შეშინება. შავ ნათებას ხმა აღარ ამოუღია. უძლიერესი ენერგია გამოამწყვდია ხელებს შორის და ფენიქსს ესროლა, თუმცა მის რქოვან კანს არაფერი მიეკარა. - რაღაც-რაღაცები გისწავლია. კარგი ახლა ჩემი ჯერია! ფენიქსის ზურგიდან გამოზრდილი შოლტები შავ ნათებას ეცა. ძირს დააგდო. შემდეგ შორს მოისროლა. ახლა თვითონ მივარდა. კლანჭები კისერში გაუყარა და ჰაერში აწია. ზოგი საცეცით დაბლა ექაჩებოდა ზოგით მაღლა. შუაზე გახლეჩას უპირებდა, როდესაც შავმა ნათებამ მთლიანად გამოუშვა შავი სხივები. ფენიქსი თითქოს დაბრმავდა, საცეცები მოსძვრა, გვერდით გადავარდა, როგორც ჩანს ვეღარაფერს ხედავდა. ამან უფრო გააგიჟა. ახლა პირიდან გამოეზარდა უზარმაზარი საცეცი რომელსაც გაგიჟებით იქნევდა და გარშემო ყველაფერს ანგრევდა. შავნი ნათება დაჭრილი ძირს ეგდო, თუმცა წამოდგომას ცდილობდა, წამოდგა კიდეც, წინ მიიწევდა. ფენიქსის საცეცი ხან სად ხვდებოდა, ხან სად. მე ვხედავდი შემდეგ იმ ადგილებიდან გადმომავალ შავ სითხეს. ბოლოს სულ ახლოს მივიდა, ხელები მოხვია და რამოდენიმე წამში ორივესაგან მხოლოდ ძვლებიღა იყო დარჩენილი. მე შავი ნათების მოცემული ფირფიტა გამახსენდა. სასწრაფოდ გავიქეცი და მოვძევნე. ხელით რომ შევეხე ჩაირთო.
- ჩემს ძვლებში იპოვი პატარა შავ ქვას. კარგად შეინახე. ამ ფირფიტით კი შეძლებ მთელ მსოფლიოს დაუკავშირდე. ვინც გადარჩენილია. ყველა დაიხმარე. ფირფიტაზე რუკაა რომელიც ძველი შუმერების მიერ აშენებულ პირამიდასთან მიგიყვანთ. პირამიდა მიწაშია ჩამარხული. უნდა ამოთხაროთ ის. პირამიდის მცველები ისევ იქ იქნებიან. ასე რომ ფრთხილად იყავით. პირამიდაში 5 ადამიანი შედის და 1 გამოდის. ასეა წესი. როდესაც მთავარ ოთახამდე მიაღწევთ ქვა სამარხის ცენტრში მოათავსეთ. დანარჩენი თავისით მოხდება.
სასწრაფოდ უკან დავბრუნდი. ბრძოლის ადგილას დარჩენილი ძვლები, ჯერ კიდევ ლავასავით გავარვარებული იყო თუმცა ვერ მოვითმინე და შავი ქვა მაინც ამოვიღე. ზუსტად არ ვიცოდი რამდენი დრო მქონდა 1 წუთი, 1 საათი თუ 1 კვირა, ამიტომაც ვჩქარობდი. ჩემი შეტყობინება ყველა სადგურმა მიიღო.
01.01.13. ............. ვზივარ და ველოდები როდის მომაკითხავს ვინმე, თუმცა დიდი იმედი არც მაქვს, რომ საერთოდ მოვა ვინმე. ............
უეცრად შორიდან მომავალი ვერტმფრენის ხმა გაისმა. ქუჩაში გამოვედი, ვყვიროდი, ხელს ვუქნევდი. დაეშვნენ. ვერტმფრენზე ირანის დროშა შევნიშნე. როგორც ჩანს მათ ყველას დაასწრეს. გავყევი. ჩემი რუკაც ვანახე და როგორც შემეძლო ავუხსენი ყველაფერი. რუკა თანდათან იცვლებოდა და ჩანდა თუ როგორ ვუახლოვდებოდით დანიშნულების ადგილს. ორჯერ შევჩერდით. გზად კიდევ რამდენიმე ასეთი ვერტმფრენი გამოგვყვა. იმავე დღეს ღამის საათებში მივაღწიეთ. იქ ჰამერის ტიფის სამხედრო მანქანები დაგვხვდნენ და ზუსტად დანიშნულების ადგილას მიგვიყვანეს. იმავე წამს. მუშაობა დაიწყო და დაახლოებით ღამის 3 საათისათვის. პირამიდის ნახევარი ჩანდა.
02.01.13.
პირამიდა მთლიანად ჩანდა. ქვემოთ ჩავედით. ფირფიტა ხელიდან გამისრიალდა და პირამიდის კარს მიეკრო. კარი გაიხსნა. ჩემთან ერთად 4 მოხალისე წამოვიდა. ბნელოდა და ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ ანთებული ფანარიც კი ვერ ანათებდა. მისი სხივები სადღაც ქრებოდა. ბოლოს ჩირაღდანი გამოვიყენეთ, რომელმაც გაამართლა და იქაურობა გაანათა. თანდათან ვიკვლევდით გზას. უცებ წინ მოძრაობა შევნიშნეთ. ძაღლისხელა არსება თუ იქნებოდა. ერთ-ერთი მოხალისე უშიშრად წავიდა მისკენ.
- საშიში არაფერია! ბაბუინია უბრალოდ. ალბათ, სხვა მხრიდან შემოძვრა აქ.
უეცრად საზარელი ხმა და არც ისე დიდმა მაიმუნა მას ყელი გამოღადრა. შემდეგ ჩვენკენ გამოექანა და დიდი ნახტომი გააკეთა, თუმცა, მაშინვე დაიფერფლა. გაოცებულები ვიყავით. ამდენი დრო არ იყო და სწრაფად გავაგრძელეთ გზა. სიმართლე რომ ვთქვა ყველა შევშინდით, მაგრამ ერთმანეთის გამო არ ვამხელდით. წინ დიდი უფსკრული დაგვხვდა. გადახტომა შეუძებელი იქნებოდა. ქვემოთ რა ხდებოდა კი არავინ იცოდა და დანახვაც შეუძლებელი იყო. ერთ-ერთი მოხალისე კვლავ შედარებით წინ წავიდა და ამ დროს იმ კვადრატულმა ფილამ, რომელზეც ის იდგა ქვემოთ ჩაიწია. სულ უფრო ქვემოთ ჩადიოდა. და ამდროს გამოჩნდა ხიდიც რომელიც ზემოთ ამოვიდა. ხიდზე მალევე გადავედით და მასაც დავუცადეთ. ქვემოდან მხოლოდ სროლის ხმა გაისმა, შემდეგ ყვირილი, ღრიალი და ბოლოს ყველაფერი შეწყდა. სულ ცოტაც გავიარეთ და მთავარ ოთახში ამოვყავით თავი, როგორც დანაბარებში გადმომცეს ქვა ცენტრში მოვათავსე. ამ დროს თითქოს სამარხში მყოფი მიცვალებული გაინძრა. ამოსვლას ცდილობდა. ამოვიდა კიდეც. ეს... ეს შავი ნათება იყო. ერთ-ერთმა მოხალისემ იარაღი დააგდო,მეორემ კი სროლა დაუწყო. შავმა ნათებამ ის თითქოს შეიწოვა და ფიზიკური სხეული მიიღო. შემდეგ მეორესთან მივიდა, რომელიც უძრავად იდგა. ამ დროს პირამიდამ უკვე ნგრევა დაიწყო. მეორე მოხალისე უსიტყვოდ წინ წავიდა. კედელზე მიეკრო ისე, როგორც იქ ეხატა. მეორე კედლიდან უეცრად უზარმაზარი ურო მოსწყდა თავის ადგილს და მას დაეჯახა. ისე რომ კედელიც გაანგრია. შემდეგ კი მხოლოდ ის მახსოვს, რომ შავმა ნათებამ ხელი მომკიდა და უკვე მეორე დღეს გამეღვიძა სამხედრო ბაზაზე.
03.01.13.
................. როგორც დღეს შევიტყე მთელ მსოფლიოში ხალხი გაუმკლავდა უცხო არსებათა შემოსევას, თუმცა ბრძოლა ახლა იწყებოდა. როგორც შავმა ნათებამ, თუ უბრალოდ მისმა აჩრდილმა ამიხსნა, ის ვერ შეძლებდა დედამიწისაკენ მომავალი დორსითების სრულად განადგურებას. მას მოუწევდა თავისი ენერგია, მათი ხომალდების ჩამოგდებაში დაეხარჯვა, შემდეგ კი თავადაც გაქრებოდა, რადგან ახლა ის უბრალოდ მცირე ენერგის გროვა იყო და მეტი არაფერი. დედამიწაზე ჩამოვარდნილ ხომალდებში გადარჩენილი დორსითებიც იქნებოდნენ, რომლებთან შეჭიდებაც უკვე ადამიანებს მოგვიწევდა. ახალი ამბები სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ყოველმა გადარჩენილმა ხელში იარაღი აიღო. ისინი იბრძოლებდნენ: თავიანთი ხალხის, ქვეყნისა და პლანეტისათვის. მსოფლიო ასეთი გაერთიანებული არასოდეს მენახა. ნუთუ მაინცდამაინც ეს იყო საჭირო და ეს უნდა მომხდარიყო, რომ მიმხვდარიყვნენ ყველაფერს. თუმცა ადამიანები ყოველთვის იმ წუთას შექმნილი პრობლემით აფასებენ ყველაფერს. მე ამ რამდენიმე დღემ უამრავი რამ მასწავლა. დავინახე თუ ვინ ვარ და რა შემიძლია. ცხოვრების აზრი გავიგე და მშვიდობის ფასი დავინახე. სირთულეების დაძლევა და გადატანა ვისწავლე, მაგრამ მაინც დღემდე ვერ ვეგუები. ნუთუ ის მართლა აღარ არის, მაგრამ მე ხომ არ მინახავს და რადგან არ მინახავს ესეიგი გაიქცა და სადღაც იმალება. როგორც სხვები. ვიპოვი! .................
ხელით გულის ჯიბე მოვისინჯე. საჩუქარი ისევ იქ იყო უვნებლად. გუნებაში გამეღიმა. შემდეგ ამოვიღე და ვთქვი: პატრონს უნდა ჩაგაბარო შენ. თორემ უკვე დიდი ხნით დავიგვიანე. კიდევ გამეღიმა. საჩუქარი კვლავ შევინახე.
................... როდესაც იმედი გაქვს, თუნდაც ძალიან მცირე ცხოვრება უფრო ადვილი ხდება. მითუმეტეს როდესაც იმედის გასამართლებლად ბრძოლაა საჭირო, ბრძოლის ჟინი გაგიმძაფრდება. ...................
04.01.13.
ახალი დღე გათენდა. მზე. მზე სადაა? ადგილი შეუცვლია. მგონი, ჩვეულ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდეთ. თუმცა კიდევ ერთი ბრძოლა. მხოლოდ ერთი და უკანასკნელი, ჯერჯერობით მაინც. შავმა ნათებამ ხომალდების მოახლობა იგრძნო. რამდენიმე წუთი ძალებს იკრებდა და როდესაც ისინი უკვე ცაზე გამოჩნდნენ, ხელები მაღლა აღმართა და ტაში შემოჰკრა ძლიერად ისე, რომ ყველანი ძირს დავენარცხეთ ვინც მასთან ახლოს ვიდექით. ცაზე კარგად გამოჩნდა როგორ შეირყა ხომალდები და ზოგი აფეთქდა კიდეც. რამდენიმე წამში შავი ნათება ძირს დაეცა. მე მივუბრუნდი და ძლივს ჩავილაპარაკე. - მაშინ დამშვიდობება ვერც კი მოვასწარი. ახლა მაინც არ გაქრე ასე მალე. - გრრრრ (გაიღიმა) მე მისი აღარ მესმოდა. - მშვიდობით. - მშვიდობით.
ეს ბოლოს მაინც გავიგონე. თუმცა მივხვდი რატომაც, იმიტომ რომ ჩემს ენაზე თქვა.
ხომალდების დაშვების ადგილი ყველამ კარგად დავინახეთ. ყველა ხომალდი იმ წერტილში დაეშვა ზოგიც ჩამოვარდა. მსოფლიოს სხვა არცერთ წერტილში ისინი არ გამოჩენილან. ხალხმა ღრმად ჩაისუნთქა. გარშემო მხოლოდ ადამიანების გულისცემა ისმოდა. შემაჟრჟოლა. იარაღი გადავტენე და წინ წავედი. ყველამ დამშვიდებული სახით გამომხედა და გავუდექით გზას ჯოჯოხეთისაკენ.
21.12.612.
მე სამყაროს ორ უმაღლეს არსებას შევეხე ხელით. ასე რომ ბუნებრივი სიკვდილით ვეღარ მოვკვდებოდი. კაცობრიობამ დიდი გზა განვლო რომ იგივე ფაზას დაბრუნებოდა, თუმცა ყველაფერი მოხერხდა. ახლა 2612 წელია მე ისევ ცოცხალი ვარ და ჩემი დღიურიც, რომლიდანაც მხოლოდ ზოგიერთი ფრაგმენტი მოგაწოდეთ, თითქმის მთლიანად გაივსო. ჩემი პისტოლეტი, რომლის ბოლო ტყვიაც ჩემთვის იყო განკუთვნილი უგზოუკვლოდ დაიკარგა. 2012 წელი 21 დეკემბერი ეს ის რიცხვია როდესაც ყველაფერი დაიწყო. 2013 წელი 4 იანვარი - ეს კი ის რიცხვი როდესაც დედამიწამ ბოლო ბრძოლა გადაიტანა. ის ადამიანები ვინც მაშინ იბრძოდნენ იმ დღის შემდეგ დააფასებდნენ მშვიდობას. მათ შთამომავლებს კი სწორედ გენებით გამოჰყვათ წინაპრების ეს თვისება. 6 საუკუნეა დედამიწაზე ადამიანებს შორის არანაირი ომი, არანაირი ბრძოლა არ ყოფილა. იქნებ კარგიც იყო ის რაც მოხდა? მე ეს არ ვიცი და ვერაფერს ვიტყვი თუ რა ჯობდა, მაგრამ ფაქტია ახლა ყველაფერი უფრო მშვენიერია. ახლა სხვა პლანეტიდან შემოჭრილი არსებებისაც არავის ეშინია, რადგან დედამიწა ეს ერთი პლანეტა და ერთი ქვეყანაა, რომელზეც ერთნაირი გარეგნობის და ხასიათის ადამიანები ცხოვრობენ. მე კი მაინც გულის ჯიბით ვატარებ მის საჩუქარს, თუმცა ჯერაც ვერ მიპოვია.
??.??.?????
ეს რა ხმაურია. უი ჩემი რაცია ჩართულა. -გისმენთ! გისმენთ! -????? ????? ???? ??? -კარგით, ახლავე გავიხედავ გარეთ.
ნეტავ ახლა ვინ გვესტუმრა? ეს კოსმოსური ხომალდები რაღაც არ მეცნობა! ჩხკ.....(იარაღის გადატენის ხმა) წავედით! ეს ჩვენი პლანეტაა და ვინ დაიცავს თუ არა ჩვენ! დ ა ს ა ს რ უ ლ ი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ცოტა? :) ცოტა ნამდვილად არ შეიძლება ითქვას. სირცხვილიც იქნებოდა 15 თვეში რომ ვერ დახვეწილიყავი. მაგრამ იმ ნაწერიდან აქამდე აშკარად ძალიან დიდი ნახტომია. (თუმცა, ვერ ვიტან ასეთ ჰოლივუდურ სცენარებს) ცოტა? :) ცოტა ნამდვილად არ შეიძლება ითქვას. სირცხვილიც იქნებოდა 15 თვეში რომ ვერ დახვეწილიყავი. მაგრამ იმ ნაწერიდან აქამდე აშკარად ძალიან დიდი ნახტომია. (თუმცა, ვერ ვიტან ასეთ ჰოლივუდურ სცენარებს)
7. ვეცადე, ვეცადი, რავიცი აბა პრინციპში პირველი ნაწერსა და ამას შორის სხვაობა სადღაც 15 თვე უნდა იყოს და ალბათ გამოვსწორდი ცოტა. ვეცადე, ვეცადი, რავიცი აბა პრინციპში პირველი ნაწერსა და ამას შორის სხვაობა სადღაც 15 თვე უნდა იყოს და ალბათ გამოვსწორდი ცოტა.
6. :ოო პირველ ნაწერთან შედარებით რამხელა წინსვლაა, გავვოგნდი. სასვენ ნიშნებთანაც მორიგებულხარ, ასე თუ ისე :) წარმატებები. :ოო პირველ ნაწერთან შედარებით რამხელა წინსვლაა, გავვოგნდი. სასვენ ნიშნებთანაც მორიგებულხარ, ასე თუ ისე :) წარმატებები.
5. გილოცავ შობა-ახალ წელს! მისმენ? მისმენ? მომავალ წელს შენი იმედი გვექნება, აბა შენ იცი. გისურვებ ყველა ოცნების შესრულებას! გილოცავ შობა-ახალ წელს! მისმენ? მისმენ? მომავალ წელს შენი იმედი გვექნება, აბა შენ იცი. გისურვებ ყველა ოცნების შესრულებას!
4. ჰმმმ. მე პროზის კითხვა არ მეზარება, ეს ფანტასტიური ჟანრი კი მომწონს.:) ჰმმმ. მე პროზის კითხვა არ მეზარება, ეს ფანტასტიური ჟანრი კი მომწონს.:)
3. ძალიან დიდი მადლობა რჩევებისათვის =] გავითვალისწინებ =] ძალიან სასიამოვნოა, რომ უკვე თუნდაც ორმა ადამიანმა წაიკითხა. ძალიან დიდი მადლობა რჩევებისათვის =] გავითვალისწინებ =] ძალიან სასიამოვნოა, რომ უკვე თუნდაც ორმა ადამიანმა წაიკითხა.
2. მართალია, ეს ტექსტი ახლა ჰოლივუდის ფილმების ეპიზოდების ნაკრებს გავს, მაგრამ ეგ არაფერი. სამაგიეროდ ძალიან კარგია რომ ასეთი თავბრუდამხვევი და ფანტასტიკური თრილერის წერა გადაწყვიტე. ოღონდ, რაც არ უნდა ფანტასტიკური იყოს სიუჟეტი, წიგნში ის მაინც ნამდვილ ამბავს უნდა გავდეს. ანუ, მოქმედების ადგილი ისე გარკვევით უნდა იყოს აღწერილი, რომ მკითხველი თვალნათლივ ხედავდეს მას. მოქმედი პირების საქციელი არ უნდა განსხვავდებოდეს ნამდვილი, ხორციელი ადამიანის საქციელისგან და ა.შ. სამაგიეროდ კომპოზიცია საკმაოდ კარგადაა შედგენილი - უცებვე არ იხსნება ბანქო, თანდათან, ბოლოსკენ ირკვევა რაშია საქმე. მართალია, ეს ტექსტი ახლა ჰოლივუდის ფილმების ეპიზოდების ნაკრებს გავს, მაგრამ ეგ არაფერი. სამაგიეროდ ძალიან კარგია რომ ასეთი თავბრუდამხვევი და ფანტასტიკური თრილერის წერა გადაწყვიტე. ოღონდ, რაც არ უნდა ფანტასტიკური იყოს სიუჟეტი, წიგნში ის მაინც ნამდვილ ამბავს უნდა გავდეს. ანუ, მოქმედების ადგილი ისე გარკვევით უნდა იყოს აღწერილი, რომ მკითხველი თვალნათლივ ხედავდეს მას. მოქმედი პირების საქციელი არ უნდა განსხვავდებოდეს ნამდვილი, ხორციელი ადამიანის საქციელისგან და ა.შ. სამაგიეროდ კომპოზიცია საკმაოდ კარგადაა შედგენილი - უცებვე არ იხსნება ბანქო, თანდათან, ბოლოსკენ ირკვევა რაშია საქმე.
1. ფანტაზია კი გქონია:) ფანტაზია კი გქონია:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|