ჩუმი ხმით მტკვარო მდუმარედ, მიილტვი დარდიმანდულად, ჩემი ფიქრები ოცნებით, ისევ აივსო ზღაპრულად.
გავყურებ მე შენს ნაპირებს, გული რითმებით ივსება, და შემოდგომის სურნელით, კვლავ ფოთოლცვენა იწყება.
მტკვარო რად ჩაფიქრებულხარ?! ნეტავი რა გაქვს სათქმელი, მრავალჯერ დაღონებულხარ, ბევრი რამის ხარ მნახველი.
მრავალჯერ დაგდინებია, ცრემლი დარდისგან ნაჟური, ურდოებს შეუღებიათ, სისხლით სულ შენი ნაპირი.
ასიათასი მოწამე, აქ შეჰღაღადებს მეტეხთან, და წმინდა, აბო თბილელი, ჩამოგეღვენთა ცრემლებად...
სამშობლოს მემატიანე, ცოცხალი ისტორია ხარ, მგოსანთა მუზის სინაზევ, ყველას ძალიან უყვარხარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. თბილი გულიდანაა ამოსული თბილი გულიდანაა ამოსული
1. მგოსანთა მუზის სინაზევ, ყველას ძალიან უყვარხარ.
ნუ... თუ ასე გიყვართ... :) მგოსანთა მუზის სინაზევ, ყველას ძალიან უყვარხარ.
ნუ... თუ ასე გიყვართ... :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|