გული მტკივა,გული მტკივა,გული მტკივა. ჰაერზე უხილავი დარჩა ეს გრძნობა და ისეთივე აუცილებელი. არ ვიცოდი რა მინდოდა?,სად მინდოდა,ან საერთოდ მინდოდა? ყველაფერმა აზრი დაკარგა,ვიჯექი საკუთარ ცხედართან და ვცდილობდი მომეცილებინა სხეული,სხეული,გონება,ფიქრი,აზრი და ცარიელი მსუბუქი მტრედივით ცაში ავფრენილიყავი. ყველას ჰქონია ცხოვრებაში ერთხელ ესეთი გრძნობა,რომ არავინ გყავს,არავის ჭირდები,მაგრამ დიდი დრო მაწუხებდა ეს შეგრძნება და რა მხრითაც არ წავედი,ყველგან სიმარტოვეს ვგრძნობდი,როგორ მეპარებოდა გამოცდილი ქურდივით და მიძვრებოდა სხეულში. ასეთი ცხოვრებით რა თქმა უნდა ხალხს შევიძულებდი,ოღონდ ისე კი არა ,რომ მანიაკად ვქცეულიყავი,არა,უფრო მეტად,მე მათთან საუბრის სურვილიც არ მქონდა . ახლა თითქმის სიზმრებით ცხოვრება მიწევდა და ვცდილობდი მათ გახანგრძლივებას. ადრე ,რომ ამბობდნენ რა არის სიმარტოვეო? და ხალხი პასუხობდა,როცა ძალიან გიჭირს და ირგვლივ არავინ გყავს. ჰო რა თქმა უნდა ეს სწორი პასუხია,მაგრამ არსებობს დრო როცა გყავს,მაგრამ ვერ გრძნობ,ვერ ხედავ და აღიქვამ... მაპატიე ღმერთო ,მაგრამ მე რაღაც უფრო საოცარს ველოდი ამ სამყაროს,რომ მოვევლინე. სასმელი წამიერი დუმილია,იმ ტკივილებისა,რომელსაც სული გამოსცემს და ბანს აძლევს კედლები,თეთრი და ამ დროს არც სულ თეთრი გარემო. ჰო ახლა მახსენდება რაღაც,რაღაც ისეთი ,დიალოგს,კამათს ,რომ ჰგავს. მე და ჩემი მეგობარი ვდავობდით,თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს მარტოობა თქო. მაშინ სულ სისულელები დავიწყეთ,მაგრამ ახლა ვიტყვი ,რომ ეს სიყვარულია,სიყვარული რომელიც არ გაგვაჩნია,ცხოვრების საჩუქარი,რომელსაც სულელები იღებენ და ჭკვიანები არა. ლამაზები იღებენ და შეუხედავნი არა,ცოდვილები იღებენ და კეთილები არა,ჯანმრთელები იღებენ და სნეულები არა. და ყველა ჩამოთვლილი ნიჭიერებით თუ უნიჭობით ვაფასებთ და ვუარყოფთ ადამიანებს. ამიტომ შეგვიყვარდა მარტოობა,რომელსაც ჩვენი არც სილამაზე უნდა,არც ჯანმრთელობა,არც ნიჭიერება... ამიტომ ვწერ და ვწერ ,ვაგრძელებ შეუჩერებლივ ,რომ ვიცი არ იქნება გაკიცხვა ,სიცილი,ცრემლი. ყველა წაიკითხავს სადღაც ,ოდესმე ამ ნაწერს და წავა,რაღაცას გაიგებს ,რაღაცას არა(ვერა). მე კი მშვიდათ ჩავესვენები მიწაში,რომელსაც ხან ზაფხულის მზე გაახმობს,ხან წვიმა დაასველებს,ხან თოვლი გააცივებს,ხანაც სემოდგომის მოფარფატე ფოთლები წყლულებს დაუამებენ.ვიღაცას ისევ ვერ იცნობენ,ვიღაცას ისევ გაკიცხავენ,ვიღაცას ისევ ზურგს აქცევენ და ვიღაცა ისევ დაწერს თავის წილ მარტოობაზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობ ნეფერტარი* მადლობ ნეფერტარი*
3. "მე რაღაც უფრო საოცარს ველოდი ამ სამყაროს,რომ მოვევლინე."
"მე და ჩემი მეგობარი ვდავობდით,თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს მარტოობა თქო. მაშინ სისულელები დავიწყეთ,მაგრამ ახლა ვიტყვი ,რომ ეს სიყვარულია,სიყვარული რომელიც არ გაგვაჩნია,ცხოვრების საჩუქარი,რომელსაც სულელები იღებენ და ჭკვიანები არა. ლამაზები იღებენ და შეუხედავნი არა, ცოდვილები იღებენ და კეთილები არა,ჯანმრთელები იღებენ და სნეულები არა. და ყველა ჩამოთვლილი ნიჭიერებით თუ უნიჭობით ვაფასებთ და ვუარყოფთ ადამიანებს. ამიტომ შეგვიყვარდა მარტოობა,რომელსაც ჩვენი არც სილამაზე უნდა,არც ჯანმრთელობა,არც ნიჭიერება... ამიტომ ვწერ და ვწერ ,ვაგრძელებ შეუჩერებლივ ,რომ ვიცი არ იქნება გაკიცხვა ,სიცილი,ცრემლი. ყველა წაიკითხავს სადღაც ,ოდესმე ამ ნაწერს და წავა,რაღაცას გაიგებს ,რაღაცას არა(ვერა). მე კი მშვიდათ ჩავესვენები მიწაში,რომელსაც ხან ზაფხულის მზე გაახმობს,ხან წვიმა დაასველებს,ხან თოვლი გააცივებს,ხანაც სემოდგომის მოფარფატე ფოთლები წყლულებს დაუამებენ.ვიღაცას ისევ ვერ იცნობენ,ვიღაცას ისევ გაკიცხავენ,ვიღაცას ისევ ზურგს აქცევენ და ვიღაცა ისევ დაწერს თავის წილ მარტოობაზე."
ბ რ ა ვ ო ... "მე რაღაც უფრო საოცარს ველოდი ამ სამყაროს,რომ მოვევლინე."

ბ რ ა ვ ო ...
2. კი ,ჩემთან ხშირად.)) კი ,ჩემთან ხშირად.))
1. რაღაც მძიმეა, კი არის ხოლმე ასეთი მომენტებიც :) რაღაც მძიმეა, კი არის ხოლმე ასეთი მომენტებიც :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|