ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო_018
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2012


დავით დავითიანს

                                                          ადე და...
ჩემთან ერთად ისევ ზემოთ წამოდი...
აქედან არ ჩანს ყველაფერი როგორც მანდედან,
შენ საქართველოს ამაღლებას მუდამ ლამობდი
და მის მაგივრად შენ ამაღლდი...ზემოთ ამოდი...
როგორც ჩანს ძმაო,მაქ აგარ დგას სუნი ქართული
მოიგდე ზურგზე სხეული  და დაუწყე კვეცა...
ოცნებებს,თუნდაც ახვიდე ასი სართული,
ყველაზე ახლოს,მაინც აქიდან მიწვდები ზეცას.
რომ მიაწვდინო უფალს ღაღადი შენი ვედრების
რომ საქართველო აღარასდროს აღარ დაობლდეს,
არ ვიცი ერის სიყვარულში ვის შეედრები
ევედრე დავით ჩვენი სული არ დაჭაობდეს...
უფალს და ასე გამოთხოვე ქრისტეს კურთხევა
და მოიშორე  მტერი,ჩვენს სულს ძირს რომ უთხრიდა,
კვლავ ვამაყობდეთ რომ  ასეთი წმინდა კუთხე გვაქვს
და ეს მსოფლიოც რომ გათენდეს ჩვენი კუთხიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს