ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: natinat
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2012


ხანდახან...

ხანდახან წერა მინდება,
მაგრამ აზრები მწირდება...
ჩემი გონება, ნასვამი,
ხანდახან, ვეღარ ფხიზლდება.
ხანდახან ისე ვიჩქარი,
რომ ვეღარ ვითვლი ნაბიჯებს,
ხანდახან ღამის სიზმარი
ჩემს რეალობას აღვიძებს.
ხანდახან, სასო ანთებით,
სითბოს დავეძებ დრო და დრო,
მინდა, ერთხელაც, ტირიფთან
ჩასახუტებლად მოგაგნო.
თენდება... ღამით დავჯღაპნე,
ვერ ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა...
სიტყვები როცა ვაკვნესე,
ჩემი თვალები ტიროდა.
რადგან ვერ ვნახე ძალები
შენდამი გრძნობას გავექცე,
გავკადნიერდი, დავჯექი,
მეკალმეობა გავბედე.
ხანდახან დაგელოდები,
რწმენას არავის გავატან...
ხანდახან ჩემთან ამოდი,
მოდი, დაგიცდი ხანდახან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები