ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2008


მთვარე ალიონში ითქვიფება,
ღამე დაილია მონატრებით,
ალბათ, ვერც ეს ლექსი იფიქრებდა,
თვალებზე ალერსს თუ მომაკლებდი.

კითხვები, უხმოდ რომ გისვამ ისევ,
ბავშვურ გაოცებით მომედავენ
პასუხად, რადგან შენ გისაკლისებ
სულ ბოლო დაცემის მომენტამდე.

შეცდომებს არ გითვლი, ნაპატიებს...
სიკვდილიც ყოფილა მონაგონი,
როცა შეუპყრიხარ აპათიებს,
როგორც ძვლის ტკივილებს მელოგინე.

მეგონა, სიშორეს შემინდობდი,
ეჭვის ხიჭვები რომ მომეგავა...
სეზონმილეული შემოდგომის
ფოთლებჩამობერტყილ ტოტებს ვგავარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები