სული გამიხდა აისბერგივით, შიგ სახლდებიან ესკიმოსები, გულს დავიწებებ ალისფერ ცვილით და სევდის ნიღბით შევიმოსები. მხრებზე მოვისხამ ცისფერ სუდარას, ცად ავაკვნესებ ბებერ ფლეიტას, ვაჩუქებ გარეჯს,ზარზმას, უჯარმას ვისაც ვუყვარვარ და თან ვერ მიტანს. ცამდე ავზიდავ ოცნების კოშკებს, კოშკის ქონგურებს მივაბამ ღრუბლებს, შენს თვალებს ერთი ცრემლიც რომ მოწყდეს კოშკებთან ერთად ვწვავ ლექსის ფურცლებს. დავაწყობ მწკრივად დარდის ქარავნებს, სისხლის მდინარე მომდის გულიდან, რას ვიფიქრებდი ნაღვლის გალავნებს, თუ მონატრება გადაუვლიდა. სული გამიხდა აისბერგივით, მესიზმრებიან თეთრი კნუტები, შენ ლამაზი ხარ ატმის ნერგივით, წახვედი ჩემგან, და არ ბრუნდები... 2.12.11
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. სემის გოგო ყველაფერს თავიისებური ახსნა აქვს აქ რომ დავიწყო წერა გამიგრძელდება ძალიან,არ გედავები ატმის ხე ნამდვილად ლამაზია გაზაფხულზე სემის გოგო ყველაფერს თავიისებური ახსნა აქვს აქ რომ დავიწყო წერა გამიგრძელდება ძალიან,არ გედავები ატმის ხე ნამდვილად ლამაზია გაზაფხულზე
3. ჩარლიიიიიიიიიიიიიიი :D წარმატებებიიიიიიიიიიი ძმაო +2 ჩარლიიიიიიიიიიიიიიი :D წარმატებებიიიიიიიიიიი ძმაო +2
2. რახელგაშლილი ყოფილხარ მისტვის ვინც ვერ გიტანს, ანგელოზების ჩარლი ;დ
და თეთრი კნუტები რატომ ?
ჰოკიდევ ჩემი აზრით ატმის ხე გაზაფხულზე ბევრად ლამაზია. რახელგაშლილი ყოფილხარ მისტვის ვინც ვერ გიტანს, ანგელოზების ჩარლი ;დ
და თეთრი კნუტები რატომ ?
ჰოკიდევ ჩემი აზრით ატმის ხე გაზაფხულზე ბევრად ლამაზია.
1. თავისებურად სილამაზის ელფერი აქვს :) +2 თავისებურად სილამაზის ელფერი აქვს :) +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|