ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პროზა
23 აპრილი, 2013


ჩემი სამი თვის

    სამი თვის წინ გავიგე,რომ გაგიმართლა...რომ უნდა დაიბადო... აქამდე არ მქონია მსგავსი მოლოდინი არაფრის და არავის მიმართ;ვერც კი აღვიქვი,როგორ უნდა მეცხოვრა თვეების დათვლით შენს დაბადებამდე.კატეგორიული ვარ–შენ უნდა დაიბადო!!!მოლოდინი მთრგუნავდა.ჩემში ყველაფერს ერეოდა მოუთმენლობა.შენ უკვე გხედავდი...შენზე ვზრუნავდი...და რა იყო ეს თუ არა ისეთი თავდავიწყება სიყვარულისა, რომელიც მხოლოდ იმ კავშირს ახლავს თან,რომელიც ჩვენს შორის გაჩნდა...გაჩნდა სულ რაღაც სამი თვის წინ , შენი სახით.შენი ასაკი როცა გავიგე,უკვე ცოტათი გაზრდილიც კი იყავი ჩემთვის.მახსოვს ერთ საღამოს ტანსაცმელსაც კი ვათვალიერებდით შენთვის და ვკამათობდით იმაზე,თუ ვისი გემოვნებით მოგიხდებოდა ჩაცმა სამომავლოდ...წარმოსახვაში მე უფრო დამემსგავსებოდი თუ მას...არ მახსოვს,მგონი სახელითაც კი მოგმართავდი...თუმცა ამას აზრი აღარ აქვს...აღაც იმ სახელის გახსენებას.
ყველაფერი გაჩერდა.გახუნდა ამაოება.დაწყებული მაგრამ ჯერ კიდევ არ განვითარებული,არ შემდგარი უკვე დამთავრდა.თუმცა ჩემში შენ იცხოვრე,იცოცხლე,იოცნებე კიდეც.შენი კისკისიც ვიცი უკვე,მიუხედავად...........შენი ჩახუტება და კოცნა იარად დამრჩა.შენი ლანდიც გათავისებული მაქვს.აქ შენი ადგილი ვერ მოიძებნა ალბათ  და იქ უსასრილობაში გარდაისახე.დამთავრდი ისე, რომ სიხარულით შეკოწიებული აუტანელი მოლოდინი მარადიულობაში გადაიტანე და ასეთი ნიშნით გადაწყვითე უსხეულოდ არსებობა,თითქოს სხვა შემთხვევაში შეუმჩნეველი დარჩებოდი.ჩემო დიდო პაწაწინა....ჩემო უსუსურო,რატომ აირჩიე სამარედ დედის მუცელი...ვიცი არჩევანის უფლება არ გვაქვს ადამიანებს მსგავს შემთხვევებში,თუმცა მაინც გსაყვედურობ უკვე.რატომ,ანგელოზად რატომ დამთავრდი....


                                        ( ჟანრიც ვერ მივუთითე ნორმალურად,არც იყო იმის შესაძლებლობა რომ საერთოდ არ მიმეთითებინა და არც მივუთითებდი რაიმესაც რომ დამსგავსებოდა ეს ნაწერი,უბრალოდ მინდოდა ეს ხმამაღლა მეთქვა და  შევძელი,თუმცა ალბათ ბოლომდე ვერასოდეს მოვახერხებ მაინც ამოთქმას ან კი რაღა აზრი აქვს...)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები