 | ავტორი: ჭალელი ჟანრი: პოეზია 23 ოქტომბერი, 2012 |
XXXX ––ვარდები ოთახში, ნაცრისფერ ქოთანში; დრო გამყავს ლამაზი კენჭების პოვნაში... ლამაზ კენჭებს მოგართმევ, თან სულ ფერად–ფერადებს და შენს სუფთა ოცნებებს მალე გაგიფერადებ; დაგაფასებ იცოდე, იმედი არ დაკარგო და არასდროს იფიქრო, რომ იქნები შენ მარტო...
XXXX –დედა, ალბათ იცი, როგორ მიყვარხარ! –დედა, არ გიჭირს ამ ეკლიან გზაზე ასე რომ მიგყავარ?! –დედა, ძალიან მეხმარები, ყოველთვის მეყვარები! –დედა, ხელს თუ გამიშვებ, ალბათ დავიკარგები. –დედა, ახლა მინდა დაგიბრუნო წარსულის დანაკარგები; –დედა, გსიამოვნებს არა, როცა გაფასებ ? მაპატიე, რომ შენსავით გზა ჯერ ვერ გავანათე; მაგრამ, ვეცდები... ვეცდები, ვეცდები... და მაპატიე, რომ დაბადების დღეზე უბრალო ლექსების ჩუქების მეტი ვერაფერი შევძელი... XXXX
––სკამზე რომ ზიხარ, გაზეთს კითხულობ დედა, ჩაის რომ სვამ და მიღიმი, რატომ ნეტავ? შენ ისევ გიყვარს ის ორცხობილები ყავასთან ერთად? დრო ისევ ქარგავს, თითქოს შენ გბაძავს... მაგრამ, ისეთი ნაქარგი არ გამოსდის ,როგორიც შენია, რადგან უკიდეგანო სიყვარული მხოლოდ შენშია! დედა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რადგან უკიდეგანო სიყვარული მხოლოდ შენშია! დედა...++ რადგან უკიდეგანო სიყვარული მხოლოდ შენშია! დედა...++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|