 | ავტორი: რებეკა ჟანრი: პოეზია 20 ოქტომბერი, 2008 |
ბოგანოთ შენ გვიქადაგე, დავადექთ სწორსა გზასაო, წმინდაო, ყლორტი დაგვამყენ, მარად უჭკნობსა ვაზსაო, ღმერთი გაგვაცან ერთარსი, მყოფი სახეში სამსაო, გვიქადაგებდი: ,, უფრთხილდით, თქვენთა სულსა და თავსაო, ღიაა კარი უფალთან, ადგილი არის ნავსაო, უსაძირკვლოდა, ქვიშაზე, ნუ აღაშენებთ სახლსაო, ქრისტესთვის უნდა ვემსგავსოთ, ფეხქვეშგათელილ ბზასაო. ნუ ემგვანებით რწმენაში მქროლავსა, ანცსა ქარსაო, იტვირთეთ ტვირთი ერთურთის და ნუ გამოდებთ კავსაო, გვიქადაგებდი, ვით ქრისტე სამარიელსა ქალსაო, სიცოცხლის წყალის სასმელად, შენ მიგვიყვანე წყალსაო. გვაუწყე, ღმერთმა რომ შექმნა, მიწას ვხედავთ თუ ცასაო, რაც ცოდვა ჩაგიდენიათ, შესცოდეთ მხოლოდ მასაო, მალე მოვაო უფალი, დაიწყებს ხობალთ მკასაო, თავთავსა ის შეინახავს, ცეცხლში გადაყრის ბზასაო. ღმერთმა , იესომ თვის მადლით, შენ დაგაფუძნა მთასაო. ნუღარ იქმნ იმის წინაშე აწი საქმესა ავსაო, კაცი, ვინც უფალს არ უსმენს , უნაყოფო ლეღვს გავსაო, ასეთი ღმერთს კი არ უყვარს, უშრეტი ცეცხლით წვავსაო.'" შენი სიტყვა და საქმე ხომ, მთლად იესოსას ჰგავსაო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. რატომ ვართ ბოგანოები? რატომ ვართ ბოგანოები?
17. სათუთი და თბილი
გაიხარეთ:) სათუთი და თბილი
გაიხარეთ:)
15. ეს წაკითხული მაქვს და მომწონს ძალიან 5 ეს წაკითხული მაქვს და მომწონს ძალიან 5
14. მოგიკითხე10 მოგიკითხე10
12. რებეკ ...გაიხარე:)
რებეკ ...გაიხარე:)
11. ვაიმე, ნონა, არა რა, არ გეწყინოს! ამ მუსიკით ყველა მიდის გურამიშვილთან "დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო" და გურამიშვილისა და ლაცაბიძის დაპირისპირებაში ვინ მოიგებს? :) ისე, რა ხდება, დღესასწაულია რამე? რა ყველას რელიგიური თემა მოეძალა? :? ვაიმე, ნონა, არა რა, არ გეწყინოს! ამ მუსიკით ყველა მიდის გურამიშვილთან "დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო" და გურამიშვილისა და ლაცაბიძის დაპირისპირებაში ვინ მოიგებს? :) ისე, რა ხდება, დღესასწაულია რამე? რა ყველას რელიგიური თემა მოეძალა? :?
10. ამ ტიპის ლექსს ეს მელოდია უხდება! მოგიკითხეთ სითბოთი და სიყვარულით! ამ ტიპის ლექსს ეს მელოდია უხდება! მოგიკითხეთ სითბოთი და სიყვარულით!
9. კარგია, კარგი :) 5 კარგია, კარგი :) 5
8. რებეკა, ფანტასტიურია! 10 რებეკა, ფანტასტიურია! 10
7. მე ძალიან მომეწონა, აი მართლა ძალიან 5 მე ძალიან მომეწონა, აი მართლა ძალიან 5
5. რა კარგიააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა :):):)
მოგიკითხეთ თბილააად :) 555555 რა კარგიააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა :):):)
მოგიკითხეთ თბილააად :) 555555
4. 10 10 10 10 10
ბრავო! 10 10 10 10 10
ბრავო!
3. იცი,ჩემი მამაო რაღაც უშველებელ პედესტალზე ''შემოვსვი'' :) და როცა ბავშვის დაბდღეზე პირველად ვნახე ანაფორის გარეშე ,''დაზმანული'' ვნახე ჯინსებით ...2 წუთი შოკი მქონდა:) ჰიპს გავდა...:)ეხლაც დამცინის ამაზე ხოლმე... საოცრად მეტყველი თვალები აქვთ საეკლესიო პირებს ხშირად მინანია ხატვა რომ არ ვიცი :(
ეს ისე... ქრისტე და ...მოკლედ უფალი ''ადამიანურია'' ძალიან :) იცი,ჩემი მამაო რაღაც უშველებელ პედესტალზე ``შემოვსვი`` :) და როცა ბავშვის დაბდღეზე პირველად ვნახე ანაფორის გარეშე ,``დაზმანული`` ვნახე ჯინსებით ...2 წუთი შოკი მქონდა:) ჰიპს გავდა...:)ეხლაც დამცინის ამაზე ხოლმე... საოცრად მეტყველი თვალები აქვთ საეკლესიო პირებს ხშირად მინანია ხატვა რომ არ ვიცი :(
ეს ისე... ქრისტე და ...მოკლედ უფალი ``ადამიანურია`` ძალიან :)
2. მიყვარს ეს თემა...5 მიყვარს ეს თემა...5
1. მოგიკითხე შენც და აკაკიც. :) მოგიკითხე შენც და აკაკიც. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|