ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არკუსი
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2012


* * *

მიდიხარ, თან მიგაქვს სურნელი თებერვლის,
სიცივე ხეებზე ბავშვივით თამაშობს
და თითქოს აღარ მაქვს სულ სულიც შებერვის,
მაგ წასვლის სიმკაცრემ იმდენად გამაშრო.

ჩერდება კიდეზე შემდგარი დინება,
სუნთქვისგან თითებზე შერჩენილ წვეთებად
მიდიხარ, ვგრძნობ ბოლოს კვლავ გაგეცინება
და როგორც მომაკვდავს მეც ჩამეწვეთები.

სიცივის წვალებით ამოთხრილ ორმოში,
რწმენაა დამსხვრეულ სარკივით მცირედი
და ახლაც არ ისმენ ნათოვლარ მოროშილს
მიდიხარ, შიშველი თოვლში და ცივდები

სიცივე ხეებზე ბავშვივით თამაშობს,
მინდა, რომ იცოდე უბრალოდ, მარტივად,
დრო მოვა თითებზე თოვლივით დაგაშრობ,
თუმც ახლა შენ ყოველ ნაბიჯში დავდივარ.

და უნდა გესმოდეს დრო არის დარჩენის
და თუმცა იშორებ ჭუჭყივით ტანიდან
ჩემ ყოველ შეხებას, ოდესღაც გაფრენილს
ბრუნდები, იცინი და ისევ თავიდან.
იწყება ეს თოვაც, მაჯების შეღებით
თოვლია შიშველი ჩუმი და სიცივის,
არ მინდა იცოდე და ისე გეხები.
თუმც გრძნობ და თვალებით ღმერთამდე იცინი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები