| ავტორი: მირამარი ჟანრი: პოეზია 5 ნოემბერი, 2012 |
*** მასკარადია ტაძარში თითქოს, ღმერთი აქციეს აქ სათამაშოდ, აქ პატიებას ყველა არ ითხოვს- აქ თვითონ მღვდელიც ღმერთსა თამაშობს.... შეხვალ და ხედავ თეატრ-ტაძარში მღვდელმთავარს ოქროს სამოსს აცმევენ აქ მომსწრე ხდები უფლის გაძარცვის, იმისაც- ჯვარზე როგორ აცვავენ ქრისტეს მეასედ, თუ მეათასედ დღეს ამის დათვლა არც ღირდეს იქნებ (!) უფალო, ახლაც ვერ დაგაფასეს- მღვდელი შენს ჯვარცმას კვერთხივით იქნევს... შენი არა სწამთ, უფრო შურთ შენი, დიდ ღიპიანს, თუ დიდ ჯიპებიანს, ყველას აწუხებს ღმერთობის სენი და ჯვარზე გაკრულს გეჯიბრებიან... შენ კი უფალო, ნეტავ, სადა ხარ,- რომ მოეფინო სინათლედ წყვდიადს. ღმერთო, სადა ხარ?- ნუთუ ხატსა და ეკლესიებში გამოგამწყვდიეს (?)... .............................. მასკარადია ტაძარში დიდი, ხალხს შეატოვა მღვდელმა გოლგოთა, თვითონ კი სადღაც მანქანით მიდის, მარტო კი არა,- ვიღაც გოგოსთან....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მირა ამ ლექსზე ბევრს გეკამათები და ტანაც პირადში, ეს საიტებზე გასარჩევი თემა არაა მირა ამ ლექსზე ბევრს გეკამათები და ტანაც პირადში, ეს საიტებზე გასარჩევი თემა არაა
9. ლექსი სუსტია, მაგრამ თემატიკა ჩვენდა სამწუხაროდ გულთან მისატანი და არა თავისდასახრელი და გასაჩუმებელი..
მამა თეოდორეს ქადაგება გამახსენდა უცებ.. ყველას გირჩევთ მოუსმინოთ. ლექსი სუსტია, მაგრამ თემატიკა ჩვენდა სამწუხაროდ გულთან მისატანი და არა თავისდასახრელი და გასაჩუმებელი..
მამა თეოდორეს ქადაგება გამახსენდა უცებ.. ყველას გირჩევთ მოუსმინოთ.
8. ყველაფერზე წერე რაც ყურადსაღები და გამოსასწორებელია.."სიმართლე მწარე წამალია არ გესიამოვნება,მაგრამ მოგარჩენსო"++ ყველაფერზე წერე რაც ყურადსაღები და გამოსასწორებელია.."სიმართლე მწარე წამალია არ გესიამოვნება,მაგრამ მოგარჩენსო"++
7. დიდი მადლობა თქვენი კომენტარებისთვის....
საინტერესოა ყველას აზრი...
რაც შემეხება მე- ვწერ როცა მინდა და რაზეც მინდა...
ლექსს არ უყვარს ჩარჩოები...
თუ გასაპროტესტებელია-ვაპროტესტებ! თუ კიდევ რამე გენიალურია-აღტაცებას გამოვხატავ !
ვწერ იმაზე რაზეც მეწერება
და მსიამოვნებს ყველა თქვენი შეფასების კითხვა...
მადლობა და...
კარგ დღეს გისურვებთ! დიდი მადლობა თქვენი კომენტარებისთვის....
საინტერესოა ყველას აზრი...
რაც შემეხება მე- ვწერ როცა მინდა და რაზეც მინდა...
ლექსს არ უყვარს ჩარჩოები...
თუ გასაპროტესტებელია-ვაპროტესტებ! თუ კიდევ რამე გენიალურია-აღტაცებას გამოვხატავ !
ვწერ იმაზე რაზეც მეწერება
და მსიამოვნებს ყველა თქვენი შეფასების კითხვა...
მადლობა და...
კარგ დღეს გისურვებთ!
6. ვინ მოიგონა რომ მღვდლების თემა ხელშეუხებელია? დრო მოვიდა ახსენი ერთი რატომ არაა ჩემი საქმე მღვდელმთავარს რას ჩააცმევენ? დრო მოვიდა რას ნიშნავს სიტყვა „ჩვენნაირების“ ესეც უნდა თქვა და კიდევ „საფრთხილო“ რა დაინახე?
ვინ მოიგონა რომ მღვდლების თემა ხელშეუხებელია? დრო მოვიდა ახსენი ერთი რატომ არაა ჩემი საქმე მღვდელმთავარს რას ჩააცმევენ? დრო მოვიდა რას ნიშნავს სიტყვა „ჩვენნაირების“ ესეც უნდა თქვა და კიდევ „საფრთხილო“ რა დაინახე?
5. ნეფერტარი სიტყვა „დუხაბორი“ რას ნიშნავს? ნეფერტარი სიტყვა „დუხაბორი“ რას ნიშნავს?
4. ლექსი ლამაზია, შინაარსი კი მხოლოდ "დუხაბორებს" თუ მოეწონებოდათ. მღვდლების თემა რომ არ იყოს, ძალიან აქტუალური იქნებოდა :) ანუ ერისკაცების მისამართით.
"შენი არა სწამთ, უფრო შურთ შენი, დიდ ღიპიანს, თუ დიდ ჯიპებიანს, ყველას აწუხებს ღმერთობის სენი და ჯვარზე გაკრულს გეჯიბრებიან..."
ეს განსაკუთრებით გამორჩეულია. :) ლექსი ლამაზია, შინაარსი კი მხოლოდ "დუხაბორებს" თუ მოეწონებოდათ. მღვდლების თემა რომ არ იყოს, ძალიან აქტუალური იქნებოდა :) ანუ ერისკაცების მისამართით.
"შენი არა სწამთ, უფრო შურთ შენი, დიდ ღიპიანს, თუ დიდ ჯიპებიანს, ყველას აწუხებს ღმერთობის სენი და ჯვარზე გაკრულს გეჯიბრებიან..."
ეს განსაკუთრებით გამორჩეულია. :)
3. შეხვალ და ხედავ თეატრ-ტაძარში მღვდელმთავარს ოქროს სამოსს აცმევენ
ჩემი და თქვენი და ჩვენნაირების განსაკითხი არ არის მღვდელმთავარს რას ჩააცმევენ.
სხვა რამე სცადეთ წერა,საფრთხილო თემა აგირჩევია მეგობარო შეხვალ და ხედავ თეატრ-ტაძარში მღვდელმთავარს ოქროს სამოსს აცმევენ
ჩემი და თქვენი და ჩვენნაირების განსაკითხი არ არის მღვდელმთავარს რას ჩააცმევენ.
სხვა რამე სცადეთ წერა,საფრთხილო თემა აგირჩევია მეგობარო
1. გამეცინა :)))) მესმის პროტესტი, ლექსად ვერ აღვიქვი. გამეცინა :)))) მესმის პროტესტი, ლექსად ვერ აღვიქვი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|