ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2012


უსათაუროდ

                                                                                                          ნიკუშას და თათოს

სიმშვიდე სულის ჩემში სახლობს
ყველაფერს ვნანობ, რაც გაწყენინეთ.
სიმშვიდე ჩემში იმედს პურს აჭმევს
პირველად მე შენ შემიყვარდი, როცა გიხილე.

მერე ათასგზის ვებრძოდი სევდას
დავამარცხე და ისევ შენთან ვარ.
შენ მგრძნობ - მე მჯერა, ძილშიც შენ გხედავ
მამშვიდებს შენზე ფიქრების წყება.
როცა ხელს გხვევდი, თმებზე გკოცნიდი,
მე მენატრება წამი ყოველი.
ასეთი სუფთა სულის პატრონი
ვერ შეიცვლიდი გულს - სუფთას, სპეტაკს.


უკვე მეასე გათენდა დილა
მე უშენობა ღმერთმა მიბოძა
რათა გავუძლო ტკივილს და სევდას
შენთან მოვიტან ვარდების შეკვრას.

ნიკუშა მიყვარს და თქვენ სურათებს
ვათვალიერებ ყოველდღე და ღამ.
არ მენატრებით, რადგან ჩემში ხართ,
მე თქვენ მიყვარხართ და თქვენთანა  ვარ.

დავატრიალებ ფიქრებში იმედს
ღვინის ჭიქაზე ხელს აღარ გავკრავ
მე მომიყევი რაც გტკივა კარგო
მე შენ გაგიგებ ყველაზე მაგრად.

მიყვარხარ მე ვგრძნობ დღეს შენს ტკივილებს
მინდა მოგხვიო ორივე მკლავი
და ჩაგეხუტო, გითხრა მრავალჯერ
მე შენ მიყვარხარ - ბევრჯერ გითხარი.

ეხლა კი ისევ გაბევრდი ჩემში
მოვალეობა მექცა მესიად
სიყვარულია ჩვენთვის მთავარი
ჩვენ სიყვარულით ვიპოვით ერთ სახლს.

და იქ ვიცხოვრებთ მხოლოდ ჩვენ სამნი
ნიკუშას ღიმილს ყოველდღე ვხედავ
ბედნიერი ვარ, რომ შენ ხარ დედა
და შვილი გიყვარს ძალიან მაგრად.

და მე გაფასებ უფრო და უფრო ,
რაც გადის დრო და რაც გადის ხანი.
თქვენ დამესიზმრეთ წუხელ
და გულში მე გამახარა თქვენთან შეხვედრამ.

დრო გავა ისევ,მოიტანს სითბოს
შენ ჩაგეხუტე ნიკუშ სიზმარში
მერე ავდექი, თათოს ვაკოცე
ორივე თვალზე და ჩუმ ბინაში.

სიცოცხლე ჩემი მხოლოდ ჩემია
ნებაც მაქვს მარად მე თქვენ მიყვარდეთ.
მოვალეობა მექცა მესიად
მე თქვენ მიყვარხართ დილით- დილამდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები