ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარინა
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2012


ჩვენ წმინდანები გვლოცავენ

ჩვენ წმინდანები გვლოცავენ:
ქეთევან, შუშანიკ, დემეტრე.
და მათი სადიდებელი
კვლავ ლოცვა ისმის მეტეხზე.
    ეჰ, მტკვარიც დადუმებულა,
    ქართველთა ბედით დამხვრჩვალი,
    ხიდი სამსჯავროდ აქციეს,
    მტკვარზე მონახეს საფლავი.
ნუთუ ამდენი ვაება
შენ მტკვარო უნდა გენახა,
თავმოკვეთილი ქართველთა,
შენ ხომ მეორე დედა ხარ.
    შენი წყლით სისხლი მობანე,
    ცხარე ცრემლებიც აწვიმე,
    ხატის შებილწვას სიკვდილი
    და თავგანწირვა არჩიეს.
ჩვენ კიდევ გვყავდა წმინდანნი:
შალვა, ელიზბარ, ბიძინა,
ოხ, რა წამებას გაუძლეს
ვერ შეაშინათ სიკვდილმა.
      ვაი შენს მამას პაატა,
      ჩონგურს სიმები დაუწყდა,
      რადაგან პაატას სიკვდილით,
      გულს დიდი ძარღვი ჩაუწყდა.
ვაი, შენს თეიმურაზსაც,
ვაჰ, ბედი ჰქონდა მტირალი.
ოჯახი ამოგიწყვიტეს
ცხადი იყო თუ სიზმარი.
      დაგვლოცე წმინდა სამებავ!
      ედემის ბაღად ქცეულო,
      წმინდანთა დიდო სამოთხე,
      უფლის სატახტო მეფურო.
მადლი გვფარავდა ქართველებს,
რომ გავაგრძელეთ სიცოცხლე.
უნეტარესო ილია,
საქართველოსთვის ილოცე.
      მარიამ, უფლის დედაო,
      საფარველს გაშლილს ვხედავო,
      ეგ შენი წმინდა სამოსი,
      მთელ საქართველოს სწვდებაო.
მეფენიც გვყავდა ქართველებს:
დავით, გიორგი, თამარი.
ვაი რა ბოძი მოგვიკლეს
წმინდა ილია მართალი.
      გვგონია გარდაიცვალნენ?
      იქაც გვიდგანან დარაჯად.
      და მათი ლოცვა კურთხევით,
      ალბათ ვიპოვით სამართალს.
ისევ იბრწყინეს ქართველთა,
დროშა დავითის, თამარის.
დაგვიბრუნდება ქართველებს,
ეს კურთხეული მთა-ბარი.

                                                          2010 წ  11 სექტემბერი
                                                   
             
 
 

                                 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები