 | ავტორი: მარინა ჟანრი: პოეზია 20 ნოემბერი, 2012 |
დედა ენავ, დედასავით სათაყვანო, მოხატულო ენავ თვალ-მარგალიტით, გავიზარდე, მაგრამ სულაც არ იფიქრო, არ მახსოვხარ, უკვე გადამავიწყდი. დედა ენავ, პატარების სიხარულო, საზრდო ენავ, შენ ქართული სულისა, თითქმის ყველა დედა ენით გავიზარდეთ, რომ შექცვალეს, მაინც ვიწყებ წუხილსა. შენს ფურცელზე ია მიმზერს თვალ-ხატულა, "აი თითიც" მესალმება შორიდან, თუმც ბავშვობა მენატრება, მერხზე ჯდომა, მაგრამ ის დრო აღარასდროს მოვიდა. დედა ენავ, ჩემი შვილის მეგობარო, ერთად გფურცლავთ ამაყად და ფაქიზად, მინდა იყო ყველასათვის ცოდნის წყარო, არა ტვირთი, მხოლოდ ჩანთის საზიდად. დედა ენავ, იაკობის დედა ენავ, დედა ენავ, ქართველების საუნჯე, შენ სიმდიდრე დაუტოვე ჩვენს პატარებს, და მერე კი მშვიდად თვალი დახუჭე. 2011წ/24 მარტი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა ვიკა.გაიხარეთ. მადლობა ვიკა.გაიხარეთ.
3. დედა ენა ++ დედა ენა ++
2. ამბობს სათქმელს:)) გოგებაშვილიდან-როდონაიამდე:) ამბობს სათქმელს:)) გოგებაშვილიდან-როდონაიამდე:)
1. დედა ენავ, ჩემი შვილის მეგობარო, ერთად გფურცლავთ ამაყად და ფაქიზად, მინდა იყო ყველასათვის ცოდნის წყარო, არა ტვირთი, მხოლოდ ჩანთის საზიდად. დედა ენავ, იაკობის დედა ენავ, დედა ენავ, ქართველების საუნჯე, შენ სიმდიდრე დაუტოვე ჩვენს პატარებს, და მერე კი მშვიდად თვალი დახუჭე.
უფალმა დაგლოცოთ! ++ <3 დედა ენავ, ჩემი შვილის მეგობარო, ერთად გფურცლავთ ამაყად და ფაქიზად, მინდა იყო ყველასათვის ცოდნის წყარო, არა ტვირთი, მხოლოდ ჩანთის საზიდად. დედა ენავ, იაკობის დედა ენავ, დედა ენავ, ქართველების საუნჯე, შენ სიმდიდრე დაუტოვე ჩვენს პატარებს, და მერე კი მშვიდად თვალი დახუჭე.
უფალმა დაგლოცოთ! ++ <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|