წრე
ვზივართ მე და ჩემი ბიჭი მდინარიდან დაბრუნებულნი გადაჭრილ მორზე, სოფლის სასაფლაოს გვერდით, მყუდროებას მხოლოდ კუტკალიების ხმა არღვევს. ვზივართ ასე ერთმანეთის პირისპირ... მარადისობაში წამით დასიზმრებულები, ერთი საწყისის ორი საპირისპირო პოლუსი. მე სიკვდილისკენ ვიხრები, ის _ სიცოცხლისკენ. აქედან ასიოდე მეტრში მამაჩემის საფლავია. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ წუხელ მესიზმრა _ ჩემი ბიჭის ღიმილი ჰქონდა...
* * * ცოტა გვერდზე ჩაიჩოჩეთ, ღრუბლებო, წადით, ჩემი ეზოს ზემოთ სანისლებოს მთებია და იქ ჩამოისვენეთ. შორი გზიდან მოდიხართ დაღლილები, ნაღვლიანები. საცაა ცრემლები წაგსკდებათ და, თითქოს ჩემი სადარდებელი თავსაყრელად არ მქონდეს, ზეცის სევდითაც გინდათ გამლუმპოთ... ჩაიჩოჩეთ ცოტა გვერდზე, ღრუბლებო, თორემ ასე გამოდის, მზე აღარ არსებობს ჩემთვის, სულ მუდამ თქვენს გამურულ სახეებს უნდა ვუმზირო. ხომ გაგიგონიათ, ჩვენებური ეზოთერული _ ”მზე დედაა ჩემი”... და ა.შ. არ გამოცხვება ობლის კვერი ჩამქრალ მზით და ჩამქრალ ნაკვერჩხლით. უმზეო ცაზე მქრქალი სხივიც ვერ აღწევს ჯარგვალს _ ჩემს საბრალო, შიშველ ბავშვობას, წადით, დროზე წადით, ღრუბლებო, ჭროღა მთებზე ჩამოისვენეთ, მის სველ მკერდზე დაჰკიდეთ ცრემლი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ავტორი: დავით შემოქმედელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2 ავტორი: დავით შემოქმედელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
3. მომეწონა ++ მომეწონა ++
2. შემოვედი და ერთი ცალი კომენტარი დამხვდა... :)
რა ვქნა ახლა,ა? რომ ჩამოვჯდე აქ და ვიტირო,ჩემიც და სხვისი წილიც, გამოვისყიდი ვითომ? :)
განსაკუთრებული ავტორი ხართ ჩემთვის!
შემოვედი და ერთი ცალი კომენტარი დამხვდა... :)
რა ვქნა ახლა,ა? რომ ჩამოვჯდე აქ და ვიტირო,ჩემიც და სხვისი წილიც, გამოვისყიდი ვითომ? :)
განსაკუთრებული ავტორი ხართ ჩემთვის!
1. მარადისობაში წამით დასიზმრებულები, ერთი საწყისის ორი საპირისპირო პოლუსი. მე სიკვდილისკენ ვიხრები, ის _ სიცოცხლისკენ.++ მარადისობაში წამით დასიზმრებულები, ერთი საწყისის ორი საპირისპირო პოლუსი. მე სიკვდილისკენ ვიხრები, ის _ სიცოცხლისკენ.++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|