 | ავტორი: ქეთ ჟანრი: პროზა 14 ნოემბერი, 2012 |
„ნუ გეყვარები იდეალურობისთვის.. ნუ გამაღმერთებ, რადგან არაფერია იმდენად ცვალებადი, როგორც რწმენა“
ალბათ უჩვეულო რამის მომსწრე გავხდებოდი ცოტაც კიდევ რომ ეცლია ბედისწერას ჩემთვის და საკუთარი ინტერპრეტაციისთვის შემესხა ფრთები. ამ გადმოსახედიდან ბევრი რამ უკეთ წარმოჩინდება ჩემთვის და კითხვებიც იმდენად გახუნდნენ, რომ პასუხების მოლოდინიც კი დაკარგეს. სანიმუშო არასოდეს ვყოფილვარ, პირიქით. მუდამ ეგოცენტრულ პიროვნებად ვთვლიდი თავს, შესაბამისად არც ბედს ვემდუროდი (მხოლოდ არაეგოისტები ემდურიან ბედს, რადგან ეგოცენტრიკს თავისი უბედურებაც კი ესიმპატიურება). და ამ ფიქრებით დატვირთულს ერთხელაც ისე ძლიერ გამაწნეს სილა, რომ აზრზე მოსვლის შემდეგ ერთთავად შევიცვალე. არა, საქმე შეცვლაშიც კი არაა, ალბათ თანმიმდევრულობა აკლია ახლა ჩემს საუბარს. სჯობს მივყვეთ ქრონოლოგიურად და მეც უფრო გამიადვილდება ამოვიცნო საკუთარი შეცდომების უთავბოლო არსებობა.
ჯორჯი („გარდაუვალის წინაშე არსებული შიში მხოლოდ საკუთარი უძლურების ზეიმია“)
ახლაც ვერაფრით ვიხსენებ, სულ პირველად სად ვნახე. მხოლოდ მისი ერთგვარად მშვიდი გამომეტყველება და ავსტრალიური აქცენტი მახსენდება. მეგობრების წვეულებაზე იმდენად თავდაჭერილი იყო, ვიფიქრე, მსგავსი უხეირო ვინმე ჯერ არსად შემხვედრია-თქო. სხვათა შორის იშვიათად ვცდები ხოლმე, ამიტომაც როცა აღმოჩნდა, რომ ის უილაჯოზე მეტად საკმაოდაც მარილიანი გახლდათ, სწრაფად დავინტერესდი. ალბათ, მოგეჩვენებათ, რომ ქარაფშუტული საქციელი ჩავიდინე, რაზეც ვერაფრით დაგეთანხმებით მარტივი მიზეზის გამო, - ვინც არ ცდილობს საკუთარ იმპულსებს აჰყვეს, მხოლოდ სხვის მიერ მოგონილი წესებისთვისაა გაჩენილი, მე კი, როგორ გითხრათ.. ყველაზე მეტად სხვისი კანონებით ცხოვრება მძაგს. ჯორჯი იმ ღამით მხოლოდ ბურბონს სვამდა და სხვების მიერ წამოსროლილ ხუმრობას თავშეკავებული ღიმილით პასუხობდა. საერთოდ, დაკვირვებული ვარ, როცა ადამიანი საზოგადოებაში ამხელა თავშეკავებას იჩენს, იგი ან უზომოდ მგრძნობიარე და იმპულსურია, ან კი ძალზედ მარტოსული. - ქალბატონს შამპანური მიართვით, თუ შეიძლება. და ჩემს წინ ასვეტილი უცნობი გვერდით ჩავლილ მიმტანს ბოკალს ცხვირწინ აცლის. - გმადლობთ, თუმცა შამპანური არ მიყვარს. ვეხმიანები მის ნათქვამს და ისევ ჯორჯისკენ ვაპარებ მზერას. - სულ ტყუილად. ამბობენ, შამპანური არისტოკრატული ბოჰემის განუყოფელი ნაწილიაო. - ამას ვინ ამბობს, თქვენ? დაცინვით გავხედე ბოლოსდაბოლოს, თუმცა მისმა თავხედობამ ჩემზე დადებითი შედეგი გამოიწვია. სახეზე უნებური ღიმილის გრიმასა გამოესახა. თმაზე ფრთხილად მოისვა ხელი აღელვების დასაფარად და ჩემთვის აღებული შამპანურის ბოკალი ბოლომდე გამოსცალა. - არადა, როგორი უშუალო ბრძანდებით, სამწუხაროა.. მართლაც რომ გული დამწყდა. მისი ჟესტების შემყურე ვერაფრით ჩავსვი ამ საზოგადოებაში, რომელიც პირმოთნე ღიმილით იმდენად ადღვებილიყო სიყალბის თავაზიანობაში, რომ გულის რევაც კი უადგილო იყო ჩემი მხრიდან. - რა არის სამწუხარო? ჩამეკითხა ინტერესით და ჯიქურ ჩამაჯინდა თვალებში. - რომ ახლა და აქ მხოლოდ. - ვერ მიგიხვდით.. საბოლოოდ დაიბნა და გულის სიღრმეში ძლიერ მესიამოვნა, რომ ეს არც კი დამალა. - აქ და ახლა რომ არა, ჩვენ ვისაუბრებდით იმაზე, თუ რას გააკეთებდით, როცა ძალიან შეგიყვარდებოდით. ვფიქრობ, ძნელი იქნება დავივიწყო ეს სახე. ალბათ ასეთი მიმიკა ათეისტებს აქვთ, როცა სასწაულს იხილავენ საკუთარი თვალით და ამ გაოცებისგან იმდენად ებღაუჭებიან პირვანდელ მოსაზრებას, რომ ცინიზმში გადასული სიმწრისგან ეღიმებათ. - სადაც საუბრისთვის დრო არ არის, იქ მხოლოდ სიყვარულისთვის რჩება ადგილი, მადმუაზელ. მშვიდი ხმით მიპასუხა და რევერანსით გამშორდა. სახელიც კი არ მიკითხავს, თუმცა რა აზრი ჰქონდა ამას. ასეთი დიალოგის დროს ორივე მხარე ხვდება, რომ ურთიერთობა დასაწყისშივე დასრულებულია და მხოლოდ ჩანართებით კონტაქტია შესაძლებელი. ზუსტად მაშინ, როცა უნებურად გამიტაცა ჩვენი მომდევნო შეხვედრების პერსპექტივამ, ჯორჯმა ჩამიარა. რაღაც მოცივო არომატის სუნამოს სურნელი ჰქონდა, რომელმაც რატომღაც გამაღიზიანა. მის მიხრა-მოხვრაშიც იყო რაღაც განყენებული და მიუკარებელი. ადამიანები კი არ ირჩევენ გარემოებებს, არამედ სიტუაციური დისოციაციები იყენებენ ადამიანებს. აბა, წარმოიდგინეთ ღმერთი, რომელსაც წინ უფენია გაუმჟღავნებელი ფირივით თითოეული ჩვენგანის ცხოვრება. არავინ იცის ვის რა როლი ექნება აქ და უნებურად როლების მორგებისას ავიწყდება, რომ საკუთარ დაბადებასაც კი ვერ განაგებს, არათუ მომდევნო ყოფას. - უკაცრავად, თქვენ ჯორჯი ხართ? უმალვე მივაჭერი მასთან, რადგან იმდენად გადაპრანჭული საღამო იყო, რომ უკვე თავის ტკივილიც კი ვიგრძენი. - დიახ, რა გნებავთ? მობილიზებული.. ჰალსტუხი მჭიდროდ განასკვული ყელთან, ჩახუთული ყოფით. წარმოვიდგინე, როგორ კავდება სექსით თავშეკავებული მანერულობით და თავშეუკავებლად გამეცინა. - რა გაცინებთ კი მაგრამ? უკვე სიბრაზეც კი შეერია. მისი მიუკარებელი ნატურა უშუალობით წაბილწეს! თანაც ვინ? ვიღაც ქალმა მოხდენილი კაბითა და ნუშისებრი თვალის ჭრილით. - ნევროპათოლოგი ბრძანდებით, ხომ? - დიახ, თუმცა აქ რა არის სასაცილო არ მესმის. მპასუხობს მსუბუქი წარბშეკვრით და ირგვლივ მყოფ ხალხს აკვირდება. ვაითუ ვინმემ შენიშნოს ჩემი მისდამი გამოჩენილი ფამილიარობა. ღმერთო, ჯორჯ, რა სასაცილო ხარ და როგორ მომწონს ეს ყველაფერი. - რომ გითხრათ დღეს ღამევე თუ არ გამესაუბრებით და ამ მარტოობას არ შემიმსუბუქებთ თქვენი არსებობით, სახლში მისვლისთანავე ვენებს გადავიჭრი-თქო, რას იზამთ? - ჩავთვლი რომ უგზოუკვლოდ მეტიჩარა ვინმე ხართ. როგორც იქნა სახე გაუხსნა ღიმილმა. - სიამოვნებით წავიდოდი სახლში და ფინჯან ყავას დავლევდი თქვენთან ერთად. მიუხედავად ამ ყველაფრისა იყო მასში ის სტაბილური სიმყუდროვე, რაც მთიშავდა და მადუნებდა. კაკაოსფერი თმა მოკლედ ჰქონდა შეკრეჭილი და კრიალოსნისფერი თვალები მსუბუქად მოეჭუტა. ვიცი, გავრისკე ამ ფრაზით, თუმცა ხომ იცით, ადამიანი მაშინ იგებს, როცა თავის უნიკალურობას ჩამოდის ფსონად. - არ ვიტყოდი უარს თქვენთან საღამოს გატარებაზე. გასაოცარი იყო ასეთი გარდაქმნა. ჯორჯს თამამად გამოვდე ხელკავი და დემონსტრაციულად დავტოვე წვეულება. გამოსვლისას სადღაც იქვე ფრანგი კავალერი დავლანდე, მომეჩვენა რომ სახეზე მრისხანების მარცვალი გაკრთოდა.
* * *
და მას მერე სულ მცირე ხანში, მე და ჯორჯი ერთად დავსახლდით ჩემს ბინაში. მახსოვს, მეხამუშა, როცა თავისი კბილის ჯაგრისი ჩემი ჯაგრისის გვერდით დადო. დიდხანს მდუმარედ ვუყურებდი, როგორ დადიოდა ოთახიდან ოთახში შინაური, ერთგვარად დაუდევარი ნაბიჯებით. რამდენჯერმე ლამის შევყვირე, როცა ძილბურანში მყოფს პირსახოცშემოხვეული დამადგა თავზე (ვერ აღვიდგინე გაღვიძებისთანავე და წამიერად დამზაფრა უცხო, ნახევრადშიშველი მამაკაცის ხილვამ ჩემს საძინებელში). შემდგომ უკვე ჩვეულებაში გადამივიდა მასთან ერთად ჩაის დალევა. ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ მის წინ დავიწყე გაპრანჭვა. არა, უცხო მამაკაცთან როდი (ეს კიდევ ჯობდა, მერწმუნეთ), არამედ სარკის წინ. დიახ, საკუთარი თავით ტკბობა დავიწყე მის წინაშე. ჯორჯის მშრალ ხასიათს ვეღარ წვდებოდა ჩემი ტემპერამენტის სინოტივე და საქმე იქამდე მივიდა, რომ მდუმარე სექსის მეტი არაფერი გვქონდა საერთო. იცით, ხშირად მსმენია, რომ იდეალური წყვილები არ არსებობენ, რომ გარდაუვალია გაექცე რუტინას, რომელიც აუფერულებს ყველაფერს, მაგრამ.. რატომღაც არასოდეს ამბობენ იმას, რომ იდეალური წყვილები მხოლოდ იმიტომ არ არსებობენ, რომ თავად იდეალური გრძნობა არ არის ამქვეყნად. ანუ სიყალბეზე ვერ დააშენებ კიდევ ერთ ყალბ აგურს. ასე განვსაჯოთ, მუდამ სითბოსა და ყურადღების მაძიებელი „ცხოველები“ ვართ (ამაზე აქვე შევთანხმდეთ) და როცა პოტენციური ჩვენი გამათბობელი ადამიანი გვხვდება, ჩვენ ცხოველის მსგავსი იმპულსურობით ერთთავად ვეფლობით გზნებაში. ხოლო ის, რაც მაღალგანვითარებულ არსებებს განგვასხვავებს ცხოველებისგან უბრალოდ დაბინდულია ამ სითბოსგან. და ხანდახან, სწორედ რომ აზროვნების უნარია ხშირ შემთხვევაში დამღუპველი, რადგან ის იმდენად ლამაზ სცენარს წერს, რომ შეუძლებელია არ შეიყვარო მასში არსებული მთავარი გმირი - ჩვენი გამათბობელი! ხედავთ რა ყოფილა? „პოტენციური ცხოველი“ ეძებს სითბოს. და იგი პოულობს გამათბობელს, რათა იქცეს ცხოველად. ჯორჯ, ნეტავ რას იტყოდნენ შენი პროფესორი მეგობრები ამ თეზაზე? როგორც ყოველთვის, ქალურ ლოგიკას გაახვევდი კრიტიკის ქარცეცხლში და მერე იმდენხანს მესაუბრებოდი ე.წ. განმასხვავებელ ნიშნებზე, რომ სულ დაგავიწყდებოდა მთავარი, მე ხომ უბრალოდ შენს გვერდით ცხოველად ყოფნა მსურდა.
- ჯორჯ, რა სხვაობაა მიტოვებასა და ღალატს შორის? - მიტოვება ისაა, როცა შენ ჩემგან წახვალ, ხოლო ღალატი ისაა, როცა მე შენ არ შეგაჩერებ. როგორ მინდოდა მეთქვა, კიდევ რაღაც, მაგრამ ამ პასუხის მერე იმდენად უმნიშვნელო გახდა ყველაფერი, რომ ხმა არ ამომიღია. თითქოს სინანულიც კი ვერ ვიგრძენი.. რაო, ამაზე რაღას იტყოდნენ შენი მეგობრები, ჯორჯ? ემოცია მაქვს ატროფირებული?
* * *
- სად არის ჯორჯი? შემეგება წვეულების დიასახლისი. ზუსტად ერთი წლის თავზე ისევ იგივე საღამოს, ოღონდ განსხვავებული განწყობით, კვლავ აქ გახლდით. - საშინელი თავის ტკივილი აწუხებს და სახლში დარჩა. თავაზიანობის ნიღაბი იმდენად სწრაფად მღლის, რომ უმალ გავშორდი თანამოსაუბრეს. სიგარეტის მოსაწევად ფართო ვერანდაზე გავედი. კაცმა რომ თქვას, სულაც არ მინდოდა ჯორჯი წამოსულიყო. მისი ჩემს გვერდით აღქმა უკვე ისეთ შებოჭილობას მგვრის, რომ მაქსიმალურად ვცდილობ განვაცალკევო მისი და ჩემი ტერიტორია. და ესეც რომ არა, ნამდვილად მესაჭიროება საკუთარ სიმარტოვესთან გასაუბრება. - დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოხვედით. მიუხედავად იმისა რომ ერთი წელი იყო გასული მას მერე, რაც მისი ხმა არ გამიგონია, მაინც მომენტალურად ვიცანი. - ოღონდ არ მითხრათ, რომ წინა წლიდან მოყოლებულია აქ მელით? - ოღონდ არ მითხრათ, რომ თქვენ ეს გაღელვებდათ და არაფერი იღონეთ. - ციტირებას მხოლოდ უფანტაზიო ადამიანები ახდენენ. - თავხედობა კი სიმპატიის დაფარვის საუკეთესო საშუალებაა. მზერა გავუსწორე. როგორც ჩანს წინა წელს სათანადოდ ვერ შევაფასე მისი შესაძლებლობები. ალბათ სისულელე იქნებოდა ჩემი მხრიდან, კიდევ ერთ წელს დავლოდებოდი, ამიტომაც ფეხით გავლა შევთავაზე. გზად მასთან გასაუბრება ერთგვარ შვებას მომგვრიდა, ასე მეგონა. - საიდან იცნობთ მასპინძელს? დავეკითხე უფრო ისე, სასხვათაშორისოდ. - და თქვენ ეს გაღელვებთ? - რატომ გგონიათ, რომ მიცნობთ და იცით რა მაღელვებს და რა მაინტერესებს? მართლა და მართლა მომეშალა ნერვები და შევდექი შუა გზაში. - ბავშვივით ჯიუტი ხართ. ბავშვების ხასიათის ამოცნობა კი ძალზე მარტივია, მადმუაზელ. ოჰ, ეს ფრანგული მომართვა. ტონი კი ისეთი, თითქოს საკუთარი თავით ტკბებოდეს ჩემი არსებობის ფონზე. - იქნებ მოგვეშორებინა ეს ზოგადი საუბარი და მიმართვები. რამე უფრო მარტივზე გადავსულიყავით. აი, მაგალითად, მე დავიწყებ. მსუბუქად ჩავახველე და დიდი შემართებით ავლაპარაკდი. - მყავს საყვარელი მამაკაცი, რომელიც ბოლო ხანებია მხოლოდ მამაკაცია და „საყვარელის“ სტატუსი დაკარგა. ჩაეღიმა. მივხვდი, მის განცდებთან იმდენად სასაცილო იყო ეს ყველაფერი, რომ თავი უსუსურ ბავშვად ვიგრძენი. - სიყვარული არ განსაზღვრავს სტატუსებს, ის მიმართულებებს განაგებს. - გჯერათ? - რისი, სიყვარულის? - დიახ, დიახ. - აი, კიდევ. - რა, კიდევ? - უზომოდ ბავშვური ხარ. სახეზე წამოვწითლდი. მე ვიდექი მის წინაშე მთელი ჩემი წამლეკავი მომხიბვლელობით, ქალური ვნებით და იგი კი სავარაუდოდ, ნაწნავებიან გოგონას ხედავდა ჩემში. - ნუ ცხარობ. სიყვარული ყველა ასაკში სიყვარულია. და შენი კითხვაც არ არის სულელური. უბრალოდ მასზე ყველა პასუხი სასაცილოა და ამიტომაც არ გამეღიმა. რეებს ბოდიალობს ნეტა. - ისე კი, მიხარია წელსაც რომ მოხვედი. ჩემს თავს პირობა მივეცი, უთუოდ გავიცნობ-მეთქი. - ხომ შეგეძლო მოგენახე? არ გაგიჭირდებოდა. - შენ მეძებდი და მე მომენახე? გაოცებისგან თვალები დამიმრგვალდა. - მე გეძებდი?! - ყველა ადამიანი ეძებს, უბრალოდ ზოგი ვერ ხვდება ვის ეძებს. აი, მაგალითად შენ. უკვე ჩემს ნერვებზე თამაშობდა. წამით ვინანე კიდეც რომ მასთან ერთად წამოვედი წვეულებიდან. - რაზე გეღიმება? საბოლოოდ დამაბნია მისმა ფართო ღიმილმა. - უბრალოდ წარმოვიდგინე, როგორ წევხარ კაცთან, რომელიც „საყვარელიც“ არაა. - აბა, შენთან უნდა ვიწვე? - რა სასაცილო სიტყვებს ამბობ. წოლა, ძებნა, სიყვარული.. ასოციაციობანა გინდა? - მართლა ბავშვი კი არ ვარ. ვიგრძენი როგორ გავიბუსხე უსაშველოდ. - გინდა, მე გეტყვი სიტყვას და შენ ასოციაცია მოაყოლე. მე.. - ტუტუცი. სიცილი აუტყდა, მეც უნებურად ავყევი. მართლაც სასაცილო იყო, მოვდიოდით ორი ზრდასრული ადამიანი, შუა ქუჩაში და ვიცინოდით თავშეუკავებლად. - ჩემი აზრით, ყველა განცდა უნიკალურია თავისი არსით და რასაც შენ გრძნობ ის იმგვარად ვერასოდეს იქნება აღქმული სხვის მიერ. შეჩერდა. არ ელოდა ჩემგან მსგავს გადახვევას. - ყველა ადამიანი უნიკალურია და ისე ვერავინ ვერასოდეს შეგიყვარებს, როგორც მე.. ადამიანი მართლაც ისეთი ცხოველი ხდება, როცა უყვარდება, რომ საყვარელ და არასაყვარელ ადამიანებსაც წამსვე ივიწყებს..
* * *
ისე, სიმართლე რომ ითქვას. დედამიწის ზურგზე არ არსებობენ დამნაშავეები. ჰო, თითოეული ადამიანი სჩადის იმას, რაც სურს და მეორე ადამიანის პრობლემაა, თუკი ვინმე მასზე ძლიერია და აზიანებს. აბა, დაფიქრდით, დანაშაულის მოტივაცია რაში მდგომარეობს? ფსიქიკურ დაავადებებს თუ გამოვრიცხავთ, საქმე ჩვენს სიამოვნებაშია. იქნება ეს რევანში თუ რაიმე პირადი სარგებელი, ფაქტია დანაშაულის ჩადენა მოტივირდება სიამოვნებით, ხოლო სიამოვნებისთვის ვის სჯიან? ადამიანის ცნობიერება ისე არის მოწყობილი, რომ აკრძალული ხილის ფენომენი მასზე მასტიმულირებლად მოქმედებს. ხოდა წარმოიდგინეთ, რაც უფრო მეტად კრძალავთ, გმობთ დანაშაულს, მით უფრო დიდია მასზე მოთხოვნა. შავი პიარიც ხომ რეკლამაა ერთგვარი. ჩემი ნება რომ იყოს ადამიანების სხვა მხრივ მოტივირებას მოვახდენდი, ხოლო დამნაშავის იარლიყს საერთოდაც გავანადგურებდი. წარმოვიდგინე ახლა სამყაროს ჩემეული მინი მოდელი. რამდენ საინტერესო კორექტივს შევიტანდი.. საილუსტრაციოდ შემიძლია ჩემი ურთიერთობა დავასახელო, რომელიც იმ ღამის შემდეგ გრძელდება. ნუთუ შესაძლებელია ჩემი ბედნიერება მხოლოდ იმიტომ იყოს ცუდი, რომ სხვას უჩრდილავდეს მის ბედნიერებას? (ჯორჯს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში) რა განსხვავებაა ამ ორს შორის, რით არის მისი ბედნიერება ჩემსაზე მეტი და პრივილეგირებული? გამოდის, რომ სამართლიაობა ყველაზე დიდი უსამართლობაა! ოჰ, შორს წავყევი ფიქრებს, ნეტავ როდის მოვა?
* * *
სახლში რომ მოვბრუნდი ჯორჯთან ერთად დამხვდა. ჩემს მაგიდასთან ისხდნენ და ვისკის მიირთმევდნენ. - გვეგონა ვინმესთან შევლა გქონდა განზრახული და საუბარს შევყევით. ჯორჯის ცინიზმი ეკალივით მოხვდა. - ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა. დააყოლა მეორემ და გვერდულად გააბოლა სიგარეტი. - ჰო, შენ წარმოიდგინე ქალიც კი საერთო გვყავს. ჩაურთო ჯორჯმა და ისე გულთბილად გაიღიმა, წამით ვერაფრით მივხვდი, ხუმრობდა თუ განზრახ მტკენდა გულს. - იცი, რა არის? გახსოვს რომ მკითხე ადრე, მიტოვებასა და ღალატს შორის რა სხვაობააო? თავი დავუქნიე. - ჰოდა, ორივე ერთი და იგივე ჯანდაბაა, როცა გიყვარს. ბოლო სიტყვას ხაზი გაუსვა და სავარძლიდან წამოდგა. არაფერი მითქვამს. ჩანთიდან სიგარეტი ამოვიღე და აივანზე გავედი მოსაწევად. საძინებლიდან ხმადაბალი ხმები მესმოდა. რამდენიმე წინადადებასაც მოვკარი ყური, ოღონდ აზრი ვერ გამოვიტანე. სულ ათიოდე წუთი ვიყავი ასე. მერე კარი გაჯახუნდა და მივხვდი რომ ერთ-ერთი მათგანი ან სულაც ორივე წავიდა. ფრთხილად შემოვბრუნდი საკუთარი სახლის სიღრმისკენ და მივხვდი, რომ ჩემს გარდა აღარავინ იყო. შესაძლოა არც ისეთი უნიკალურია სამყაროს ჩემეული მოდელი და ჩემს კორექტივებს უფრო მეტი ხარვეზი აქვთ, ვიდრე ცხოვრების ყოველდღიურობას, მაგრამ ერთს კი ნამდვილად მივხვდი, - დანაშაულის არსებობა - არარსებობა არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ხანდახან სინანული გჭამს ადამიანს.
* * *
მას მერე რამდენიმე დღე გავიდა და აი, ვფიქრობ, რა იქნებოდა რომ ეცლია ბედისწერას ჩემთვის-თქო. ალბათ, არც არაფერი შეიცვლებოდა გარდა იმისა, რომ ბევრად უფრო გვიან გამაწნავდნენ სილას. დროის ფაქტორი კი იმდენად უმნიშვნელოა ჩემთვის, რომ სათვალავში ჩასაგდებადაც კი არ ღირს. სავარძელში უფრო მყუდროდ მოვიკალათე და სიგარეტს მოვუკიდე, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. ზედმეტი გააზრების გარეშე მივედი კართან და გამოვაღე. - როცა გიყვარს არ აქვს მნიშვნელობა იმ ადამიანის ზნეს. ბოროტია თუ მოღალატე, ეს მას ახასიათებს და არა შენს სიყვარულს მისდამი. ჰოდა, როგორ წავიდე, როცა მიყვარხარ? სტაბილური მამაკაცია ჯორჯი, ანდაც შესაძლოა მისი გრძნობაა იმდენად მყარი, რომ ამ ყველაფრის გარეშე ვერც კი წარმომიდგენია.
ან კი, სულაც რას მივაწერო ის, რომ მეორე დღისთვის რანდევუ მქონდა ჩემს „მუსიესთან“? ადამიანური თავმოყვარეობა იქ ბატონობს, სადაც მაყურებელი ჰყავს, ხოლო კაცური პრინციპები იქ მთავრდება, როცა საყვარელი ქალი ჩნდება კაცის ცხოვრებაში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. :) რა კარგია,რომ ხარ :) რა კარგია,რომ ხარ
9. :) ქეთ ვიყავი :) ქეთ ვიყავი
8. ძალიან მომეწონა...+++++++++++++++++ ძალიან მომეწონა...+++++++++++++++++
7. გამომიცვნია ავტორის ასაკი და ეგ არის. :) თუ ადამიანს საკუთარი ღირსება არ გააჩნია, სხვა ადამიანების ჩარევა-ჩაურევლობას მნიშვნელობა არ აქვს. საკუთარ საიდუმლოს თუ არ გათქვამ ეგ მხოლოდ ჭირის მონელებაში თუ დაგეხმარებამ მაგრამ უთქმელობამ გულის გამოჭმა იცის და თქმაზე უარესია. თავმოყვარეობა და მორალი ძაღლებსაც აქვთ, ადამიანისთვის - ეს პიროვნულობის მახასიათებელია. ღირსეულს თვითდამკვიდრება არ ჭირდება, ისედაც სცემენ დამსახურებულ პატივს. მხოლოდ უღირს ადამიანებს ჭირდებათ სხვის თვალში "მარკების აწევა", მაგრამ გონიერ საზოგადოებაში ეგ არ ჭრის. იმიტომ ვთქვი რომ ალბათ 30 წლამდეა ავტორითქო. თქვენი ასაკის ადამიანი ისე უნდა ფიქრობდეს, როგორც კომენტარში ბრძანებთ, IMHO: მეტისმეტად ფალსიფიცირებულ გარემოში აღმოჩნდით, ცუდია თუ ასეთი ყალბი ღირებულებების მატარებელია თქვენი თაობა. მაგრამ ცხოვრება ყველაფერს დააყენებს თავის ადგილზე და სიყალბე წარირეცხება. მახსოვს ერთი კაცი, რომელმაც "მარკები იწია" მთელი ცხოვრება და ერთობ დაფასებულ ადამიანად ითვლებოდა, - მაგრამ მის დაკრძალვაზე - მხოლოდ 6 ადამიანი იყო და ისიც ოჯახის წევრები. :)
გამომიცვნია ავტორის ასაკი და ეგ არის. :) თუ ადამიანს საკუთარი ღირსება არ გააჩნია, სხვა ადამიანების ჩარევა-ჩაურევლობას მნიშვნელობა არ აქვს. საკუთარ საიდუმლოს თუ არ გათქვამ ეგ მხოლოდ ჭირის მონელებაში თუ დაგეხმარებამ მაგრამ უთქმელობამ გულის გამოჭმა იცის და თქმაზე უარესია. თავმოყვარეობა და მორალი ძაღლებსაც აქვთ, ადამიანისთვის - ეს პიროვნულობის მახასიათებელია. ღირსეულს თვითდამკვიდრება არ ჭირდება, ისედაც სცემენ დამსახურებულ პატივს. მხოლოდ უღირს ადამიანებს ჭირდებათ სხვის თვალში "მარკების აწევა", მაგრამ გონიერ საზოგადოებაში ეგ არ ჭრის. იმიტომ ვთქვი რომ ალბათ 30 წლამდეა ავტორითქო. თქვენი ასაკის ადამიანი ისე უნდა ფიქრობდეს, როგორც კომენტარში ბრძანებთ, IMHO: მეტისმეტად ფალსიფიცირებულ გარემოში აღმოჩნდით, ცუდია თუ ასეთი ყალბი ღირებულებების მატარებელია თქვენი თაობა. მაგრამ ცხოვრება ყველაფერს დააყენებს თავის ადგილზე და სიყალბე წარირეცხება. მახსოვს ერთი კაცი, რომელმაც "მარკები იწია" მთელი ცხოვრება და ერთობ დაფასებულ ადამიანად ითვლებოდა, - მაგრამ მის დაკრძალვაზე - მხოლოდ 6 ადამიანი იყო და ისიც ოჯახის წევრები. :)
6. საერთოდ, თავმოყვარეობა, მორალი და მისთანანნი მაყურებლისთვის განკუთვნილი შტრიხებია. ბევრად უფრო ადვილად ვაბიჯებთ ჩვენს თავს, როცა მარტო ჩვენ ვიცით, ვიდრე მაშინ, როცა ჩარეულნი არიან სხვა ადამიანები. რიგ შემთხვევებში თავმოყვარეობა სხვების თვალში მარკების ასაწევი რამეა :))))
ასაკს რაც შეეხება, 23 წლის გახლავართ :) საერთოდ, თავმოყვარეობა, მორალი და მისთანანნი მაყურებლისთვის განკუთვნილი შტრიხებია. ბევრად უფრო ადვილად ვაბიჯებთ ჩვენს თავს, როცა მარტო ჩვენ ვიცით, ვიდრე მაშინ, როცა ჩარეულნი არიან სხვა ადამიანები. რიგ შემთხვევებში თავმოყვარეობა სხვების თვალში მარკების ასაწევი რამეა :))))
ასაკს რაც შეეხება, 23 წლის გახლავართ :)
5. ასე განვსაჯოთ, მუდამ სითბოსა და ყურადღების მაძიებელი „ცხოველები“ ვართ (ამაზე აქვე შევთანხმდეთ) და როცა პოტენციური ჩვენი გამათბობელი ადამიანი გვხვდება, ჩვენ ცხოველის მსგავსი იმპულსურობით ერთთავად ვეფლობით გზნებაში. ხოლო ის, რაც მაღალგანვითარებულ არსებებს განგვასხვავებს ცხოველებისგან უბრალოდ დაბინდულია ამ სითბოსგან. და ხანდახან, სწორედ რომ აზროვნების უნარია ხშირ შემთხვევაში დამღუპველი, რადგან ის იმდენად ლამაზ სცენარს წერს, რომ შეუძლებელია არ შეიყვარო მასში არსებული მთავარი გმირი - ჩვენი გამათბობელი! ხედავთ რა ყოფილა? „პოტენციური ცხოველი“ ეძებს სითბოს. და იგი პოულობს გამათბობელს, რათა იქცეს ცხოველად. + + + ბრავო, ზუსტი მიგნებაა, საპასუხოც არაფერი მაქვს იმდენად ზუსტია. აქ 5.
"ადამიანური თავმოყვარეობა იქ ბატონობს, სადაც მაყურებელი ჰყავს, ხოლო კაცური პრინციპები იქ მთავრდება, როცა საყვარელი ქალი ჩნდება კაცის ცხოვრებაში. " + + + აი აქ კი ძალიან ცდები. ისინი სწორედ კაცური პრინციპების გამო სწორედ საყვარელ ქალს ტოვებენ და მიდიან იქ, სადაც მათი კაცური პრინციპები იმდენად ფეხებზე ჰკიდიათ, რომ სათვალავშიც არ თვლიან :) აი ასეთი ქალები იმარჯვებენ. ისე კაცურ პრინციმებში რა შედის რომ ჰკითხო ნამდვილად ვერ გაგცემენ დალაგებულ პასუხს, ყოველ შემთხვევაში მე მათგან ეს ვერასოდეს მოვისმინე. :D მომეწონა ეს ნაწერი, ალბათ მისი ავტორი 30 წლამდეა. ასე განვსაჯოთ, მუდამ სითბოსა და ყურადღების მაძიებელი „ცხოველები“ ვართ (ამაზე აქვე შევთანხმდეთ) და როცა პოტენციური ჩვენი გამათბობელი ადამიანი გვხვდება, ჩვენ ცხოველის მსგავსი იმპულსურობით ერთთავად ვეფლობით გზნებაში. ხოლო ის, რაც მაღალგანვითარებულ არსებებს განგვასხვავებს ცხოველებისგან უბრალოდ დაბინდულია ამ სითბოსგან. და ხანდახან, სწორედ რომ აზროვნების უნარია ხშირ შემთხვევაში დამღუპველი, რადგან ის იმდენად ლამაზ სცენარს წერს, რომ შეუძლებელია არ შეიყვარო მასში არსებული მთავარი გმირი - ჩვენი გამათბობელი! ხედავთ რა ყოფილა? „პოტენციური ცხოველი“ ეძებს სითბოს. და იგი პოულობს გამათბობელს, რათა იქცეს ცხოველად. + + + ბრავო, ზუსტი მიგნებაა, საპასუხოც არაფერი მაქვს იმდენად ზუსტია. აქ 5.
"ადამიანური თავმოყვარეობა იქ ბატონობს, სადაც მაყურებელი ჰყავს, ხოლო კაცური პრინციპები იქ მთავრდება, როცა საყვარელი ქალი ჩნდება კაცის ცხოვრებაში. " + + + აი აქ კი ძალიან ცდები. ისინი სწორედ კაცური პრინციპების გამო სწორედ საყვარელ ქალს ტოვებენ და მიდიან იქ, სადაც მათი კაცური პრინციპები იმდენად ფეხებზე ჰკიდიათ, რომ სათვალავშიც არ თვლიან :) აი ასეთი ქალები იმარჯვებენ. ისე კაცურ პრინციმებში რა შედის რომ ჰკითხო ნამდვილად ვერ გაგცემენ დალაგებულ პასუხს, ყოველ შემთხვევაში მე მათგან ეს ვერასოდეს მოვისმინე. :D მომეწონა ეს ნაწერი, ალბათ მისი ავტორი 30 წლამდეა.
4. უჰ, სულ დამავიწყდა (ასეა, გაგხვევს ავტორი თავის ,,იმეებში" და სათქმელიც გავიწყდება და ,,ლა"-ც =)))) ):
„ნუ გეყვარები იდეალურობისთვის.. ნუ გამაღმერთებ, რადგან არაფერია იმდენად ცვალებადი, როგორც რწმენა“
აქ საშინლად არ გეთანხმები. (ცვალებადობას ვგულისხმობ) უჰ, სულ დამავიწყდა (ასეა, გაგხვევს ავტორი თავის ,,იმეებში" და სათქმელიც გავიწყდება და ,,ლა"-ც =)))) ):
„ნუ გეყვარები იდეალურობისთვის.. ნუ გამაღმერთებ, რადგან არაფერია იმდენად ცვალებადი, როგორც რწმენა“
აქ საშინლად არ გეთანხმები. (ცვალებადობას ვგულისხმობ)
3. ა ია ვდრუგ პადუმა, რომ აქ, პრიბლიზიწელნა, წერილის მსგავსი რამ დამხვდებოდა =)
გამიხარდა, რომ არ =)
ჰო, ეს კი ნამდვილად შეგიძლია: შენ წერ, ჩვენ ვხედავთ.
გმირებს არ ,,განვსჯი" (რა ნამუსით =)) ), ოღონდაც ეს პრიამა გენიალნა:
,,მართლა და მართლა მომეშალა ნერვები" =))) ა ია ვდრუგ პადუმა, რომ აქ, პრიბლიზიწელნა, წერილის მსგავსი რამ დამხვდებოდა =)
გამიხარდა, რომ არ =)
ჰო, ეს კი ნამდვილად შეგიძლია: შენ წერ, ჩვენ ვხედავთ.
გმირებს არ ,,განვსჯი" (რა ნამუსით =)) ), ოღონდაც ეს პრიამა გენიალნა:
,,მართლა და მართლა მომეშალა ნერვები" =)))
2. ქეთ, ქეთ... რაღაცატომ ერთი სცენა გამახსენდა "სამი მუშკეტერიდან" ახლა.
კარგია რომ აქ ხარ. ქეთ, ქეთ... რაღაცატომ ერთი სცენა გამახსენდა "სამი მუშკეტერიდან" ახლა.
კარგია რომ აქ ხარ.
1. განუმეორებელი ხარ, საკუთარი ხელწერა და ადამიანის შინაგანი განწყობის უბადლო გადმოცემის უნარი გაქვს, . მკითხველი შენ ნაწარმოებში ეძებს თავის თავს და გამოსავალსაც პოულობს. სიამოვნებით წავიკითხე და დაველოდები შემდგომსაც. შენი ერთგული მკითხველი..
განუმეორებელი ხარ, საკუთარი ხელწერა და ადამიანის შინაგანი განწყობის უბადლო გადმოცემის უნარი გაქვს, . მკითხველი შენ ნაწარმოებში ეძებს თავის თავს და გამოსავალსაც პოულობს. სიამოვნებით წავიკითხე და დაველოდები შემდგომსაც. შენი ერთგული მკითხველი..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|