 | ავტორი: აპარმიჟ- ჟანრი: პოეზია 16 ნოემბერი, 2012 |
თავშესაფარი გულებში ვნახეთ, როცა ხრიოკებს (დრონაკლულ სივრცეს) ვტოვებდით ჩუმად, - ქვე იერარქებს... ასე ვუსმენდით სიცოცხლის ორღანს, ორკესტრივით რომ მკერდებში ცემდა. ვგრძნობთ, რომ ქარები მზესაც დახრიან, - ციცაბო ფერდობს ამახინჯებენ უკუნეთები, უჩვენობას რომ აჩვევენ ნელა და დროა გაყრის, - სიკვდილი ითვლის ბოლო ნაბიჯებს ახლა ზურგს უკან, - გვაარანჟირებს სარეკვიემოდ და ბოლო აკორდს რომ ამოუშვებს ჩვენი სხეულის ინსტრუმენტებით, უკვდავ ნოტებად შევაღებთ კარებს სხვა სამყაროში და მის მუსიკას ჩვენი სულების მონაკვეთებით შევისისხლხორცებთ მარადიული პირუეტები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|