| ავტორი: კესო ჟანრი: პოეზია 22 ოქტომბერი, 2008 |
წერტილი. ასე იწყება დაღლა. ვხუჭავ თვალებს და ვამხელ სიზმრებს, რომლებსაც უკვე ვერასდროს ვნახავ წყალს გავაყოლებ და არ ავიხდენ. შენ სიკვდილივით გარდაუვალი ჩემს ფანჯარასთან აიწურები, შემომაცვდება მაისურებად შენი ცოდვილი ნათითურები, მე_ (პირობითად სერაფიტა) გადავდებ კალამს, თეთრი თითებით, როგორც კლავიშზე, დაგიწერ ჩემი ოცნების ზღაპარს და არ გაგიმხელ, რომ სწორედ ახლა იწყება დაღლა,რომ ამ ნესტიან და ცივ ამინდებს გაყვება ჩემი ბავშვობის კაბა და კაბა რაა, თავად სიცოცხლე_ კაბის ღილივით პატარა ლაქა, რომ ვხუჭავ თვალებს, რომ ვხუჭავ თვალებს, რომ ვხუჭავ თვალებს და სიზმრის ნაცვლად, მიცვალებულთა ვხედავ აჩრდილებს...
...და მერე, როცა დადნება თოვლი (ვინ იცის, რამდენ ათას წელს გაძლებს), მიაგნებს ვინმე (პირობითად არქეოლოგი) სიმარტოვისგან გათოშილ ამ ძვლებს, გადამხდის ჩუმად დავიწყების მღილიან საბანს, მე (პირობითად სერაფიტა) თვალებს ავახელ და გარდაცვლილი გულების ექოდ ახმიანდება საფლავიდან ამოხეთქილი ათასი წლის წინ შეყინული ტუჩებზე ფრაზა: -ძევახ, სიცოცხლეო, -ძევახ, სიცოცხლეო, -ძევახ, სიცოცხლეო, ჩემო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. გამაჟრიალაოოო ... გამაჟრიალაოოო ...
24. ნუ სევდიანობ ნუ სევდიანობ
23. მართლაც რომ კაერგია. მართლაც რომ კაერგია.
21. ღმერთო!!! როგორ გულით მომეწონა... რა კარგად წერ დაიკო ქეთევან, რა საოცრად პოეტურად და დახვეწილად! შენ შემოგევლე მე! წავიკითხავ სხვებსაც. ისე ნუ დავიკარგებით, შემეხმიანე ხოლმე! შენ კარგ პოეტესასთან ერთად ძალინ, ძალიან კარგი ადამიანი ხარ! ღმერთო!!! როგორ გულით მომეწონა... რა კარგად წერ დაიკო ქეთევან, რა საოცრად პოეტურად და დახვეწილად! შენ შემოგევლე მე! წავიკითხავ სხვებსაც. ისე ნუ დავიკარგებით, შემეხმიანე ხოლმე! შენ კარგ პოეტესასთან ერთად ძალინ, ძალიან კარგი ადამიანი ხარ!
20. ეს ახლა წავიკითხე. ძალიან მომეწონა! 10 ეს ახლა წავიკითხე. ძალიან მომეწონა! 10
19. კარგი ლექსია ნამდვილად! კარგი ლექსია ნამდვილად!
18. კესოოოოოოოოოოოოო 555 კესოოოოოოოოოოოოო 555
17. მოგიკითხე ჩემო თბილო კესო, შენსავით თბილ ლექსებით რომ გვახარებ მოგიკითხე ჩემო თბილო კესო, შენსავით თბილ ლექსებით რომ გვახარებ
16. 10 შესანიშნავი პოეტის ძალიანკარგი ლექსი 10 შესანიშნავი პოეტის ძალიანკარგი ლექსი
15. რომ ამ ნესტიან და ცივ ამინდებს გაყვება ჩემი ბავშვობის კაბა და კაბა რაა, თავად სიცოცხლე_ 5 რომ ამ ნესტიან და ცივ ამინდებს გაყვება ჩემი ბავშვობის კაბა და კაბა რაა, თავად სიცოცხლე_ 5
13. კესო.. მე სხვა რამ ვთქვი.. არმაზის ბილინგვის ამბავი არაფერშუაშია ჩემს აქ დატოვებულ კომენტართან.. არც ის მგონია, ვინმე ჩემზე მეტ პატივს სცემდეს თქვენს პოეზიას. ეს სიტყვები ნაღდი და არც ამის დაწერა მინდოდა.. ეს უფრო სხვებისთვის დავწერე. თქვენ უნდა იცოდეთ და გრძნობდეც კიდეც ჩემს ძალიან დიდი პატივისცემას და კეთილგანწყობას.. ყოველშემთხვევაში ჩემთვის თქვენ ხართ განსაკუთრებული სისუფთავის და კეთილშობილების მატარებელი ადამიანი. ასეთივეა თქვენი ნაწერებიც ჩემთვის.. ეს ლექსიც ძალიან მომეწონა.. მხოლოდ პირველი ნაწილი.. მეორე ნაწილი თქმული და დაწერილია უკვე გურამ ასათიანის მიერ.. და ჩემი აზრით გენიალურად.. და.. არა მარტო ჩემი აზრით.. დავდებ აქ ამ ნაწერს თქვენი ნებართვით.. ზეპირად ვიცი და დავწერ..
ყველაფერი ძველდება მზისქვეშეთში, ცვდება, იფიტება, მტვრად და ფერფლად უბრუნდება მარადისობის წიაღს.
ათასი ბაბილონის გოდოლი ჩამოაქცია ჟამთა სიავემ.
ათასი გოროზი გულის ძახილი შეეწირა დიდ უდაბნოთა დაუსაბამო მდუმარებას.
უდაბურდებიან სემირამიდას ბაღებიც…
ვინ იცის, რამდენი ამპარტავანი სულის ზვაობას მოეღო ბოლო, რამდენი ამაო ზრახვა ჩაჰყვათ სამუდამო ძილში ბედისა და სახელის თავზე ხელაღებულ მაძიებლებს? „და გამწარებით ხრავენ ქვიშასა“.
ინავლება სიყვარულიც.
მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ბროწეულის ლორთქო ფესვები კადნიერად გაჰკვეთენ ქვიან ბალავარს და სარკოფაგის ათასწლოვანი სიგრილიდან კვლავ ამოგიზგიზდება „ვით ბაზმა გაუქრობელი“ – ჩვილი, უმწეო, სამარადისო ხმა:
ძევახ, სიცოცხლეო ჩემო!
რა ვიცი.. ეს ერთხელ თქმული.. ისეთი რაღაცნაირად სხვანაირია ჩემთვის.. ვერ მივიღე თქვენი ლექსის დასასრული.. მაპატიეთ.. კესო.. მე სხვა რამ ვთქვი.. არმაზის ბილინგვის ამბავი არაფერშუაშია ჩემს აქ დატოვებულ კომენტართან.. არც ის მგონია, ვინმე ჩემზე მეტ პატივს სცემდეს თქვენს პოეზიას. ეს სიტყვები ნაღდი და არც ამის დაწერა მინდოდა.. ეს უფრო სხვებისთვის დავწერე. თქვენ უნდა იცოდეთ და გრძნობდეც კიდეც ჩემს ძალიან დიდი პატივისცემას და კეთილგანწყობას.. ყოველშემთხვევაში ჩემთვის თქვენ ხართ განსაკუთრებული სისუფთავის და კეთილშობილების მატარებელი ადამიანი. ასეთივეა თქვენი ნაწერებიც ჩემთვის.. ეს ლექსიც ძალიან მომეწონა.. მხოლოდ პირველი ნაწილი.. მეორე ნაწილი თქმული და დაწერილია უკვე გურამ ასათიანის მიერ.. და ჩემი აზრით გენიალურად.. და.. არა მარტო ჩემი აზრით.. დავდებ აქ ამ ნაწერს თქვენი ნებართვით.. ზეპირად ვიცი და დავწერ..
ყველაფერი ძველდება მზისქვეშეთში, ცვდება, იფიტება, მტვრად და ფერფლად უბრუნდება მარადისობის წიაღს.
ათასი ბაბილონის გოდოლი ჩამოაქცია ჟამთა სიავემ.
ათასი გოროზი გულის ძახილი შეეწირა დიდ უდაბნოთა დაუსაბამო მდუმარებას.
უდაბურდებიან სემირამიდას ბაღებიც…
ვინ იცის, რამდენი ამპარტავანი სულის ზვაობას მოეღო ბოლო, რამდენი ამაო ზრახვა ჩაჰყვათ სამუდამო ძილში ბედისა და სახელის თავზე ხელაღებულ მაძიებლებს? „და გამწარებით ხრავენ ქვიშასა“.
ინავლება სიყვარულიც.
მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ბროწეულის ლორთქო ფესვები კადნიერად გაჰკვეთენ ქვიან ბალავარს და სარკოფაგის ათასწლოვანი სიგრილიდან კვლავ ამოგიზგიზდება „ვით ბაზმა გაუქრობელი“ – ჩვილი, უმწეო, სამარადისო ხმა:
ძევახ, სიცოცხლეო ჩემო!
რა ვიცი.. ეს ერთხელ თქმული.. ისეთი რაღაცნაირად სხვანაირია ჩემთვის.. ვერ მივიღე თქვენი ლექსის დასასრული.. მაპატიეთ..
12. დიდი მადლობა ხალხო, რომ კიდევ გახსოვართ და სემოიხედავთ ხოლმე ჩემს გვერდზე, არ გეგონოთ დაგივიწყეთ, ცოტა დატვირთული ვარ და იმედია, მალე მეც ვესტუმრები თქვენს გვერდებს:) ნიკას მინდა ვუპასუხო, არმაზის ბილინგვიცს ამბავი რომ უდევს ლექსს, ფაქტია, და ეს გამეორება კი არაა, კულტურულ-ისტორიული ფაქტი, და მე საკუთAრ თAვზე ვწერ, ჩემი ლირიკული გმირის გარდაცვალებაზე და არა, სერაფიტას ტრაგიკულ ცხოვრებაზე, მისი სიყვარულის ისტორია, კი მჭირდება რემინესცეციებისათვის. სხვა არაფერი, მაპატიე, ბევრი რომ ვილაპარაკე და თანაააც მგონი, ცოტა არეულად:) დიდი მადლობა ხალხო, რომ კიდევ გახსოვართ და სემოიხედავთ ხოლმე ჩემს გვერდზე, არ გეგონოთ დაგივიწყეთ, ცოტა დატვირთული ვარ და იმედია, მალე მეც ვესტუმრები თქვენს გვერდებს:) ნიკას მინდა ვუპასუხო, არმაზის ბილინგვიცს ამბავი რომ უდევს ლექსს, ფაქტია, და ეს გამეორება კი არაა, კულტურულ-ისტორიული ფაქტი, და მე საკუთAრ თAვზე ვწერ, ჩემი ლირიკული გმირის გარდაცვალებაზე და არა, სერაფიტას ტრაგიკულ ცხოვრებაზე, მისი სიყვარულის ისტორია, კი მჭირდება რემინესცეციებისათვის. სხვა არაფერი, მაპატიე, ბევრი რომ ვილაპარაკე და თანაააც მგონი, ცოტა არეულად:)
11. მიყვარს შენი პოეზია ძალიან :):):):) მიყვარს შენი პოეზია ძალიან :):):):)
10. და არ გაგიმხელ, რომ სწორედ ახლა იწყება დაღლა,რომ ამ ნესტიან და ცივ ამინდებს გაყვება ჩემი ბავშვობის კაბა და კაბა რაა, თავად სიცოცხლე_ ---- ძევახ სიცოცხლეო...
და რაც შეეხება მეორე ნაწილს ლექსისას, ოთარ ჭილაძის ლექსი გამახსენა: "გათხრებისას, ბაბილონის ერთ-ერთ ნანგრევთან..." ალბათ გეცოდინება :) შენს ლექსებთან შედარებით ცოტა სუსტია, ან რაღაც ვერ გავიგე, მაგრამ იმდენად ზუსტია და იმდენად- ლექსი, რომ 5 ჩემს საყვარელ კესოს :) მომენატრე :"> და არ გაგიმხელ, რომ სწორედ ახლა იწყება დაღლა,რომ ამ ნესტიან და ცივ ამინდებს გაყვება ჩემი ბავშვობის კაბა და კაბა რაა, თავად სიცოცხლე_ ---- ძევახ სიცოცხლეო...
და რაც შეეხება მეორე ნაწილს ლექსისას, ოთარ ჭილაძის ლექსი გამახსენა: "გათხრებისას, ბაბილონის ერთ-ერთ ნანგრევთან..." ალბათ გეცოდინება :) შენს ლექსებთან შედარებით ცოტა სუსტია, ან რაღაც ვერ გავიგე, მაგრამ იმდენად ზუსტია და იმდენად- ლექსი, რომ 5 ჩემს საყვარელ კესოს :) მომენატრე :">
9. შე პირობითო სერაფიტავ, შენა:) კაბის ღილივით პატარა ლაქა- სიცოცხლე:) მოდი, რა, კესო პატარა ღილი კი არა, ძალიან დიდ ღილები მივაკეროთ ჩვენ კაბა-სიცოცხლეებს:) აი, გმირთამოედნის მწვანე რგოლისხელები, რა და მოდაში ჩემოვა მერ დიდი, მნიშვნელოვანი სიცოცხლეები:) გენაცვალე შე პირობითო სერაფიტავ, შენა:) კაბის ღილივით პატარა ლაქა- სიცოცხლე:) მოდი, რა, კესო პატარა ღილი კი არა, ძალიან დიდ ღილები მივაკეროთ ჩვენ კაბა-სიცოცხლეებს:) აი, გმირთამოედნის მწვანე რგოლისხელები, რა და მოდაში ჩემოვა მერ დიდი, მნიშვნელოვანი სიცოცხლეები:) გენაცვალე
7. რთული და ღრმა. ჩემი კესო :) რთული და ღრმა. ჩემი კესო :)
6. მახსოვდა. კესოსეული სინატიფე და სურნელი... მახსოვდა. კესოსეული სინატიფე და სურნელი...
5. კარგი ხარ. აქ ცოტა დამაკლდა თქვენეული ლექსის. მაინც უმაღლესი შეფასება :) კარგი ხარ. აქ ცოტა დამაკლდა თქვენეული ლექსის. მაინც უმაღლესი შეფასება :)
4. ძაან კარგი ლექსი! :)...5 ძაან კარგი ლექსი! :)...5
3. ძევახ, სიცოცხლეო, -ძევახ, სიცოცხლეო, -ძევახ, სიცოცხლეო, ჩემო! <<<<აი ეს ფრაზა არ უნდა ყოფილიყო შეყინული ტუჩებზე, სულ სხვა დასასრული, ეიძლება იგივე შინაარსით, ოღონდ სხვანაირი.... აუ რა იქნებოდა
არა ,მაინც კი 5ს ვწერ, მაგრამ მინუსით :)) ძევახ, სიცოცხლეო, -ძევახ, სიცოცხლეო, -ძევახ, სიცოცხლეო, ჩემო! <<<<აი ეს ფრაზა არ უნდა ყოფილიყო შეყინული ტუჩებზე, სულ სხვა დასასრული, ეიძლება იგივე შინაარსით, ოღონდ სხვანაირი.... აუ რა იქნებოდა
არა ,მაინც კი 5ს ვწერ, მაგრამ მინუსით :))
2. გურამ ასათიანი გამახსენდა.. ასოციაცია აქვს მძაფრი.. რა ვიცი.. მესუსტა ამის გამო ლექსი.. ეს დაწერილია უკვე.. და.. ბოლოში ძალიან აფუჭებს ეს სამჯერ გამეორება.. ასეთ სიტყვებს არ ჭირდება სამჯერ თქმა.. ერთხელ.. თუნდაც ძალიან სუსტი და მინავლებული ხმით.. მხოლოდ ერთხელ.. და ეს ყველაფერიც ჩემი აზრით..
7 გურამ ასათიანი გამახსენდა.. ასოციაცია აქვს მძაფრი.. რა ვიცი.. მესუსტა ამის გამო ლექსი.. ეს დაწერილია უკვე.. და.. ბოლოში ძალიან აფუჭებს ეს სამჯერ გამეორება.. ასეთ სიტყვებს არ ჭირდება სამჯერ თქმა.. ერთხელ.. თუნდაც ძალიან სუსტი და მინავლებული ხმით.. მხოლოდ ერთხელ.. და ეს ყველაფერიც ჩემი აზრით..
7
1. დასაწყისი მომეწონა კესო... დასაწყისი მომეწონა კესო...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|