| ავტორი: ონისე_ოკ ჟანრი: პროზა 18 ნოემბერი, 2012 |
მჟავა ოქსიდი ურთიერთქმედებს მარილთან: Na2CO3 + SiO2 = Na2SiO3 + CO2 CaCo3 + SiO2 = CaSiO3 + CO2 ..... ახხ, როგორ დამტანჯა ამ სისულელეებმა. ტვინი მტკივა უკვე... რაში მჭირდება ამეების სწავლა? ეჰჰ, ნეტა ამის გარეშე როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება. ვიყიდდი ინგლისურისა და რუსულის წიგნებს, ვისწავლიდი პროფესიონალურად ამ ორ ენას.. პროფესიონალურად ხო, ისე, რომ ორიგინალში შემეძლოს უცხოელი სოციოლოგების ნაშრომების წაკითხვა... ფსიქოლოგების, ფილოსოფოსების... სწავლის პროცესში ყულაბას გავაკეთებდი, კი არ ვიყიდდი, ჩემი ხელით გავაკეთებდი. ეგრე უფრო კაი ,,მუღამი“ აქვს... რომ ამიგროვდებოდა საკმარისი თანხა, ამაზონიდან ქინდლს გამოვიწერდი... ნუ გამოვიწერდი რა, ჩემს მეგობარს გამოვაწერინებდი ალბათ... ჩამოსვლამდე გადავქექავდი ყველა ტორენტ საიტს, მოვძებნიდი ელექტრონულ წიგნებს... ფროიდი, იუნგი, ოშო... რამდენ ახალ რამეს გავიგებდი... მერე ახალი ინფორმაციით აღტაცებული ალბათ ფეისბუქზეც ხშირ–ხშირად შევიცვლიდი პროფილის სურათს და ბევრ ახალ ადამიანს დავამატებდი Inspirational People გრაფაში. ჰაჰა, ჩემი აზრები რომ ვინმემ გაიგოს რა სირცხვილი იქნება... აუჰ, თან ინგლისური და რუსული კარგად რომ მეცოდინება საზაფხულო ბანაკშიც წამიყვანენ, ოლიმპიადებიდან რა... მერე რამე გაცვლით პროგრამებს მოვძებნიდი, ჩავაბარებდი და წავიდოდი უცხოეთში.. იქ ვინმე ოჯახი მიმიღებდა, ან კარგი ან ცუდი. სკოლიდან რომ გამოვიდოდი ბევრი იტყოდა : ფუ ეგ პაკაზუხა, ვითომ განსხვავებულია და ყველაფერს სხვის დასანახად აკეთებსო... ისე მაგასაც დავუკვირდი ამ ბოლო დროს და მივხვდი რომ ეგეთ ფრაზებს ხალხი უმეტესად დაუფიქრებლად ამბობს. რავიცი ... ადრე მეც ხშირად ვამბობდი, სხვათაშორის, მაგრამ რომ დავუკვირდი და დავუფიქრდი სულაც არ არის ეგრე (იშვიათ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით). ჰოდა რავიცი... ცოტა რომ წამოვიზრდებოდი უცხოეთში წასვლაზე ვიჩალიჩებდი. კანადაში მყავს ნათესავები, კანადა მიყვარს ძაან. იქ კიდევ გავიღრმავებდი ჩემს ცოდნას. ისე, მკვლევარი ფსიქოლოგი მინდა რომ ვიყო. ანუ ვივლი ხოლმე ციხეებში, კლინიკებში, სკოლებში და იქ მყოფ ადამიანებს რაღაცეებს შევეკითხებოდი... მერე ჩემს ნაშრომებსაც შევქმნიდი.. საინტერესოა სიკვდილმისჯილი პატიმრის აზრები ან თუნდაც ერთი უბრალოდ ბებოს ფიქრები, რომელიც საავადმყოფოში წევს გულის შეტევის გამო... მერე იქნებ ჩემი კლინიკაც გამეხსნა, ეგაა ჩემი ოცნება. პატარა გუგულის ბუდეს გავაკეთებდი მოკლედ. თავიდან ალბათ მაგრად გამიჭირდებოდა, ფულის გამო, მაგრამ მერე ამოვქაჩავდი ნელნელა. ცოტა ფული რომ შემოგვემატებოდა პინგპონგის მაგიდებს შევიტანდით კლინიკაში. დავდგებოდი და რომელიმე პაციენტს ვეთამაშებოდი. პინგ პონგ, პინგ პონგ, პინგ პონგ... იქით კუთხეში ზოგი ბანქოს ითამაშებს, ზოგიც თავის სტიქიაში საკუთარ თავს დაელაპარაკება... მაკმიორფის ნაირ ტიპებს არ შევიზიზღებ. ბეისბოლის თამაშის ყურება რომ მოუნდეს ერთი ხმის დაკლების გამო არ გამო გავუცრუებ იმედებს. რეტჩედს არ დავემსგავსები, არ არსებობს. სკოლის გახსნაც მინდა, მაგრამ ამდენ რამეს როგორ მოვაბავ თავს ეგ ნამდვილად არ ვიცი. ისე, სიმართლე რომ ვთქვა კლინიკისკენ უფრო მიმიწევსგული ვიდრე სკოლისკენ. ორივეს თავის „მუღამი“ აქვს. ძაან გადავერთე პროფესიულ ცხოვრების გეგმებზე და პირადი ცხოვრება თითქმის სულ გადამავიწყდა. რა თქმა უნდა, ცოლშვილი მინდა. ხან ვფიქრობ რომ 4–5 შვილი მინდა, ხან ვთვლი, რომ ერთიც საკმარისია. წარმომიდგენია, როგორ ვაძინებ ჩემს შვილს shine on you crazy diamond –ზე... წინ კედელზე ლუდვიგ ვანის დიდი პლაკატი... უკან Pink Floyd–ის ... ჩემს შვილს ალექსანდრეს დავარქმევ, გადაწყვეტილია ეს. რადიოც მინდა, პატარა რადიო. ოღონდ ისეთი კი არა : თეკლა გილოცავ დაბადებისდღეს და გიძღვნი მერაბ სეფაშვილის სიმღერას მთელი გულითო, ან ორი ლულა გიწვევთ უგემრიელესი ქაბაბის საჭმელადო. ჩემი რადიო მუსიკალური რადიო იქნება, რა თქმა უნდა რეკლამებიც იქნება ოღონდ რადიოს ფორმატთან შესაბამისი. ორი დიჯეი ეყოლება, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მუსიკებს დაატრიალებს... ფეისბუქზეც ექნება ფეიჯი, ალბათ მაქსიმუმ 2000–2500 ლაიქი ექნება. წითელთმიანი გოგოები ბედნიერები დაწერენ ჩვენს კედელზე: ,,გუშინ ვუსმენდი თქვენს რადიოს და აღფრთოვანებული ვარ, keep it up ^^“ და ასე შემდეგ... შეიძლება იმ დროისთვის წითელი თმა აღარც იყოს მოდაში, რავიცი აბა... უი, კლინიკაში ისიც მინდ ... . .. .
– შვილო, გაიღვიძე, დაგეძინა? შვილო, ანდრო, გამოფხიზლდი. რა იყო, ორი წუთით ვეღარ უნდა გავიდე გვერდით ოთახში? რას წერ? – ოქსიდებს მას... – მერე როგორაა საქმე? – კარგად მას, ამფოტერულებიღა დამრჩა და განახებთ ორ წუთში. უკაცრავად, არ მეძინა წინა ღამეს და ჩამთვლიმა... – მიდი მიდი, დაწერე და მოვალ ახლავე.
ამფოტერული ოქსიდები მიღება: 2Zn + O2 = 2ZnO Zn(OH)2 = ZnO + H2O
…
დასასრული...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ყოჩაღ,ოკე...რა კარგი ოცნებები გაქვს. მიხარია და ვამაყობ შენით... ისე ქიმიაც კარგად აგითვისებია... ყოჩაღ,ოკე...რა კარგი ოცნებები გაქვს. მიხარია და ვამაყობ შენით... ისე ქიმიაც კარგად აგითვისებია...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|