ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: MOW
ჟანრი: პოეზია
22 ოქტომბერი, 2008


ლოცვა

                                                                                                                                                  ოცნება ჩემი,ყველაზე ბნელი
                                                                                                                                                  ალესილი და დაუნდობელი! :)

                                                                          ***
ავიღებ ფურცელს, ვკითხულობ ლოცვას,
დავიზეპირებ ფრაზების როკვას,
აღვაპყრობ თვალებს,გიგზავნი კოცნას,
დაე დამთავრდეს ოცნების გლოვა
ფანტელი ნელი,და ძველისძველი,
თავს სწირავს–ფიქრებს, თვალებზე გველის,
კვამლი ავარდეს,ნება დაეცეს,
სიცივე გათბეს,ცეცხლი აცეკვდეს
ლოცვა დამთავრდეს და დრო გაჩერდეს
კარი გაიღოს, სანთელი ჩაქრეს!
და გადმოვიდეს...და გადმოფრინდეს
ბნელი ნათელი სახეს შევიდეს
ზეცა დაინგრეს და ჩამოიქცეს,
ქუხილის ხმაში,მზეც კი გაფითრდეს!
ლოცვა აღსრულდეს,შესმენილ იქნეს
ბნელი ოცნება ახდენილ იქმნეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები