ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2012


იეროგლიფი :*

ყვავილებივით ამოდიან ჩემს ორგანიზმში
იეროგლიფები.
მათ იაკუსი კითხულობს მხოლოდ.
ფანჯრებს ხურავს და მელოდება.
ვარსკვლავურ ომებზე არაფერს ამბობს...
იცის აბსურდია ჩემი აზრით, ხოლო
მისი აზრით სამყაროს სიყვარული აბოდებს
მარადჟამს.
ამიტომაცაა მიწისძვრები, ქარიშხლები და სხვა სტიქიები,
საკმარისად არ გვიყვარს ერთმანეთი თურმე.
სდუმს აქ იაკუსი
და შრიალებენ ფანჯრებთან ხეები.
ახლა მე ვკითხულობ იაკუსის ხელზე
წამებში გაჩენილ იეროგლიფს-
ჩვენ სამყარო გადაგვირჩენია,
ჩვენი უნებლიე სიყვარულით...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს