ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირანგულა
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2012


უსულო წირვა

ხან, ადამიანს ლოცვა ჰგონია,
მღვდელის პირიდან დაღვრილი გესლი:
ისმის ტაძარში მონოტონია,
მაგრამ ლოცვები არავის ესმის...

დგას საათობით ტაძარში მრევლი
(უფრო სხეულით დგანან (წესია...)),
მათი ფიქრები და საკმეველი,
შორს მიჰყვებიან სხვა პროცესიას...

მღვდელი დროდადრო დასჭექს ხმამაღლა:
"ამენ! უფალო, შენ შეგვიწყალენ!"
და პროცესიას - გასულს გადაღმა,
ისევ ტაძარში შემოიყვანენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები