| ავტორი: მირამარი ჟანრი: პოეზია 26 ნოემბერი, 2012 |
**** წამო, ჩემს სხეულში დაგპატიჟო, "ფეშენებელური" სახლი ვარ. წამო, სიყვარულით გაგაგიჟო, სიცოცხლე გაჩუქო ახლიდან... წამო, ჩემს თვალებში გასეირნო, გულშიც გამოგიღო სარკმელი, წამო, ტუჩებთანაც მიგიყვანო,- როგორც ერთი კარგი სათქმელი.. წამო, ჩემს სხეულში დაგაძინო, ფიქრად დაგახურო საბანი, წამო, ყურებთანაც გაგატარო,- როგორც სულ ახალი ამბავი წამო,თუ ცრემლი გადაგრეცხავს დარდი ფეხის თოკზე დამკიდე,.. წამო და გრძნობად გადაგიშლი გულის სასტუმროში მაგიდებს. წამო, ჩემს სხეულში დაგპატიჟო, გრძნობის ობობებმა დამქსელა, წამო, იმ ვნებებით გაგაგიჟო, რითაც თვითონ უკვე სავსე ვარ... ... წამო, ჩემს სხეულში დაგასახლო, ერთისთვის ეს სახლი დიდია, წამო,სხვა სამყარო დაგანახო,- სანამ გამყიდიან ,- მყიდიან . . .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მიიიი საყვარელოოო არაა რა ნიჭი ნიჭია ყველას არ აქვს შენგან განსხვავებიით:) მიიიი საყვარელოოო არაა რა ნიჭი ნიჭია ყველას არ აქვს შენგან განსხვავებიით:)
3. მმმმ............:) მმმმ............:)
2. დამშვიდდი,ვიღაცა მოვა... ან შენ მიდი... დამშვიდდი,ვიღაცა მოვა... ან შენ მიდი...
1. თქვენო გადაჭარბებავ გენერალო გენიოოს. :))) მოეშვით უაზრო კომენტარებს! ლამაზი ლექსია თუმცა სუსტი. თქვენო გადაჭარბებავ გენერალო გენიოოს. :))) მოეშვით უაზრო კომენტარებს! ლამაზი ლექსია თუმცა სუსტი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|