ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არკუსი
ჟანრი: პროზა
5 დეკემბერი, 2012


მიგნება..

უკვე რამდენიმე საათია ბრმასავით გაშტერებული ვდგავარ ხატებთან. თვალები არ ჩამოღვრილი ცრემლით მაქვს სავსე და მეწვის რადგან არ ვხუჭავ.. დავჩერებივარ ქრისტეს ხატს ფეხებზე და ვერ ვბედავ სახეში შეხედვას.. გონებაში კი  სიტყვები დადინ "იესო ტკბილო, შემიწყალე მე".
არასდროს მიგრძვნია და განმიცდია ამ სიტყვების ძალა ისე როგორც ახლა, თითქოს დაჭიმული ნერვები მოეშვნენ და სისხლიც დამშვიდდა..
ფეხები დგომისგნ დაბუჯებული მაქვს და მეწვის, თუმცა ნარკოზ გაკეთებული ადამიანივით ვერ ვგრძნობ.. ნელ_ნელა ფილტვებამდე და გულამდე აღწევს განცდა "იესო ტკბილო, შემიწყალე მე" თითებს, მხოლოდ ერთი მოძრაობა შეუძლიათ და მეც ვიწერ პირჯვარს. სწორად თუ შეცდომით, სინანულით თუ მოუნანებლად, დამდაბლებული თუ ამპარტავნების ნასისხლარში დასახრჩობად გამზდებული, გზა ამბნეული შემთხვევით თუ საკუთარი ნებით, სიყვარულზე უარნათქვამი და საკუთარ თავში ჩაკეტილი გიჟივით.. ცრემლებში დამხრჩვალი გულის გვამივით გააქვთ ჩემი სხეულიდან, სულიდან, ოცნებიდან, ფიქრიდან დღემდე შემორჩენილი აზრი უფლის არაყოვლისშემძლეობაზე და ახალი გულივით მენერგება "იესო ტკბილო, შემიწყალე მე"..
სისხლიც ძარღვებში, როგორც ქრისტე გოლგოთის გზაზე მიდის გულამდე და აქ პირველი ცრემლი მომდის თვალიდან..გადავსებულ კიდეზე ვეღარ შეკავებული და გადარეული..უფალს მიგნებული და უფლით სავსე ცრემლი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები