ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2012


ნიკას და თათოს

                                                                                                                ამიტომ მე დროს უკვე არ ვიცნობ
                                                                                                                ყოველი წამი სიხარულია
                                                                                                                უკვე რამდენი ხანი მიყვარხართ
                                                                                                                ჩემში თქვენ რომ ხართ - დიდებულია!




    მოსაწევი - სიტყვა ცოდვისკენ მიმავალი  გზაში მოკვდება. გითხარი ადრე - და მართლაც ტანჯვას არსად გავექეცი. შენც ხომ გინდოდა ჩემში არ დაგენახა ბავშვი? ვმშვიდდები. ცისკენ მიმავალ გზებზე ანთია შენი ვარსკვლავი და ჩვენი გზები უკვდავების გზებზე იკვეთება, ვჩერდებით და ერთმანეთის თვალებში ვხედავთ სინათლეს მომავლის რწმენით.
  ჰგავს ეს ცხოვრება ბრმა მოხუცის შეშინებულ  სვლას ანგრეულ გზებზე? დიახ, მე სიკვდილის მოკვლაში სიცოცხლე ღმერთად  მექცა და ყველაფერი, რაც შენ გტკივა, ჩემს ტკივილად იქცა ქვეცნობიერში. არასდროს მიცდია გამეაზრებინა შენი დაკარგვა , შენც ხომ იცი ჩემს სიტყვებს შევასრულებ, რაც პირველად გითხარი. სიკვდილის მოკვლაშია ეხლა ჩემი ხსნა - გაფუჭებული მაგნიტოფონივით იმეორებს ჩემი გონება ამ აზრს და სული ეთანხმება ნაფიქრალს.
  ნამდვილი სიგიჟეა ეხლა მე ვიფიქრო მხოლოდ ცუდზე, სულს ვერ მოკლავ ხომ იცი? სიყვარულს ვერ წამართმევ ხომ იცი? ნიკუშა მეც ძალიან მაგრად მეყვარება, ესეც ხომ იცი? და მაინც თითქოს შეგნებულად წახვედი, თითქოს შენი გული და გონება ერთმანეთს არ ეთანხმებოდნენ, რაღაც ფიქრი გაიძულებდა წასვლას. მე მესმის შენი, მაგრამ შენ არ ამბობ ყველაფერს, მიმალავ რაღაცას და ეშმაკი მთხოვს ვიყო უიმედოდ.
  ქუჩაში ყველაფერი აირია, სული დაიღალა გადაღლილი ადამიანების, მე ისევ ვდგები, ვიაზრებ, ვლოცულობ, ვიბრძვი და გმირობას მავალდებულებს ღმერთი - გრძნობს სული ნატანჯი, ცოტა დაღლილი და ენერგიით სავსე.
  შეცდომებზე ფიქრი მაძლიერებს და ვგრძნობ  კიდევ იქნება დილა მზიანი და მოთმინება მთვარიან ღამეს ვარსკვლავებს  მომიკრეფს, თუმცა მე სულ ორ ვარსკვლავს შევნატრი.
  მე მინდა ვუყუროთ ფილმს, რომელიც ჩვენს ცხოვრებაზეა და მაპატიო ყოველივე, მე ხომ ყოველთვის ვფიქრობდი შენზე და ეხლაც დღე და ღამე მელანდები, სულ შენ და ნიკუშა მახსოვხართ, თითქოს ვიღაცა ზის და ხითხითებს, უხარია ჩემი წამება.
  თითქოს ვიღაცა ჯადოს გვიკეთებდა, როცა ვსეირნობდით, თითქოს სატანა გვთარსავდა.
  ცაზე ვარსკვლავებო გაანათეთ, ერთად მოვძებნოთ ორი ვარსკვლავი, რომლებიც  დავკარგე და უმისამართოდ ყოველ ქუჩაში ვკითხულობ :თათო და ნიკა ხომ არ გინახავთ?
  ნიკას ღიპი და თვალები მენატრება, შენი სითბო.
  თქვენ ჩემში ხართ და ზოგჯერ ცხადად ვხედავ როგორ ანათებს ჩემს გულში ორი ვარსკვლავი.
  დედასვფიცავარ ვხედავ.
  მიყვარხართ.
 

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები