ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლე ვანი
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2012


***

დავცარიელდი,
როგორც საფერფლე,
რომლიდანაც სიგარეტის ნამწვავები
მიმოაბნიეს.
და მაინც:
მტვერი
დალექილი ფსკერზე მაწუხებს.
სველ ასფალტზე დაყრილ ჩემს გრძნობებს კი
დავიწყება ჭამს.

გუშინ მომწყინდი.
დღეს არ მახსოვხარ.
ხვალ დაგივიწყებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები