 | ავტორი: აპარმიჟ- ჟანრი: თარგმანი 30 ნოემბერი, 2012 |
მოხდა ისე, რომ ყელში ამომივიდა ადამიანად ყოფნა. და ხდება ისე, რომ შევდივარ ატელიეში და კინოს სახლში, - გამომხმარი, წყალგამძლე, მიცავს მრავალფენოვანი გრძნობები, თითქოს ვარ გედი და წინ წყალია - ორსულთა და ფერფლთა. სადალაქოში გამჯდარი სუნი, მაძალებს ხრინწიან მოთქმას. ერთადერთი რაც მინდა, არის ქვასავით ან შალივით წოლა. ერთადერთი რაც მინდა, არის ის, რომ არ ვხედავდე მეტად მაღაზიებს და ბაღებს, სავსე დახლებს, სათვალეებს და ლიფტებს. მოხდა ისე, რომ დამღალა ჩემმა ტერფებმა, ჩემმა ფრჩხილებმა, ჩემმა თმამ და ჩრდილმა ჩემმა. მოხდა ისე, რომ დამღალა ადამიანად ყოფნამ. თუმცა, მაინც რა მშვენიერი იქნებოდა მოსამართლის შეშინება მოჭრილი ლილიით, ან მონაზონის მოკვდინება ყურში ჩაბერვით. დიდებული იქნებოდა ქუჩებში გავლა, მწვანე დანით და კვნესის ხმებით, ვიდრე მოვკვდებოდე ამ სიცივისგან. მე აღარ მინდა ფესვივით ყოფნა ამ უკუნეთში, უსაფრთხოდ, ოდნავ ამოზრდილი, მშფოთავი ძილით, სიღრმისკენ მზრდადი - მიწის ნესტიან ნაწლავებისკენ, ამ ყველაფრის ფიქრის აბებით მიღება, ყლაპვა ყოველდღე. არ მინდა ამდენი ტანჯვა. არ მინდა, რომ ფესვივით, ან საფლავივით დავრჩე მარტო მიწისქვეშ, როგორც საწყობი ცხედრების, ნახევრადგაყინული, მწუხარებით მომაკვდავი. ამიტომაა, რომ ორშაბათი ბენზინივით ალდება, როცა მე მხედავს, განმკითხავი სახით მომავალს, და ის, გახეთქილი საბურავივით ფშვიტინებს, სადაც ფოთლებში გზას მიიკვლევს გამთბარი სისხლი, - სწორედ ღამისკენ. და ეს ყველაფერი, ნესტიან სახლთა სხვადასხვა კუთხეებში მამწყვდევს, ჰოსპიტალებში, საიდანაც ძვლები ფანჯრებიდან ფრინდებიან, ფეხსაცმლის მაღაზიებში, რომლებსაც ძმრის სუნი ასდით და დამსკდარი კანის მსგავს საზიზღარ ქუჩებში. სადაც რუხად შეფერილი ჩიტები არიან, საზიზღარი შიგნეულით რომ სხედან სახლთა ეზოების ჭიშკრებზე, - რასაც ვერ ვიტან, სადაც პროთეზებს ივიწყებენ კაფეებში, სადაც სარკეები არის, რომლებსაც უნდათ მოთქმა, სირცხვილისა და ტერორის გამო, სადაც ყველგანა მოფენილი ქოლგები, შხამები და ჭიპლარები.
მშვიდად გავისეირნე, ჩემი თვალებით, ჩემი ფეხსაცმლებით, ჩემი მრისხანებით და ყველაფრის დავიწყებით, მე ვსეირნობდი შენობების, ოფისების და ორთოპედიული მაღაზიების გასწვრივ, თოკზე სარეცხგაფენილ ეზოებშიც: სადაც საცვლების, პირსახოცების და მაისურების ბინძური ცრემლები ცვიოდნენ.
წყარო: http://www.best-poems.net/pablo_neruda/walking_around_poem.html
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|