ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უცნობი მოხეტიალე
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2012


***

                              ***
თვითმფრინავს როცა ვხედავ მამშვიდებს,
რაც უფრო მაღლა ადის მით უფრო
მშვიდდება ჩემი სული.
ალბათ იმიტომ რომ
ზევით,
მარადისობის უკვდავი სიცოცხლისკენ
მიმავალს ვგავარ.
მის დატოვებულ ნაკვალევს ვუყურებ და
მეც მსურს ფრენა,
თუნდაც იმიტომ რომ ზევიდან დავყურებდე დედამიწას.
არა!
ღმერთი არ ვარ მაგრამ
ღმერთობას ვეძებ საკუთარ თავში.
ისეთი თავისუფალიც არ ვარ რომ მაღლა ვიფრინო,
მიწაზე დავდივარ და მიწას ვეკუთვნი,
წუთისოფელს რომელიც მხოლოდ ბრმა ადამიანები
ცხოვრობენ ქაოსში!

                                    ***
დიდი ხანია ომი მიდის დედამიწაზე იმ დროიდან
როცა ჩვენ დავიბადეთ,
სულის გადასარჩენად ბრძოლა და საკუთარ
თავში ღმერთის პოვნაა ჩვენი ომი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები