გამიშვით ხელი! ცოცხალია, ეს ცეცხლი სუნთქავს! და სანამ სევდა წამოაწვიმს უნდა ვუშველო, თორემ უკვე ვგრძნობ სიკვდილის ცივ სიჩუმეს ზურგთან, საფლავში ბორგავს სულ პირველი ქერდიყოშვილი!
ხელი გამიშვით! სანამ მიწას ასდის ალმური და ჭინკებს ცეცხლის ცხელი სუნთქვა ტაძრამდე მიაქვთ - არ იკითხება სადაც ლოცვა და არც ფსალმუნი და სულებს სულაც მოლანდების სახელი ჰქვიათ.
ჰო, ამ ტაძარში ცოცხალია ეს ცეცხლი, სუნთქავს, ურცხვად გაჩრილა მეცხრე ცაზე მთვარე უშვილო, ცხოვრება ხარბი ლექსს, სიგიჟეს და ცეცხლსაც სულ ნთქავს, მიწაში ოხრავს სულ პირველი ქერდიყოშვილი - ჩემს შთამომავალს ღმერთო უშველე... ................................. ხელი გამიშვით! სანამ ვცოცხლობ ეს ცეცხლიც ენთოს!!!