ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აპარმიჟ-
ჟანრი: თარგმანი
7 დეკემბერი, 2012


ლ. ნ. ტოლსტოი (მის მიერ თარგმნილი) ბუდისტური ზღაპარი "კარმა" (პირველი ნაწილი: შესავალი.)

              “კარმა” ბუდისტური მრწამსია, რომელიც იმაში მდგომარებს რომ არა მარტო თითოეული ადამიანის ხასიათთა საწყობი, არამედ ამ ცხოვრების თანმდევი ბედიც არის წინა ცხოვრებებში ჩადენილ საქმეთა შედეგი და რომ ჩვენი, მომდევნო ცხოვრების სიკეთე, ან სიბოროტე, სწორედ ასევე იქნება დამოკიდებული იმ ძალისხმევაზე, რომელსაც ამ ცხოვრებაში მოვახმართ ბოროტების არიდებასა და სიკეთის სრულყოფას. 
              (ლ. ნ. ტოლსტოის შენიშვნა.) გიგზავნით ჩემს მიერ თარგმნილ ბუდისტურ ზღაპარს - ”კარმა”, რომელიც ამერიკულ ჟურნალში: ”Open Court” -ში დაიბეჭდა. ეს ზღაპარი ძალიან მომეწონა თავისი უბრალოებითა და სიღრმით. განსაკუთრებით კი, იმ ჭეშმარიტების განმარტებით, რომელიც ხშირად ხდება სხვადასხვა მხრიდან დაბურული: რომ ბოროტების ძლევა და სიკეთის შეძენა, მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით არის შესაძლებელი და რომ არ არსებობს სხვა რაიმე ხერხი, გარდა საკუთარი ძალისხმევისა,  რითაც მიიღწევა საკუთარი ან საერთო სიკეთე. ეს განმარტება განსაკუთებით იმითაა კარგი, რამეთუ ისიც კი არის აქ ნაჩვენები, რომ ცალკეული ადამიანის სიკეთე მხოლოდ მაშინ არის ჭეშმარიტი სიკეთე, როცა ის საერთო სიკეთეს ემსახურება. როგორც კი ყაჩაღმა, რომელიც ჯოჯოხეთიდან მოცოცავდა, მხოლოდ საკუთარი თავისთვის ისურვა სიკეთე, ამ სიკეთემ შეწყვიტა საერთო საქმისთვის მსახურება და ის უკან ჩავარდა.
              ეს ზღაპარი თითქოს ახალი კუთხით აშუქებს ქრისტიანობით გაცხადებულ ორ ძირითად ჭეშმარიტებას: მასზედ რომ სიცოცხლე, მხოლოდ მეს უარყოფაშია - ”ლუკას სახარება. თავი მეცხრე. 24. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს სულს, ის იხსნის მას.” - და რომ ადამიანების სიკეთე, მხოლოდ ღმერთთან ერთიანობაშია და ღმერთის გავლით ინაწილებენ მას: ”იოანეს სახარება თავი მეჩვიდმეტე 21. რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე. 22. დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი. ”
              ამ ზღაპარს ბავშვებს ვუკითხავდი და ის ძალიან მოსწონდათ მათ. უფროსებში კითხვისას კი, მუდამ იწვევდა ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბრებს და მე მგონია, რომ ეს ძალიან კარგი რეკომენდაციაა.
              Р. S. ეს წერილი გამომცემელთათვისაა განკუთვნილი.
              ლ. ტოლსტოი.




КАРМА Л. Н. Толстой

“Карма” есть буддийское верование, состоящее в том, что не только склад характера каждого человека, но и вся судьба в этой жизни есть последствие его поступков в предшествующей жизни и что добро или зло нашей будущей жизни точно так же будет зависеть от тех наших усилий избежать зла и совершения добра, которые мы сделали в этой.
(Прим. Л. Н. Толстого.) Посылаю вам переведенную мною из американского журнала “Open Court” буддийскую сказочку под заглавием “Карма”. Сказочка эта очень понравилась мне и своей наивностью, и своей глубиной. Особенно хорошо в ней разъяснение той, часто с разных сторон в последнее время затемняемой истины, что избавление от зла и приобретение блага добывается только своим усилием, что нет и не может быть такого приспособления, посредством которого, помимо своего личного усилия, достигалось бы свое или общее благо. Разъяснение это в особенности хорошо тем, что тут же показывается и то, что благо отдельного человека только тогда истинное благо, когда оно благо общее. Как только разбойник, вылезавший из ада, пожелал блага себе, одному, так его благо перестало быть благом, и он оборвался.
Сказочка эта как бы с новой стороны освещает две основные, открытые христианством, истины: о том, что жизнь только в отречении от личности — кто погубит душу, тот обретет ее,— и что благо людей только в их единении с богом и через бога между собою: “Как ты во мне и я в тебе, так и они да будут в нас едино...” Иоан. XVII, 21.
Я читал эту сказочку детям, и она нравилась им. Среди больших же после чтения ее всегда возникали разговоры о самых важных вопросах жизни. И мне кажется, что это очень хорошая рекомендация.
Р. S. Письмо это для печати.
Л. Толстой.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები