მოკლედ ისე მომენატრეთ ისე,ისე რომ მეც მოვედი!!! -შენ რა იცი სიყვარული ჩემო ბიჭო? -ვისი ხმა არის? -ღმერთის. -კი,მაგრამ ღმერთო იმ წიგნში რატომ ეწერა ლამაზი ბაღის ყვავილების,და თეთრად მოსილი წმინდანების შესახებ,თუკი აქ ყველაფერი შავით არის მოსილი? -ჰაჰაჰაჰაჰ.შენ უბედურო,მე ზეცის ღმერთი არ ვარ და ალბათ არც შენი. მიწა იცი რა ხილია? -კი.რა თქმა უნდა,მიწა ისაა რაზეც ჩვენ ვაბიჯებთ,რითაც ვნაყრდებით და სადაც ვიმარხებით. -რა საოცარი ბიჭუკელა ხარ.და მინდა გითხრა ნიჭიერიც. მაგრამ ერთს ვერ მივხვდი რატომ მისვამ მაშინ კითხვებს თუ ეს ყველაფერი იცი? -კი,მაგრამ ,მე... მე მეგონა სული ბედნიერებას ეწეოდა. -ვერ მოგართვი ვერაო.. შენ ხარ მიწა და მიწად იქცევი. აბა შემახსენე შენი ცოდვების სია?! -უფალო ,მე ცოდვები არ მაქვს. -შე ლაწირაკო,რამდენჯერ უნდა გითხრა მე შენი უფალი არა ვარ მეთქი. მე ეშმაკი ვარ,ე-შ-მ-ა-კ-ი.გინდა სხვა ენაზე გეტყვი .დიავოლ. -კარგი ,მჯერა ,რომ შენ უფალი არ ხარ ,მაგრამ ის სად არის? -აბა მე რა ვიცი ჩემო გზააბნეულო მეთევზე.ის ზემოთ უნდა იყოს,ალბათ თავის პატარა ბატკნებს კვებავს. -რამდენი ბატკანი ჰყავს? -არ ვიცი ,არა! ალბათ მილიონი ან ნახევარი მილიონი,აბა რა ჯანდაბად მაინეტრესებს ეგ მე. -ცოტა ნორმალურად ისაუბრე ღმერთზე.თავხედო. -არ გამაცინო ახლა.მერამდენედ გითხრა ჩემი ღმერთი თავად მე ვარ ,ის დანარჩენ სამყაროს ღმერთობს. -ანუ აღიარებ შენზე ძლიერია? -ჰმ.. შეიძლება ეგრეც ითქვას,მაგრამ ... არა გიჟი ხარ,მართლა.აბა მე ვინ მძლევს ,ზედავ ჩემს ხელებს? თითქოს ფოლადში გამომაწრთვეს.მე უფლის შვილი ვარ,მაგრამ ,როგორც იქ ზემოთ ამბპბენ,ვერ შევიგნე ეს უბრალო ჭეშმარიტება და მიწად ჩამოვედი. -ეშმაკო შენ მგონი რაღაცას ნანობ.! -არ ვნანობ არაფერსაც. დაე იყოს ისინი იქ ,მე კი აქ. ბოლოს და ბოლოს თქვენც მეყოფით გასართობად. -ვინ ჩვენ? -ვინ და აი ,შენ და კიდევ ათასი შენიმსგავსი. -კი ,მაგრამ იქ რომ მილიონობით ან ნახევარმილიონობით არიან? -ვინ გითხრა ეგ?დაითვალე,როდის მოასწარი? -არავის არ უთქვამს შენს გარდა,ახლა რამოდენიმე წამის წინ თქვი. -ა ჰო. სულ გამოვშტერდი.ლამის არის საკუთარი მისიაც დამავიწყდეს. ზემოდან მოქმედებენ,გრძნობ? -რას? -აი ,როგორ გვიახლოვდება საგალობლების ხმა? -რაღაც გეჩვენება. -მოიცა,განა მეჩვენება ,ყოველ დღე გალობენ,ზეციერ მამას აღმერთებენ,სანთლების სინათლეც აღწევს აქ. -რისი თქმა გინდა ეშმაკო?რომ დედამიწა ჯერ მხოლოდ მსუბუქად არის დაჭრილი? -შეიძლება.......
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ღმერთზე წერას ცოტა მეტი სიფრთხილე უნდა... ღმერთზე წერას ცოტა მეტი სიფრთხილე უნდა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|