 | ავტორი: შენი ლუ ჟანრი: პროზა 8 დეკემბერი, 2012 |
ორი თვე საავადმყოფოს კედლებში. ეზიზღება დადუს აქაურობის სუნი, მაგრამ იტანს. მამიკოს გამო ყველაფერს აიტანს. მთელ დღეებს აქ ატარებს. ღამითაც დარჩებოდა, მაგრამ დედამ არაო და დადუც უჯერებს. ყოველ დილით სიტუაცია მეორდება. გზა სახლიდან საავადმყოფომდე, კიბეები მისაღებიდან მესამე სართულამდე და 29 ნაბიჯი კარებიდან მეცამეტე პალატამდე. კიდევ ღიმილი პალატაში შესვლამდე. არ ეღიმება, მაგრამ უნდა გაიღიმოს. უჭირს ტყუილი, ის ჯერ 10 წლისაა, მაგრამ მამიკოს გამო ამასაც შესძლებს. -მამიი.. -დადუ. მოხვედი მა? მამას მზერა სიყვარულით ივსება. უყვარს დადუს ეს თვალები, დიდი და თაფლისფერი. -ჰო მა, აქ ვარ მამი.. მის გვერდით წვება. თავზე მამის ხელს გრძნობს. თბილია, ისეთი თბილი, როგორიც შეიძლება მხოლოდ მშობლის ხელი იყოს. -მელას თავის მახრჩობელა უყვარსო, თქვენზეა ნათქვამი. ამბობს დედა და ტუჩებით იღიმის. დიახ ტუჩებით, რადგან ცისფერი თვალები ვერ ახერხებენ ღიმილს. თვალები არ სტყუიან. -სუსაა.. მოდი ჩემთან და დადუსთან ჩამოჯექი. იცი რა? აქედან რომ გამოვალ მოტოციკლეტით ვიმოგზაურებთ.. ხომ გინდა? -ხო ნიკო.. ეს მალე მოხდება.. ახლა კი უნდა გავიდე და მალე მოვალ. -მსუუ. მოიცადე. ტუში წაისვი რა. -ნუ ბავშვობ. რა დროს ეგ არის? -წაისვი რა გთხოვ. წინააღმდეგობას აღარ უწევს და ისვამს. ყოველ დილით ასე ხდება. ექიმთან შესვლამდე ტუშის წასმას ითხოვს. ასე უკეთ მიხვდება რა თქვა ექიმმა. ეზიზღება თუში, რომელიც ტირილის უფლებას ართმევს. დედას შეაგვიანდა, მამიკოს ჩაეძინა. დადუ პალატიდან გაიპარა და ექიმის კაბინეტთან დადგა. -ქალბატონო ლელა, არ შეიძლება ოპერაცია, აზრიც აღარ აქვს. უნდა გაიგოთ რომ.. -მესმის მაგრამ თქვენც უნდა გაიგოთ. ღამით უფრო გაურთულდა სუნთქვა, ვეღარც იძინებს, სისხლი მოსდის. იქნებ იყოს შანსი.. -მაპატიეთ, მაგრამ.. გაბრაზებული და იმედგაცრუებული გამოდის ექიმის კაბინეტიდან და შვილის დაღონებულ სახეს აწყდება, მაგრამ არ შეუძლია მისი ტკივილის შემსუბუქება და არ იცის რა თქვას. დუმილს ბავშვი არღვევს. -დე, შეგიძლიათ იტიროთ. მამას ჩაეძინა. დედა იხუტებს თავის პატარას და ტირის. თამაშით დაღლილისთვის ეს დიდი შვება აღმოჩნდა. თავში კი ტრიალებს ექიმის სიტყვები, "აზრი აღარ აქვს." დღე დღეს მისდევდა. ისევ დილა, ისევ გზა საავადმყოფომდე. დგას დადუ და ტრანსპორტს ელოდება. -დადუ.. -დე აქ საიდან? მამა რატომ დატოვეთ, გუშინ ხომ ოპერაცია გაიკეთა? -წამოდი სახლში და იქ ვისაუბროთ. რა ხდება? რატომ დატოვა? ალბათ ძალიან კარგადაა. ოპერაციის მერე უცეკვია კიდეც. ჩემი მამიკო, მალე სახლში დაბრუნდება. დღესვე გავამზადებ მის ოთახს.. ამ ფიქრებიდან დედის ხმამ გამოაფხიზლა. -ნიკო რეანიმაციაში გადაიყვანეს. -კი მაგრამ დე.. კარგი დე ნუ ტირიხარ.. დედა იმ ღამით საავადმყოფოში დაბრუნდა. ექიმმა რეანიმაციაში ყოფნის ნება დართო. დადუს ცხოვრებაში პატარა ცვლილება მოხდა. მესამე სართული მეორემ შეცვალა, პალატა ნომერი 13 რეანიმაციამ. -თუ გინდა შედი. ექიმის ხმა გაიგონა კარებთან მდგომმა.. -არა. დიდი მადლობა. ვერ შეძლო. უყურებდა კარებიდან ფერდაკარგულ, გამხდარ და აპარატებზე შეერთებულ კაცს. ეს მისი მამა იყო, მაგრამ საოცრად შეცვლილი. მამა, რომელიც ხელით დაატარებდა, ახალი წლისთვის ნაძვისხეს რთავდა, დაბადების დღეზე ბარბეს ჩუქნიდა და ცეკვით სიყვარულს უხსნიდა. დადუს მამა.. რიგითი საღამო. ისევ სახლში გაუშვეს, ისევ დააშორეს მამას. -დაწექი და ზღაპარს მოგიყვები. -არ მინდა ზღაპარი, -კი მაგრამ.. საუბარი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა. -ხო ლელა, ხო.. -დადუ, მისმინე.. -დედა იყო? რაო დედამ. მითხარით რაო? -ნიკო, ნიკო აღარ არის. წამებში სამყარო მინის ბოთლს დაემსგავსა, რომელიც გასკდა და ნამსხვრევებად იქცა. -მოდი ჩაგეხუტო პატარავ. -არა! გადით და მარტო დამტოვეთ.. გთხოვთ. ცრემლები აწვებოდა, სიტყვების თქმაც უჭირდა. მარტო დარჩა და იყვირა. ბალიშში თავჩარგული ტიროდა. შუაღამისას მოასვენეს მამა. დედას ჩაეხუტა. ტიროდა ყველა. დადუ კი დედის კალთაზე იჯდა.. ის არ ტიროდა და რობოტივით ერთ მოქმედებას იმეორებდა, ნაზად უსვამდა დედას თავზე ხელს. პანაშვიდებს არ დასწრებია. ან აივანზე იჯდა ან მდინარის პირას. არავის უნახავს მისი ცრემლი მდინარის გარდა. გასვენება.. რამდენი ხალხია. სურათი შვილმა უნდა წაიღოსო. გზა სასაფლაომდე. პატარა გოგონა მამის სურათით. აი საფლავიც, ბოლო დატირება. მიცვალებულს სუდარა გადახადეს. დადუმ პირველად დაინახა მამის გაყინული სახე. კივილი მოედო სასაფლაოს, სურათი მიიხუტა, ვიღაცის ხელი იგრძნო და ის დღე იქ შეწყდა. უბრალოდ გონებამ მეტის დამახსოვრება ვერ შეძლო. უკვე 8წელი გავიდა. მრავალი დღე სასაფლაოზე და დედის მონათხრობი, რომელიც შემთხვევით გაიგონა. -ხომ ამბობენ კომაში მყოფთ არაფერი ესმითო. ნიკოს ესმოდა ჩემი, რომ ვუთხარი დადუ შემოვიყვანო მეთქი ცრემლი წამოუვიდა. ნატო ხვდები ეს რას ნიშნავს? მას ჩემი ესმოდა. სულ ეს სიტყვები მეორდება გონებაში.. მე დადუ ვარ.. შვილი, რომლის გამოც მამას უკანასკნელი ცრემლი ჩამოუგორდა თაფლისფერი თვალებიდან. ვნანობ რომ არ შევედი, რომ ვერ შევედი.. ბავშვებო! მოვეფეროთ, ბევრი მოვეფეროთ მშობლებს..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. თუთი გოგო, <3 თუთი გოგო, <3
13. აქამდე რატომღაც არ წამიკითხავს. . .
"ისე გადმოეცი რომ უფრო მტკივნეულად, უფრო სიყვარულით, ვერავინ დაწერდა." - ვეთანხმები 11 კომენტარის ავტორს <3 აქამდე რატომღაც არ წამიკითხავს. . .
"ისე გადმოეცი რომ უფრო მტკივნეულად, უფრო სიყვარულით, ვერავინ დაწერდა." - ვეთანხმები 11 კომენტარის ავტორს <3
12. იხარე ჩემო კარგო. ამ ნაწერში გული ჩავდე.. მოვეფეროთ მშობლებს იხარე ჩემო კარგო. ამ ნაწერში გული ჩავდე.. მოვეფეროთ მშობლებს
11. ეხლა წავიკითხე. ისე გადმოეცი რომ უფრო მტივნეულად, უფრო სიყვარულით, ვერავინ დაწერდა. დალოცვილი ყოფილიყავი.
პატრიარქის სიტყვები გამახსენდა, მიდით და მშობლებს, ხელებზე ეამბორეთო. ვინ იცის როგორ მოგვენატრებან ხვალზეგ..... ++
ეხლა წავიკითხე. ისე გადმოეცი რომ უფრო მტივნეულად, უფრო სიყვარულით, ვერავინ დაწერდა. დალოცვილი ყოფილიყავი.
პატრიარქის სიტყვები გამახსენდა, მიდით და მშობლებს, ხელებზე ეამბორეთო. ვინ იცის როგორ მოგვენატრებან ხვალზეგ..... ++
10. დიდი მადლობა ჩემო კარგო დიდი მადლობა ჩემო კარგო
9. ჰო, სულ დამავიწყდა: +55555555555555...............5 ჰო, სულ დამავიწყდა: +55555555555555...............5
8. მხიარულ მასხარასაც რომ გულს დაუკოდავს ისეთია, სევდიანი, მაგრამ სითბოთი სავსე. შენ რა კარგი ლუ ხარ :-* შეუყვარდი მასხარას. ყოველთვის მოვალ-ხოლმე აქ :) მხიარულ მასხარასაც რომ გულს დაუკოდავს ისეთია, სევდიანი, მაგრამ სითბოთი სავსე. შენ რა კარგი ლუ ხარ :-* შეუყვარდი მასხარას. ყოველთვის მოვალ-ხოლმე აქ :)
7. ნამდვილად.. რადგან წლები მიფრინავენ და მერე გვიანია ზოგჯერ.. იხარე ალაზნისპირელო ნამდვილად.. რადგან წლები მიფრინავენ და მერე გვიანია ზოგჯერ.. იხარე ალაზნისპირელო
6. ცრემლი მომერია....
გაიხარე ავტორო...
ძალიან მტკივნეული და სევდიანი თემაა....
მშობლებ ყოველთვის უნდა მოვეფეროთ/........
ცრემლი მომერია....
გაიხარე ავტორო...
ძალიან მტკივნეული და სევდიანი თემაა....
მშობლებ ყოველთვის უნდა მოვეფეროთ/........
5. წარმატებები ავტორს. წარმატებები ავტორს.
4. მტკივნეულია ძალიან ,! , ! მტკივნეულია ძალიან ,! , !
3. მეც მეტკინა... მეც მეტკინა...
2. გაიხარეთ ნაია.. დიდი მადლობა გაიხარეთ ნაია.. დიდი მადლობა
1. ძალიან, ძალიან სევდიანი და გული უფრო მეტად მტკივა, რადგან ვფიქრობ ეს ავტორის რეალური ისტორიაა.+++++ ძალიან, ძალიან სევდიანი და გული უფრო მეტად მტკივა, რადგან ვფიქრობ ეს ავტორის რეალური ისტორიაა.+++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|