| ავტორი: კეტ1996 ჟანრი: პროზა 16 დეკემბერი, 2012 |
-ის საბუთები თქვენ რომ მთხოვეთ მზადაა. აი ჩაიბარეთ. -მადლობა ნანა. შეგიძლია ყავა გამიკეთო? -რათქმაუნდა ანასტასია. ხუთ წუთში შემოგიტანთ. ვუყურებდი როგორ გადიოდა ჩემი მდივანი კაბინეტიდან, უეცრად რაღაც გამახსენდა... -ნანა მე ტკბილი ყავა არ მიყვარს ხომ გახსოვს? -დიახ ქალბატონო ანასტასია. მე მალე დავბრუნდები. – გოგონა კაბინეტიდან გავიდა. ძალიან კარგი მდივანი იყო, მაგრამ სულ ავიწყდებოდა, რომ ყავას უშაქროდ ვსვამ და არ მომწონს ,,ქალბატონოთი” რომ მომმართავენ. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე მისთვის შემეხსენებინა. სანამ ის დაბრუნდებოდა გადავწყვიტე ჩემი სამუშაო საბუთები გადამეთვალიერებინა, უამრავი საქმე მქონდა. ხვალ ჩემი პირველი სასამართლო პროცესია. მე პროკურორი ვარ. – ახალბედა პროკურორი და ცხოვრებაში პირველად უნდა დავდო ადამიანს ბრალი. ეს ფაქტორი ცოტა არ იყოს მთრგუნავს, მაგრამ ის ადამიანი გიჟია, მე უბრალოდ მისი დანაშაული უნდა დავამტკიცო და შემდეგ ალბათ ფსიქიატრიულ კლინიკაში ამოყოფს თავს. თან ის საშიში დამნაშავეა, მეორე კლასის მოსწავლეს დაესხა თავს და ეუბნებოდა მამაშენთან უნდა გაგგზავნოო, საწყალი ბავშვი ძვლივს გამოართვეს ხელიდან. მოკვლას უპირებდა, - მდინარეში ახრჩობდა. ვკითხეთ ეს რატომ გააკეთეო და გვიპასუხა, მან მიბრძანაო. ის კი არავის უთხრა ვინ არის ხსენებული - ,,მან”. ეს არც მაინტერესებს, მთავარია საქმე მოვიგო. -ქალბატონო ანასტასია, - გაისმა ნანას ხმა. – თქვენი ყავა. -ნანა, ხომ გთხოვე ქალბატონოს ნუ მეძახიმეთქი. ახლახანს დავიწყე აქ მუშაობა და მინდა მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს, შენ გარდა აქ არავის ვიცნობ. -გასაგებია. ქალბატ... ანასტასია. – ჰო მართლა, იმ ნომერზე დავრეკე რომ მთხოვეთ და დღეს შვიდ საათზე გელოდებიან. თუ გინდათ წამოგყვებით. -დიდი მადლობა ნანა, მაგრამ არ მინდა, ჩემი საქმრო მომყვება, დავურეკავ და აქ მომაკითხავს. ეგ ადგილი ორივემ უნდა ვნახოთ. ბოლოს და ბოლოს ქორწილის შემდეგ იქ ვაპირებთ ცხოვრებას. -გასაგებია. თქვენი საქმრო რომ მოვა შეგატყობინებთ. -კარგი ნანა, თავისუფალი ხარ. ნანა ოთახიდან გავიდა. მე ყავა გავსინჯე. ჯანდაბა, ისევ ტკბილია. რაღაც მომენტში მინდოდა ჭიქა დამელეწა, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე. არ მინდოდა ნანას გული სტკენოდა. ყურადღების გადასატანად ისევ ხვალინდელ საქმეს ჩავუღრმავდი. ქალი მართლაც დამნაშავეა, თუმცა ისიც ცხადია, რომ გიჟადაა ქცეული. საინტერესოა რატომ გიჯდებიან ადამიანები? ეს მე არასდროს არ დამემართება. იმ გადარეულის ციხეში ჩასმა კი ნამდვილად არ გამიჭირდება. ამ დროს ოფისის ტელეფონი აწრიპინდა. მე მაშინვე დავაჭირე მწვანე ღილაკს და ნანას ხმა გავიგონე. -ქალბ... ანასტასია, თქვენი საქმრო მოვიდა. -შემოუშვით, - ცოტა არ იყოს გავოცდი, რატომ არ შემოდიოდა? -საქმე იმაშია, რომ მითხრა მანქანასთან დაველოდებიო. -გასაგებია. ტელეფონი გავთიშე და საათს დავხედე, შვიდის თხუთმეტი წუთი იყო, რა სწრაფად გასულა დრო, ვერც კი შევატყვე. მაშინვე ჩავიცვი ქურთუკი და ოფისიდან ისე გავედი ნანასთვის არც შემიხედავს, ცოტა არ იყოს მის მიმართ ყავის გამო აგრესიულად განვეწყვე. როგორც კი ქუჩაში გავედი, მაშინვე დავინახე ვერცხლისფერი ტოიოტა ,,კოროლა”. ეს კახას მანქანა იყო. კახა ჩემი საქმროა, ის შავგვრემანი, მაღალი და ჩაბსკვნილია. კუპრივით შავი თვალები აქვს და ძალიან ყურადღებიანია. Aხლაც, როგორც ყოველთვის თავის მანქანას მიყრდნობოდა მგზავრის კარის მხრიდან და მე მიცდიდა. მივუახლოვდი თუ არა ტრადიციულად ჩავეხუტე. მან კარი გამიღო და მანქანაში ჩამსვა. სწრაფად შემოუარა მანქანას და თვითონაც ჩაჯდა. -როგორაა ჩემი მომავალი მეუღლე? – იკითხა და თავისი თვალები შემომანათა. ღმერთო როგორ მიყვარდა... -მე კარგად, შენ? -მეც კარგად... უფრო სწორედ არაჩვეულებრივად. მითუმეტეს ახლა, როდესაც ჩემთან ხარ. -მისამართი ხომ გახსოვს? – არ ვიცი ასეთ დროს ეს რამ გამახსენა. -რათქმაუნდა პაწიავ, ეგ ადგილი ხომ ერთად შევარჩიეთ? იმედია კარგი სახლი იქნება, კარგია, რომ გარეუბანშია და გარშემო არც მეზობლები გვყავს. არ შეგვაწუხებენ. -რატომ ვერ იტან მეზობლებს ვერ ვხვდები. ალბათ კარგია, მაგრამ ქალაქის ცენტრისგან შორს ვიქნებით, იქ არც მთავარი გზა გადის და არც არაფერი, მაგრამ ერთად ვიქნებით და მთავარი ესაა. -თან ჩემს დედოფალს მანქანას ვუყიდი... შენ უბრალოდ მითხარი რა ფირმის მანქანა გინდა? ,,რაო? მანქანას გიყიდიო! აუ რა მაგარია... რა ვუთხრა?” – ჩემს თავში ფიქრების კორიანტელი არ წყდებოდა, თუმცა მე ხომ სერიოზული ადამიანი ვარ? -ძვირფასო არაა საჭირო... მართლა... -განაჩენი გამიტანილია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. – მომახალა მოკლედ. -კარგი... კარგი... რაც გინდა ის მიყიდე... თუმცა არა. მოდელს მოვიფიქრებ და გეტყვი. -როგორც გინდა. – მითხრა მან. ამის შემდეგ დაახლოებით ნახევარი საათი მაღალი სიჩქარით მივდიოდით მანქანებით გადაჭედილ გზაზე, ბოლოს ტყისკენ გადავუხვიეთ, გარშემო მხოლოდ ხეები იყვნენ. საბოლოოდ შუაგულ ტყეში გამოჩნდა ერთადერთი ნათელი წერტილი, ეს ის სახლი იყო, რომლის სანახავადაც მივდიოდით. სულ რამდენიმე წამში მივადექით დიდ გალავანს და ოქროსფერ ჭიშკარს. როგორც ჩანს სახლი საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ მას საკმაოდ იაფად ყიდდნენ და კახამაც აიკვიატა უნდა ვიყიდოო. ამაში ცუდი რა იყო? თან გარედან სახლი საკმაოდ ლამაზად ჩანდა. ეს იყო ორსართულიანი კრემისფრად შეღებილი სახლი უამრავი ფანჯრით და დიდი აივნით. შესასვლელში უამრავი მცენარე იყო დარგული. სანამ მე სახლს გარედან ვათვალიერებდი ვიღაც მოხუცმა ჭიშკარი გაგვიღო, სახლიდან კი საოცრად გამხდარი ქალი გამოვიდა ჭაღარა თმით. ჩვენ მანქანიდან გადმოვედით. -მობრძანდით. – ცოტა დაბნეულად გვითხრა ქალმა და სახლისკენ წაგვიყვანა. შევედი თუარა ამ მშვენიერ სახლში მაშინვე ვიგრძენი რაღაც ამოუცნობი შიში. არ ვიცი რატომ, მაგრამ პანიკა იპყრობდა ჩემს სხეულს და ძალიან მეშინოდა. კახას ავეკარი, მაგრამ ვერანაირი შვება ვერ ვიგრძენი, ის გაოცდა და შემომხედა, მისი შავი თვალები გაკვირვებით მიყურებდნენ. -ეს შემოსასვლელია, ეს მისაღები ოთახი, მაღლა საძინებლებია, აქ სამზარეულოა. საპირფარეშოებს თავად ნახავთ. – ამბობდა მოხუცი ქალი და აქეთ-იქით დაგვაბოდიალებდა. -ანა, (ასე მომმართავდა კახა) მომწონს ეს სახლი, ფასიც მისაღებია, მოდი ვიყიდოთ! -აა... მე... არ ვიცი, იქნებ სხვა სახლებიც გვენახა. – ჩემმა სიტყვებმა კახა გააოცეს, სახლი მართლაც ლამაზი იყო, ფასიც გადასარევი, მაგრამ მე ამ სახლის მეშინოდა. - პანიკურად მეშინოდა და ახლავე უნდა გვცლოდი აქაურობას. -აბა, რა გადაწყვიტეთ? – გვკითხა ქალმა. და პასუხის მოლოდინში გაიყინა, თითქოს ამას მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. -ჩვენ...- დაიწყო კახამ. -ჩვენ აქედან უნდა წავიდეთ, ვიფიქრებთ, მაგრამ ახლა მივდივართ! – კი არ ვამბობდი ვყვიროდი და კახას გასასვლელისკენ მივათრევდი. -ანა, მოიცა... – მეუბნებოდა დაბნეული კახა და ცდილობდა შევეჩერებინე. აი უკვე ზღურბლთან მივედი და... -ანასტასია! – როგორც ჩანს კახა აღარ ხუმრობდა, თუმცა, როგორც კი ზღურბლს გადმოვცდი, მაშინვე გონება დამებინდა, უჰაერობა დამეწყო და აზროვნების უნარი დავკარგე. -ანასტასია რა გჭირს? – ცვლილება კახამაც შეატყო. – ანა, კარგად ხარ? ძვირფასო თქვი რამე... არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, ან რას ვამბობდი, ერთადერთი, რაც ვიცოდი ის იყო, რომ ცოტა ძალა უნდა მომეკრიბა, უნდა მეთქვა... ეს უნდა გამეკეთებინა. როგორც იქნა, მოვიკრიბე საკმარისი ძალა. მთელი ტანით სახლისკენ შემოვბრუნდი და რაც შეიძლება ხმამაღლა ვთქვი: -ჩვენ მას ვყიდულობთ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ანასტასიას ფსიხოზს აქ გაურკვეველი ხასიათი აქვს, ვნახოთ რა ხდება შემდეგ ანასტასიას ფსიხოზს აქ გაურკვეველი ხასიათი აქვს, ვნახოთ რა ხდება შემდეგ
13. დიდი მადლობა! დიდი მადლობა!
12. +++ ყოჩაღ... +++ ყოჩაღ...
11. იყო ხარვეზები, მაგრამ თხრობა საინტერესოა... არის რაღაც აქ. ვნახოთ მეორე ნაწილი.
იყო ხარვეზები, მაგრამ თხრობა საინტერესოა... არის რაღაც აქ. ვნახოთ მეორე ნაწილი.
9. დამაინტერესა. ვნახოთ, რა მოხდება. დამაინტერესა. ვნახოთ, რა მოხდება.
8. დიახ ქექი ეს ინტრიგაა. ინტრიგა ყველგან და ყოველთვის :) დიახ ქექი ეს ინტრიგაა. ინტრიგა ყველგან და ყოველთვის :)
7. საინტერესოა და მოუთმენლად ველი გაგრძელებასაც, მაგრამ რატომ იყიდა ეს სახლი მაინც ვერ გავიგე, ეს ინტრიგაა ავტორო? :)))) საინტერესოა და მოუთმენლად ველი გაგრძელებასაც, მაგრამ რატომ იყიდა ეს სახლი მაინც ვერ გავიგე, ეს ინტრიგაა ავტორო? :))))
6. დიდი მადლობა ყველას :) დიდი მადლობა ყველას :)
5. საინტერესოა, წავიკითხავ გაგრძელებასაც.ზოგს პირადში გეტყვით. საინტერესოა, წავიკითხავ გაგრძელებასაც.ზოგს პირადში გეტყვით.
4. მომეწონა <3 წარმატებები მომეწონა <3 წარმატებები
3. მომეწონა, თუმცა ძალიან მინდა ბანალური არ იყოს გაგრძელება. წარმატებები! მომეწონა, თუმცა ძალიან მინდა ბანალური არ იყოს გაგრძელება. წარმატებები!
2. ლოგიკურია, რომ ასე შუა გზაზე არ მიგვყრიდი საცოდავ მკითხველებს :))))
საინტერესო სტარტია
ჩა-ბ-სკვნილი??? - აი, რაია, სიმონ???
დაზაფრულაცახცახებულდაინტრიგებული ლოგიკურია, რომ ასე შუა გზაზე არ მიგვყრიდი საცოდავ მკითხველებს :))))
საინტერესო სტარტია
ჩა-ბ-სკვნილი??? - აი, რაია, სიმონ???
დაზაფრულაცახცახებულდაინტრიგებული
1. ეს არის პირველი ნაწილი. დამავიწყდა მიმეთითებინა. ეს არის პირველი ნაწილი. დამავიწყდა მიმეთითებინა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|