| ავტორი: კეტ1996 ჟანრი: პროზა 19 დეკემბერი, 2012 |
-ანა! შეგიძლია ამიხსნა რა მოგივიდა? – მეუბნებოდა კახა, როდესაც სახლიდან გამოვედით და მანქანაში ჩავსხედით. მისი მეტყველი თვალები ახლა ერთდროულად გამოხატავდნენ გაოცებას, შიშს და ცოტა ბრაზს. არ ვიცოდი მისთვის რა უნდა მეთქვა, საკუთარ თავსაც ვერ ვუხსნიდი მომხდარს. -ანასტასია! მოთმინებას ვკარგავ! – რა საჭირო იყო ასე ჩაციება? არ შეეძლო უბრალოდ გაეგო ჩემთვის და ზედმეტი კითხვები არ დაესვა? უი... კითხვებზე გამახსენდა, ჩემს ბინაში უნდა დავბრუნდე ხვალ სასამართლო პროცესია და საქმეს კიდევ ერთხელ უნდა გადავხედო. -კახა, გთხოვ სახლში წამიყვანე რაა... -არაფერი მესმის, უბრალოდ მაინტ... -გთხოვ, ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. – უხეშად გავაწყვეტინე მე. – ახლა სახლში მინდა, საქმე მაქვს, ხომ იცი ხვალინდელი დღე როგორი მნიშვნელოვანია... კახას სახე დაურბილდა, ახლა ისე მიყურებდა, როგორც პატარა ბავშვს. -კარგი ანა, მაპატიე ცოტა უხეშად გამომივიდა. შენ ისედაც დაძაბული ხარ ამ დღეებში სასამართლოს გამო, მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად გამოგივა. ახლა ჩემს თავზე ვბრაზდები, რაც არ უნდა იყოს მეც მინდოდა მაგ სახლის ყიდვა და უნდა მიხაროდეს, რომ შენც ასე გადაწყვიტე... უბრალოდ დავიბენი... ცოტა უცნაური იყო ჩემთვის შენი საქციელი. ხომ მაპატიებ? – ჯანდაბა ამდენს რატომ ლაქლაქებს? -გაპატიებ, ოღონდ მეტჯერ ასე აღარ ჩამაცივდე, კარგი? – ვეცადე ნაწყენი ბავშვის გამომეტყველება მქონოდა. -შენც აღარ მომექცე ასე უცნაურად. – არა ნაწყენ ბავშვს ის უფრო უკეთ თამაშობდა. -კარგი... მიყვარხარ... – არ შემეძლო რომ არ მეთქვა. -მიყვარხარ! კახამ სახლში მიმიყვანა და ჩემს სართულამდე ამაცილა, მხოლოდ მას შემდეგ წავიდა, რაც დარწმუნდა, რომ ბინაში მშვიდობიანად შევედი. ჩვენ ერთად არ ვცხოვრობდით, ამას ქორწილის შემდეგ ვგეგმავდით და ის სახლიც სწორედ ამიტომ ვიყიდეთ. სახლზე მომხდარი გამახსენდა, ნეტა რა მომივიდა? აშკარა იყო, რომ მე იმ სახლის მეშინოდა, თუმცა გამოსვლისას მივხვდი, რომ შეცდომას ვუშვებდი, იყო იმ სახლში რაღაც ისეთი, რაც მიზიდავდა. და მე აუცილებლად დავბრუნდებოდი იქ... ახლა ის ჩემი იყო (და კახასიც)...
***
ეს იყო დღე, რომელსაც ასე ველოდი და რომლისაც ასე მეშინოდა... უკვე ვიდექი დიდ სასამართლო დარბაზში და უამრავი დამსწრის თვალწინ ველოდი როდის გამომიძახებდა მოსამართლე ბრალდებულის დასაკითხად. სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია და მალევე აღმოვჩნდი ბრალდებულის პირისპირ. ეს იყო დაახლოებით ჩემი ასაკის, საკმაოდ ლამაზი გოგონა, შავი თმით და თმაზე ერთი ტონით ღია ფერის თვალებით, ისეთი უბიწო გამომეტყველება ჰქონდა... რომ არ მცოდნოდა მისი დანაშაული ალბათ ანგელოზად ჩავთვლიდი. ღმერთო, რაზე ვფიქრობ... ჩემი პირველი კითხვა... -რატომ დაესხით თავს შვიდი წლის ბავშვს? – შეტევაზე პირდაპირ გადავედი, ეს ალბათ მაინცდამაინც კარგი არ იყო... -მე მინდოდა ის გამეთავისუფლებინა. – ღმერთო რა ცინიზმია. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო. -ვისგან? – გულწრფელად დავინტერესდი. -ის მას აწამებდა, ტანჯავდა, ამის გამო მეც ვიტანჯებოდი. -ვინ აწამებდა? გაჩუმდა... -შეგიძლიათ მითხრათ ვინ აწამებდა ბავშვს? -ის ბოროტია, მე მისი მეშინია, გთხოვთ არ მისცეთ უფლება რაიმე ატკინოს, გთხოვთ... – ქალი ერთიანად კანკალებდა და სულს ვერ ითქვამდა. მგონი პანიკაში ჩავარდა. -ბატონო მოსამართლევ, ჩემი კლიენტი დაკითხვისთვის არაა მზად. – ჩაერია ბრალდებულის ადვოკატი. -დაკითხვა განაგრძეთ! – ბრძანა მოსამართლემ. -ვინ აწამებდა ბავშვს? შენ ვინ გაწამებს? შეგიძლია მითხრა? -ვაპროტესტებ, ეს კითხვა ჩემს კლიენტში გაღიზიანებას იწვევს. -პროტესტი მიღებულია, სხვა კითხვა დაუსვით. – მოსამართლე მე მიყურებდა. -რა გქვია? – ამ კითხვას არავინ ელოდა, დარბაზი აჩურჩულდა, რათქმაუნდა მისი სახელი ვიცოდი, უბრალოდ მსურდა ამ კითხვით რეალობაში დამებრუნებინა, რადგან უაზროდ შესცქეროდა სივრცეს და კანკალებდა. კითხვის გაგონებისას ისიც შეცბა, მაგრამ შემდეგ დაწყნარდა და სრულიად მშვიდად მიპასუხა: -ნატალი. – მგონი ახლა შემეძლო გაგრძელება, ოღონდ ნელა და მშვიდად. -ნატალი, ბავშვს რამდენი ხანია იცნობ? -იმას, რომელიც უნდა დამეხრჩო? – ნეტა სხვა ბავშვებსაც იცნობს? -დიახ, ნატალი. -მე მას ექვსი თვის განმავლობაში ვუთვალთვალებდი... -რატომ უთვალთვალებდი ნატალი? – ამ კითხვამ თითქოს ის გააოცა, ცოტათი გაეღიმა კიდეც. -როგორ თუ რატომ? – ახლა უკვე აშკარად იღიმებოდა. – მე მისი მოკვლა მინდოდა. -რატომ უნდა მოგეკლა? -მგონი უკვე ვთქვი, რომ უნდა გამეთავისუფლებინა. – პასუხისას ძალიან კატეგორიული იყო. ეს სიტუაცია უკვე მაღიზიანებდა. -ვისგან? კვლავ აუტანელი დუმილი... -მან მითხრა, რომ ამ ბავშვს უნდა დავხმარებოდი, - უეცრად ალაპარაკდა. -ვინ გითხრა? -ის ჩემს სახლში ცხოვრობს. -ვინ არის ის? -მე მასთან გადავედი საცხოვრებლად, მან დამატყვევა და ამის შემდეგ ერთად ვცხოვრობდით. – ეს ყველაფერი ერთი დიდი უაზრობა იყო. მე ამას ბოლოს მოვუღებ! -ბატონო მოსამართლევ, ბრალდებული საშიში დამნაშავეა და ეს ყველასთვის ცხადია. შესაბამისად ისიც გასაგებია, რომ მისი თავისუფლად ყოფნა ყველას საფრთხეს უქმნის. ბრალდების მხარეს კითხვები აღარ აქვს. მე ჩემს ადგილას დავუბრუნდი, ახლა დაცვის მხარე აწარმოებდა დაკითხვას, მაგრამ განსხვავებული მანაც ვერაფერი გაარკვია. საბოლოოდ მოსამართლე დარწმუნდა, რომ ბრალდებული გიჟი იყო და მას ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობა დაუწესა. მწყინდა, რომ ციხეში ვერ გავუშვი, კლინიკაში ხომ უმკურნალებდნენ და შემდეგ გაათავისუფლებდნენ. დარბაზიდან გაყვანისას ნატალი სულის შემძვრელად კიოდა: -არ მინდა მკურნალობა! მე ჯანმრთელი ვარ! რატომ დამტოვა აქ? მან ხომ იცოდა, რომ მეშინია გიჟების, მე გიჟი არა ვარ! მაინც მოკვდება, ის მაინც მოკვდება, ვეღარ გადაარჩენთ, მხოლოდ მე შემეძლო მისი გადარჩენა!.. ამ ყველაფერმა ცოტათი დამზაფრა, მაგრამ ასეა თუ ისე ჩემი პროცესი მაინც წარმატებული იყო. ის დამნაშავეც გამოკეტილია და საფრთხე აღარავის ემუქრება. ამ დროს ჩემს ტელეფონზე ზარი გაისმა. ჩემი საქმრო რეკავდა. -კახა მომილოცე! – ხმის ამოღებაც არ ვაცალე ისე მივაყარე. – მე ეს შევძელი! -მე ყოველთვის მჯეროდა შენი. ახლა გამოგივლი და ჩვენს სახლში წაგიყვან, დღესვე შეგვიძლია იურიდიული მხარე მოვაგვაროთ და სახლი ჩვენია, ხომ წამოხვალ? -რათქმაუნდა! მალე მოდი კარგი? -ცოტაც მოიცადე და მანდ ვარ. დროებით... -დიდხანს არ მალოდინო! – ჩავჩურჩულე და ტელეფონი გავთიშე. ისეთი გახარებული ვიყავი სრული ბედნიერებისთვის მისი ნახვაღა მაკლდა. მე ხომ მის გარდა მე არავინ მყავდა, მშობლები ადრე გარდამეცვალნენ და მას შემდეგ მოხუცი ბებია მზრდიდა. მე რომ აქამდე მოვედი მისი დამსახურებაა. სამწუხაროა, რომ უკვე ხუთი წელია გარდაიცვალა. კახასაც დაღუპული ჰყავდა მშობლები და ჩემს გარდა მასაც არავინ გააჩნდა. ამიტომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა.
***
-ძალიან მაინტერესებს შენი პროცესის დეტალები, მერე მომიყევი კარგი? აი თითქმის მოვედით. – მითხრა კახამ და მანქანა ოქროსფერ ჭიშკართან გააჩერა. ეს უკანასკნელი ისევ იმ მოხუცმა კაცმა გაგვიღო და სახლში შესვლისას კვლავ გამოგვეგება გამხდარი ქალი. ჩვენ ერთმანეთს მივესალმეთ და სახლში შევედით. ამჯერად თავი ცუდად აღარ მიგრძნია, პირიქით – თითქოს ძალა მომემატა აქ რომ შემოვედი. მისაღებ ოთახში დიდი ძველებური მაგიდა იდგა და ზედ ორი ფარატინა ფურცელი იდო. აქვე იყო ერთი ჩემთვის უცნობი ჭაღარა მამაკაცი, რომელსაც საკმაოდ კონსერვატიულად ეცვა. -ეს ნოტარიუსია. – გვაცნობა ქალმა. -მოდი მოვაწეროთ საბუთებს ხელი, ამას რაც უფრო სწრაფად გავაკეთებთ მით უკეთესია. – თქვა კახამ და მოხუც ქალს შეხედა, თითქოს მიუთითა ხელი მოაწერეო. -არა, ცდებით, ხელი მხოლოდ თქვენ უნდა მოაწეროთ, ეს სახლი სახელმწიფოს საკუთრებაა, მე მისი პატრონი არ ვარ. – თქვა ქალმა. -მოიცა, აქ რაღაც გაუგებრობაა, მე მეგონა... – კახა ცოტა არ იყოს დაიბნა. -ახლავე აგიხსნით, - თქვა ქალმა. – ამ სახლში გოგონა ცხოვრობდა, მაგრამ ახლა მას აღარ აქვს საკუთრების უფლება და სახელმწიფო ამ სახლს ყიდის. -გასაგებია, მე თვითონ ჩახედული ვარ ამ ყველაფერში და ვიცი, ყველაფერი რიგზეა. კახა, მოაწერე ხელი. – მივხვდი, რომ უნდა ჩავრეულიყავი. რიგ-რიგობით მეც და კახამაც ხელი მოვაწერეთ საბუთს. შემდეგ ნოტარიუსმა მოგვილოცა შენაძენი და კარისკენ წავიდა, კახა გასაცილებლად გაყვა, მე მას თვალი გავაყოლე. -გიყვარს? – ჯერ შევცბი, შემდეგ კი მოხუცი ქალი დავინახე, ის მელაპარაკებოდა, ალბათ შეამჩნია კახას რომ ვუყურებდი. -კი... – დამაბნია ამ კითხვამ. -დარწმუნებული ხარ? -უკაცრავად, რატომ მეკითხებით? -თუ გიყვარს საშიში არაფერია. – თქვა ქალმა, გაბრუნდა და წავიდა. მე კი მარტო დავრჩი დაცარიელებულ მისაღებში. ვიგრძენი როგორ მომიცვა დაბნეულობამ და შიშმა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. დიდი მადლობა რჩევისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ. :) დიდი მადლობა რჩევისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ. :)
9. მართალია პროზაა და ყველაფერი მოსულა, მაგრამ მაინც მკითხველს შეცდომით არ უნდა მიაწოდო ის რაც კარგად არ იცი, ან იცი და გეზარება " საბოლოოდ მოსამარლე დარწმუნდა, რომ ბრალდებული გიჟი იყო და მას ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობა დაუწესა. სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა ადგენს ბრალდებული შეურაცხადია თუ შერაცხადი! ეს შენ გეცოდინება . სხვა მხრივ შეგიძლია შენი მოსაზრებები და შინაარსი მხატვრულ სტილში წაიყვანო. მართალია პროზაა და ყველაფერი მოსულა, მაგრამ მაინც მკითხველს შეცდომით არ უნდა მიაწოდო ის რაც კარგად არ იცი, ან იცი და გეზარება " საბოლოოდ მოსამარლე დარწმუნდა, რომ ბრალდებული გიჟი იყო და მას ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობა დაუწესა. სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა ადგენს ბრალდებული შეურაცხადია თუ შერაცხადი! ეს შენ გეცოდინება . სხვა მხრივ შეგიძლია შენი მოსაზრებები და შინაარსი მხატვრულ სტილში წაიყვანო.
8. აუცილებლად გავაგრძელებ... :) დიდი მადლობა შეფასებისთვის. აუცილებლად გავაგრძელებ... :) დიდი მადლობა შეფასებისთვის.
7. აიი ძალიან მაგარიაა<3 მიდიი მიდი არ გაჩრდე გააგრძელეეე.....გელოდებით საზოგადოება აიი ძალიან მაგარიაა<3 მიდიი მიდი არ გაჩრდე გააგრძელეეე.....გელოდებით საზოგადოება
5. კარგია კეტ! ასაკის კვალობაზე :)
კარგია კეტ! ასაკის კვალობაზე :)
4.
დაინტრიგებული
დაინტრიგებული
3. ჩემი მიზანი სწორედ ეგ არის, რომ მკითხველი დავაინტრიგო. ე.ი, მიზნისგან შორს არ ვარ :) ჩემი მიზანი სწორედ ეგ არის, რომ მკითხველი დავაინტრიგო. ე.ი, მიზნისგან შორს არ ვარ :)
2. აუუ სულ ინტრიგა შეიძლება? მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას............. აუუ სულ ინტრიგა შეიძლება? მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას.............
1. დამაინტრიგებლად მიდის თხრობა. დაველოდები გაგრძელებას. დამაინტრიგებლად მიდის თხრობა. დაველოდები გაგრძელებას.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|