 | ავტორი: ბესცელერა ჟანრი: პოეზია 20 დეკემბერი, 2012 |
ძველი დამბაჩა - გაწმენდილი და მომართული, რომარ გიმტყუნოს... ათი ნაბიჯი, წინ და უკან უნდა იარო ასე უაზროდ, ასე გიჟურად დეკემბრის თოვლში... და შეტრიალდე, და შეუშვირო შენს წილ ტყვიას ბებერი შუბლი, ან ახალგაზრდა, ეს იმაზეა - როდის აგირევს ცხოვრებას ქალი... და გაისვრიან, ვიღაც გაისვრის, ან შენ ან ვიღაც... და დაეცემით მოცელილი, ან შენ ან ვიღაც... აირევიან უწესრიგოდ შავი ხეები, და შავი ფრთებიც უწესრიგოდ დაგაცხრებიან ან შენ ან იმას... და ერთადერთი რაც წესრიგით იმართებოდა იყო ცხოვრება, შენი წილი, ან ვიღაცის, ეს სულ ერთია... და ცხოვრებაში შენც პირველად მოგინდა რაღაც, მოგინდა რაღაც უცნაური არეულობა, მაგრამ დასრულდა, გვიანია უკვე ოცნება... და ერთადერთი რაც გეღირსა ამ ოცნებიდან, ესაა ლეშის უწესრიგო განაწილება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|