-ასე მგონია, ვიღაც უნდა შემხვდეს …
-ვინ უნდა შეგხვდეს?
-რა ვიცი …
-მაშ რატომ გგონია?
-იცი, მე ის მიყვარდა …
-როდის?
-მეც არ ვიცი როდის, ალბათ დიდი ხნის წინათ.
-მაინც?
-მანამ დავიბადებოდი.
-ვერ გავიგე …
-შეიძლება, დაბადებულიც ვიყავი, მაგრამ სხვაგან, მე იქ მიყვარდა და ეხლაც სულ იმას ვეძებ.
-რომ არ შეგხვდეს?
-ეგეც შეიძლება …
-უცოლო ხომ არ დაბერდები? მოიყვანე ვინმე.
-ვინ?
-რა ვიცი, ვინმე …
-არა, არა, ეგრე როგორ მოვიყვანო.
-ის რომ არ შეგხვდეს?
-ხომ მიყვარს …
-ეგეთი სიყვარული არ გამიგონია, არ იცნობ, არ გინახავს და გიყვარს.
-ჰო, მიყვარს …
-იქნებ არ გიყვარს?
-მაშ რატომ მგონია, რომ უნდა შემხვდეს?
-იქნებ სიზმარში ნახე …
-არა, სხვაგან ვნახე სადღაც.
-გარეგნობა გახსოვს როგორი აქვს?
-არა არ მახსოვს …
-მაშ როგორ უნდა იცნო, რომ შეგხვდეს?
-ვიცნობ. ვიცი რომ ვიცნობ. არ შეიძლება არ ვიცნო …
……………………………………………………………
-არ შეგხვდა?
-არა, არ შემხვდა …
-მერე?
-რა მერე?
-არ მოიყვანე ცოლი?
-არა ….
-კიდევ იმას ელოდები?
-ჰო …
-რამდენი წლისა ხარ?
-სამოცდაექვსის.
-კიდევ გიყვარს?
-კიდევ.
-იქნებ შეგხვდა და ვერ იცანი …
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. იქნებ შეგხვდა და ვერ იცანი … იქნებ შეგხვდა და ვერ იცანი …
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|