 | ავტორი: აპარმიჟ- ჟანრი: პოეზია 22 დეკემბერი, 2012 |
გამომდინარე დღეთა მწყობრი უაზრობიდან, მე ვარ ამაყი მაინც, გამოსავალს რომ ვეძებ: მიზეზ–შედეგს, თუ შედეგ–მიზეზს აღარ ვყოფნი და ვარ მოარული დღენიადაგ ჩემს შეცდომებზე...
ვარ ამაყი, რომ უფლის ნამცეცს გულით ვატარებ, რომელიც უკუნს გადახეთქავს – სიკვდილის შემდეგ: როცა მივყვები მტვერი – მტვრადვე, – მომწყდარ ვარსკვლავებს და მაბრუნებენ კვლავ სიცოცხლედ – სიკვდილის შედეგს.
ღმერთის აზრი დამაქვს და აზრსაც ასე ვანახლებ: მიწას ღმერთით აჯერებს, თითქოს ჩემი რუტინა... ჰო, ამრიგად არ ეთქმის: უაზრობა – ბალახებს: ბეტონს რომ ამოხეთქავს და თავიც მაღლა უჭირავს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|