ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეგასი
ჟანრი: საბავშვო
26 დეკემბერი, 2012


გალუმპული ზარმაცა(იხ.ილუსტრაცია)

თავსხმა წვიმა წამოსულა,
გალუმპულა ზარმაცა,
ხეზე მყუდრო ადგილს ეძებს
ზოზინა და ბარბაცა.

-თუ ამ ტოტებს ახლა მაგრად
არ მოვხვიე თათები,
დავცურდები და საბრალო
დაბლა წყალში ჩავხტები.

თურმე მართლაც ასე მოხდა,
არ გეგონოთ ზღაპარი,
ჩამოვარდა და გუბეში
გაადინა ტყაპანი.

ბეწვს ილოკავს გაბურძგნული,
იმალება ბალახში,
-ვინმეს როგორ დავენახო
ამოსვრილი ტალახში

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები